დამტკიცებულია:
დირექტორის მიერ ბრძ.#1-10, 09.09.2025 წ.
ქ.თბილისი შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო
საშუალო სკოლა „შოვის~
წესდება
- ზოგადი დებულებები
მუხლი 1. სკოლის სტატუსი
- ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვი”არის კერძოსამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიცდამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლებისმიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
- სკოლა თავის სქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „ზოგადი განათლებისშესახებ” საქართველოს კანონით, შრომის კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
- დასახულ მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალურიუფლებამოსილების ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობითგათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოშიმოსარჩელედ და მოპასუხედ.
- სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ერთი საბანკო ანგარიში და კერძოსამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
სკოლის მიზანია:
ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნებისჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნითუზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათაპატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარიუფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.
- სკოლის სტრუქტურა და მართვა
მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, მოსწავლეთათვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, სააპელაციო კომიტეტს და დამხმარე სტრუქტურულერთეულებს.
მუხლი 4. სკოლის დირექცია
- სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილისდა ბუღალტრისგან.
- სკოლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესიგანათლება და მუშაობის 3 წლის სტაჟი.
- სკოლის დირექტორს ნიშნავს სკოლის დამფუძნებელთა საბჭო.
- სკოლის დირექტორი დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაშიდირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.
მუხლი 5. სკოლის დირექტორი
- სკოლის დირექტორი:
ა) ახორციელებს სკოლის მართვას;
ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
გ) ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასადა სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;
დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
ვ) უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებსსკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;
ზ) უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება: ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ან კანონმდებლობით გათვალისწინებულიწესით მასწავლებლის არაკვალიფიციურობის დადასტურებისას.
თ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები;
ი) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
კ) ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
ლ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისწესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
- სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:
ა) სასკოლო-სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა დასააღმზრდელო პროცესზე;
ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლისმატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაცონალურად გამოყენებაზე;
გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოგარემოს შექმნაზე.
მუხლი 6. სკოლის დირექტორის მოადგილე
დირექტორის მოადგილე ვალდებულია:
ა) შეასრულოს დირექტორის მოვალეობები სკოლაში მისი არყოფნის პერიოდში;
ბ) შეადგინოს გაკვეთილების ცხრილი და უხელმძღვანელოს სასწავლო პროცესს;
გ) სპეციალურ ჟურნალში აღრიცხოს მასწავლებელთა გაცდენა-დაგვიანებები;
დ) გამცდენ და დამგვიანებელ მასწავლებლებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები;
ე) მოისმინოს და გააანალიზოს გაკვეთილები;
ვ) უზრუნველყოს მასწავლებელთა შორის კოლეგიალური, თანამშრომლობითი გარემო;
ზ) დააწესოს კონტროლი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე და საკლასო ჟურნალებისსწორად წარმოებაზე;
თ) დროულად და სათანადოდ შეასრულოს პედაგოგიური საბჭოს გეგმით გათვალისწინებული საკითხები;
ი) შეაჯამოს სემესტრული შედეგები;
კ) შეადგინოს წლიური ანგარიში;
ლ) კონტროლი გაუწიოს კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებს და სასწავლო აღმზრდელობითპროცესს.
მუხლი 7. სკოლის ბუღალტერი
ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას;
ბ) ახორციელებს საბუთების თავისდროულ გაფორმებასა და აკონტროლებს ჩატარებული ფინანსურიოპერაციების კანონიერებას;
გ) ახორციელებს სკოლის ბიუჯეტის სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას, ხარჯვას, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვას, სკოლის თანამშრომელთა ხელფასებისდროულ დარიცხვასა და გაცემას;
დ) აწარმოებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულაღრიცხვას;
ე) ახორციელებს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენას და წარუდგენს სკოლის დირექტორს;
ვ) ახორციელებს ბუღალტრული საბუთების შენახვასა და არქივაციას;
ზ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეულებათაინვენტარიზაციაში, გამოავლენს და აღრიცხავს შედეგებს.
მუხლი 8. პედაგოგიური საბჭო
- პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედისსკოლის ყველა პედაგოგი და დირექტორი.
- პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადითაირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს დაწარმართავს საბჭოს სხდომებს.
- პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
- პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოსპედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს დამფუძნებელთა საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
- საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
- პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმებისმესამედისა.
- საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებულიგადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოსთავმჯდომარე და მდივანი.
- პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
მუხლი 9. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
პედაგოგიური საბჭო:
ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებსსასკოლო სასწავლო გეგმებს;
ბ) ამტკიცებს სკოლის სასწავლო გეგმას და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებულისახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელისახელმძღვანელოების ნუსხას;
გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში.
მუხლი 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა
- მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენსსკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
- საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
- მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობისსაფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპისდაცვით, შემდეგი წესით:
ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა Yთვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლოწლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
ბ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებისუფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
გ) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ორ კანდიდატსშესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება ის 2 მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;
- თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებდან 7 დღის ვადაში საკუთარიშემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურისთვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთათვითმმართველობას.
- მოსწავლეთა თვითმმართველობა:
ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
ბ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;
გ) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში;
- საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდეუწყდება ამ სკოლაში სწავლის შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე.
მუხლი 11. დისციპლინური კომიტეტი.
დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის განხილვის მიზნით, შეიძლება შეიქმნასსააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი დასაშუალო საფეხურის მოსწავლე.
მუხლი 12. დისციპლინური დევნა.
- სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხასდა მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.
- დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესითგათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
- სკოლის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელი.
- მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს.
მუხლი 13. სააპელაციო კომიტეტი.
დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის განხილვის მიზნით, შეიძლება შეიქმნასსააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი დასაშუალო საფეხურის მოსწავლე.
მუხლი 14. მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა.
- კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს უფლება აქვთ, წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორიკვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.
- დირექტორი საჩივარსგანიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.
- საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:
ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი.
ბ) უფლებების დარღვევის არსი
გ) მოთხოვნის არსი
მუხლი 15. სკოლის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები
სკოლის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია:
- კლასისდამრიგებელი;
- საგნობრივი კათედრები;
- საინფორმაციო უზრუნველყოფა;
- ხარისხის მართვისა და ინოვაციის უზრუნველყოფა;
- მშობელთა კომიტეტი;
- მონიტორინგის ჯგუფი;
- დაცვის სამსახური;
- სამედიცინო სამსახური;
- კანცელარია;
- ტექნიკური სამსახური;
მუხლი 16. კლასის დამრიგებელი
- სკოლაში თითოეულ კლასს ჰყავს ერთი დამრიგებელი. დამრიგებელს ნიშნავს და ათავისუფლებსსკოლის დირექტორი. I-IV კლასებში კლასის დამრიგებლები არიან ძირითადი საგნის მასწავლებლები.
- დამრიგებლები სისტემატურ საუბრებს ატარებენ შემდეგ მიმართულებებში:
– ზნეობრივი აღზრდა;
– უსაფრთხოება და ეროვნულ-პატრიოტული ცნობიერება;
– პიროვნული და მორალური განვითარება;
– გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი;
– თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერომიღწევების მნიშვნელობა.
- დამრიგებლის მოვალეობები:
ა) მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა სახის პრობლემის გადაჭრაში;
ბ) სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლის და მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილებისგაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.
გ) თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, ვალდებულია გაიგოს გაცდენის მიზეზი;
დ) პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებისაკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. ყოველი სემესტრისდასრულებისას მან უნდა გააკეთოს თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზედასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც ახასიათებს თითოეულ მოსწავლეს.
