სკოლაში შემუშავებულია მისია, ხედვა და ღირებულებები, რომლებიც შეესაბამება ზოგადი განათლების მიზნებს. სკოლის მისია: სკოლის მისიაა შექმნას უსაფრთხო სასწავლო-აღმზრდელობითი გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება პატრიოტიზმზე, თითოეული მოსწავლის თვითრეალიზაციისთვის საჭირო ცოდნისა და ცნობიერების ამაღლებაზე; პროფესიულ ორიენტაციაში დახმარებასა და 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. სკოლა ზრუნავს ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე. სკოლის ხედვა: სკოლა მიმართულია თითოეული მოსწავლის შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით. სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი და განსხვავებული შესაძლებლობა, ამიტომ...
საქმის წარმოების დებულება
დამტკიცებულია: ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვის“ დირექტორის მიერ ბრძ.#1-09, 08.09.2023 წ. საქმისწარმოების დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1.1 ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვის“ საქმისწარმოების დებულება არეგულირებს სკოლაში ნებისმიერი სახის დოკუმენტაციის სწორად, დროულად მომზადებას, გაფორმებას, აღრიცხვას, გამოყენებას და შენახვას. 1.2 წინამდებარე დებულების მიზანია სკოლაში დოკუმენტაციისა და დოკუმენტბრუნვის სრულყოფა, ამ პროცესში კომპიუტერული ტექნოლოგიების თანამდეროვე მიღწევების გამოყენება/დანერგვა. 1.3 საქმისწარმოებასთან დაკავშირებულ ძირეულ საქმიანობას სკოლაში ახორციელებს საქმეთამმართველი. 1.4 საქმეთამმართველი პასუხისმგებელია საქმისწარმოების სწორად წარმართვაზე. 1.5 საქმისწარმოების დეპარტამენტი დოკუმენტაციის აღრიცხვას, სარეგისტრაციო და რიგითი ნომრის მინიჭებას იწყებს ყოველი კალენდრული წლის დაწყებისთანავე და ასრულებს კალენდარული წლის ბოლო...
კურიკულ.მეთოდოლოგია
განხილულია პედ.საბჭოს სხდომაზე #01. 08.09.2023 წ. „ვამტკიცებ“ შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვის“ დირექტორი /ი. გუტაშვილი/ ბრძანება № 1-09, 08 09.2023 წ. შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა ,,შოვი“ კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია მუხლი 1. ზოგადი დებულებები შპს „შოვი“ კერძო სკოლის კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგიაში (შემდგომში მეთოდოლოგია) დოკუმენტში აღწერილია სასკოლო კურიკულუმის, იგივე სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია. სასკოლო კურიკულუმი გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონიდან, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან, საქართველოს კონტიტუციიდან და სხვა ნორმატიული აქტებიდან და მასში მოცემულია ის საკითხები, თუ რა სთავაზობს სკოლა მოსწავლეებს მისიით, ხედვითა და...
მოსწავლეთა თვითმართველობის დებულება
დამტკიცებულია: დირექტორის მიერ ბრძ.#1-09, 08.09.2023 წ. ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივესიტეტო საშუალო სკოლა „შოვის“ მოსწავლეთა თვითმმართველობის დებულება თბილისი 2023 ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვის“ მოსწავლეთა თვითმმართველობა. ზოგადი დებულებები მიზნები: სკოლის თვითმმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა, გონებრივი და ფიზიკური უნარჩვევების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება. კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა. მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა. მოსწავლეთა თვითმმართველობა. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს...
ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა
„ვამტკიცებ“ ბრძ.#1-09. 08.09.2023. კერძო სკოლა „შოვის“ დირექტორი: /ი.გუტაშვილი/ ქ.თბილისი შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვი“ ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა 2023 მუხლი 1. ზოგადი დებულებები წინამდებარე დოკუმენტი ქმნის შპს კერძო სკოლა „შოვის“ (შემდგომში – სკოლა) ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს; დოკუმენტის მიზანია: ა) შექმნას შპს კერძო სკოლა „შოვის“ ერთიანი პოლიტიკა, სახელმძღვანელო სტანდარტები, რათა ხელი შეუწყოს მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, პროცესების დაგეგმვას, შეფასებასა და მუდმივ განვითარებას. ბ) ეფექტიანი შიდა ხარისხის სისტემის შექმნა და...
ხარისხის განვით. და პროფ. ჯგუფის დებულება
დამტკიცებულია: ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვის“ დირექტორის მიერ ბრძანება №1-09, 08.09.2023 წ. ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის დებულება ჯგუფის წევრები: შ.ქადაგიძე, ე.გასვიანი, ხ.მჭედლიშვილი, ნ.ბარბაქაძე, ლ.სულთანიშვილი. 2023-2024 თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო წინამდებარე დებულება შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ საფუძველზე და არეგულირებს კერძო სკოლა „შოვში“ (შემდეგში – სკოლა) მასწავლებლის შეფასების მიზნით დირექტორის ბრძანებით შექმნილი ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის...
სკოლის შინაგანაწესი
დამტკიცებულია: დირექტორის მიერ ბრძ.#1-09, 08.09.2023 წ. ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვის“ შინაგანაწესი თბილისი 2024 თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. მოქმედების სფერო სკოლაში სწავლების პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ~, სკოლის წესდებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა საფუძველზეა შემუშავებული. სკოლის შინაგანაწესი ადგენს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობებს. შინაგანაწესის განუყოფელ...
შვიდწლიანი გეგმა
...
ერთწლიანი გეგმა
ქ.თბილისი შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვის“ განვითარების ერთწლიანი გეგმა 2023-2024 სასწ.წ. დამტკიცებულია: დირექტორის მიერ ბრძ.1-09, 08.09.2023 წ. I სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესება: შინაარსი დრო ინდიკატორი შემსრულებელი პასუხისმგებელი მათემატიკის წრე; ჭადრაკის წრე. სასწავლო წლის მანძილზე მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება მათემატიკის მასწ. ჭადრაკის მასწ. დირექტორის მოადგილე კლასგარეშე და საკლუბო მუშაობის ორგანიზება სასწავლო წლის მანძილზე ღონისძიებების გრაფიკი პედაგოგი სასწავლო ნაწილი სასკოლო კონფერენციებსა და ოლიმპიადებში მოსწავლეთა მონაწილეობა სასწავლო წლის მანძილზე ოლიმპიადის შედეგები საგნის პედაგოგები კათედრის ხელმძღვანელი მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დინამიკა სასწავლო წლის მანძილზე მიღწეული შედეგების სტატისტიკა კლასის დამრიგებელი სასწავლო ნაწილი სასწავლო რესურსების განახლება და მათი სასწავლო პროცესში გამოყენება სასწავლო წლის მანძილზე თვალსაჩინოებები,...
წესდება
დამტკიცებულია: დირექტორის მიერ ბრძ.#1-09, 08.09.2023 წ. ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვის~ წესდება ზოგადი დებულებები მუხლი 1. სკოლის სტატუსი ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვი” არის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად. სკოლა თავის სქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, შრომის კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით. დასახულ მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა...