ქ.თბილისი შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა “შოვი“ სწავლება ხორციელდება ერთ ცვლაში: დღის რეჟიმი: ...
კატეგორია: სიახლეები
მედალოსნები
ოქროსა და ვერცხლის მედლები გადაეცათ შპს კერძო სკოლა შოვის 2019-2020 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს: ლიზი შავაძეს და ნესტან კალაიჯიშვილს.
“26 მაისს საქართველო იშვა”
სკოლა შოვში გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიების მიზანი იყო,დამსწრე საზოგადოებისთვის შეეხსენებინა ამ ისტორიული თარიღის მნიშვნელობა. მის მომზადებაში ჩართული იყვნენ სკოლის VIII-XI კლასის მოსწავლეები და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრის მასწავლებლები.
“შეფასება განვითარებისთვის”
2022 წელს სკოლა “შოვს” სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან გადაეცა მადლობის სიგელი, პროექტში “შეფასება განვითარებისთვის” მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.
PISA 2022
2022 წლის გაზაფხულზე, სკოლა “შოვმა” მონაწილეობა მიიღო PISA-ს საერთაშორისო კვლევაში. კვლეის მიზანი იყო საქართველოს მოსწავლეთა მიღწევები დადგენა კითხვაში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში. აღნიშნული კვლევის ადმინისტრირებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სკოლას გადაეცა მადლობის სიგელი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისგან.
თავისუფალი უნივერსიტეტი
2020 წელს შპს სკოლა “შოვმა” მიიღო მადლობის სიგელი, წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისთვის.
აგრარული უნივერსიტეტი
2020 წელს შპს სკოლა “შოვმა” მიიღო მადლობის სიგელი აგრარული უნივერსიტეტისგან, წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისთვის.
თავისუფალი უნივერსიტეტი
სკოლა “შოვმა” 2017 წ. მიიღო მადლობის სიგელი “თავისუფალი უნივერსიტეტისგან” წარჩინებული აბიტურიენტის აღზრდისთვის.
საქართველოს უნივერსიტეტი
სკოლა შოვმა საქართველოს უნივერსიტეტისგან მიიღო სერტიფიკატი წარმატებულის მოსწავლეების აღზრდისათვის.
“დიპლომატიური აკადემია”
სკოლა “შოვმა” 2014 წ. მიიღო სერტიფიკატი “დიპლომატიური აკადემიისგან” ისტორიის ოლიმპიადაში მოსწავლეთა წარმატებული მონაწილეობისთვის.