2026 წლის 19 მარტს საქართველოს ბიზნეს აკადემიამ უმასპინძლა ჩვენი სკოლის IX-XII კლასების მოსწავლეებს და შესთავაზა რეალურ არჩევანზე დაფუძნებული პროფესიული ორიენტაციის სერვისი. პროექტი მიზნად ისახავდა მონაწილეებისთვის პროფესიული განათლების შესაძლებლობების პრაქტიკულ გარემოში გაცნობას, თანამედროვე პროფესიების „შიგნიდან“ დანახვას და გააზრებული კარიერული არჩევანის ხელშეწყობას. მოსწავლეებმა დაათვალიერეს აკადემიის თანამედროვე ინფრასტრუქტურა, ასევე მათ მიეცათ შესაძლებლობა უკეთ გაეაზრებინათ საკუთარი ინტერესები და მონაწილეობა მიიღეს მომავალი პროფესიის დიაგნოსტიკურ და ელექტრონულ ტესტირებაში.