დ.ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობებისთვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში;
დ.ბ) მოსწავლის აკადემიური, ზნეობრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვისმნიშვნელოვან საკითხებს;
ე) მკაცრი კონტროლი დააწესოს საკლასო ოთახში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე;
ვ) დამრიგებელი პასუხისმგებელია მოსწავლეთა ჩაცმულობაზე;
ზ) დასვენებაზე თვალყური ადევნოს კლასს. სისტემატურად ჩაატაროს სააღმზრდელო საათები და საკლასოღონისძიებები. დროულად აცნობოს მოსწავლეებსა და მშობლებს დირექციის გადაწყვეტილებები დასკოლის სიახლეები;
თ) დამრიგებელი ვალდებულია, სკოლაში გამოცხადდეს პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრედა სკოლაში იმყოფებოდეს მანამ, ვიდრე მის სადამრიგებლო ჯგუფს არ დაუმთავრდება მეცადინეობა;
ი) დამრიგებელი ვალდებულია, ჰქონდეს ინდივიდუალური სადამრიგებლო სამუშაო გეგმა;
კ) დამრიგებელი პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებაზე, სასწავლო წლისბოლოს თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის დახასიათება-ანალიზი;
ლ) დამრიგებელი ვალდებულია, ყოველდღიურად შეამოწმოს მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრება;
მ) დამრიგებელს კატეგორიულად ეკრძალება ელექტრონულ ჟურნალში არასანქცირებული ჩანაწერის(ნიშნების გადასწორება, ჩამატება, არების დაჯამებისას მონაცემების შეცვლა) გაკეთება;
ნ) დამრიგებელი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლესთან ჩაატაროს ინდივიდუალურისააღმზრდელო ღონისძიება, ვალდებულია იყოს შუამავალი, მოსწავლესა და პედაგოგს ან მოსწავლეებსშორის წარმოშობილი პრობლემის მოგვარებისას მოსწავლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომისგამეორების შემთხვევაში დამრიგებელი ვალდებულია მოხსენებითი ბარათი წარადგინოს სკოლისდირექციის სახელზე;
ო) დამრიგებელი ვალდებულია, მინიმუმ თვეში ერთი დღე, დირექციასთან შეთანხმებით, გამოყოსმშობლებთან შეხვედრებისათვის. მშობელთან ინდივიდუალური საუბრის დროს ყოვლად დაუშვებელია დაკატეგორიულად ეკრძალება სხვა მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა თუ ყოფაქცევის შესახებ საუბარი;
პ) სასწავლო პროცესის მსვლელობისას მოსწავლის განთავისუფლების შემთხვევაში (შეუძლოდ ყოფნა ანსხვა რამ), დამრიგებელი ვალდებულია, გაეცნოს მოსწავლის მეცადინეობიდან დათხოვნის მიზეზს, რაცაუცილებლად უნდა იყოს ასახული მშობლის მიერ წერილობით წარმოდგენილ ან სიტყვიერ განცხადებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დამრიგებელს უფლება არა აქვს, თანხმობა მისცეს მოსწავლესგანთავისუფლებაზე. მოსწავლის განთავისუფლება ხდება სკოლის დირექციასთან შეთანხმებით. დამრიგებელი პირადად არის პასუხისმგებელი განთავისუფლებული მოსწავლის შემდგომ ქმედებებზე;
ჟ) სადამრიგებლო კლასიდან მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელივალდებულია, მიმღები სკოლისათვის მოამზადოს ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა დაგაკვეთილებზე დასწრების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია;
რ) დამრიგებელს ეკრძალება სადამრიგებლო კლასის უყურადღებოდ დატოვება;
ს) დამრიგებელს ეკრძალება სასწავლო პროცესის პოლიტიზირება;
ტ) დამრიგებელს, რომელიც ჯეროვნად არ შეასრულებს მოვალეობას, ჩამოერთმევა სადამრიგებლო კლასი.
მუხლი 17. საგნობრივი კათედრები
- სკოლაში იქმნება საგნობრივი კათედრები სკოლის სასწავლო გეგმიდან გამომდინარე.
- კათედრის თავმჯდომარეს კათედრის წევრები პირველსავე სხდომაზე ირჩევენ 1 წლის ვადით ღიაკენჭისყრით.
- ა)კათედრის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს და აკონტროლებს საგნობრივი კათედრის მეშვეობითსკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
ბ) ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს კათედრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს დადავალებებს.
გ) აკონტროლებს კათედრის თანამშრომელთა მიერ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას დაყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორის მოადგილეს.
დ) ადგენს შეცვლილ მასწავლებელთა განრიგს და აწვდის დირექტორის მოადგილეს.
ე) სწავლების ახლებურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ხელს უწყობს მასწავლებლებს აქტიურიმეთოდების დანერგვაში.
ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნებისშესახებ.
ზ) ზრუნავს კათედრის მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.
- კათედრის ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა) შეადგინოს კათედრის სამუშაო გეგმები.
ბ) დააზუსტოს კათედრის მასწავლებელთა პედაგოგიური დატვირთვა.
გ) რეგულარულად შეხვედეს კათედრის წევრებს.
დ) შეარჩიოს მასწავლებლებთან ერთად სახელმძღვანელოები და დასამტკიცებლად გადასცეს პედ.საბჭოს.
ე) ორგანიზება გაუწიოს საგნობრივ ტესტირებას დირექტორის მოადგილესთან ერთად.
ვ) განახორციელოს პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ღონისძიებები.
ზ) შეასრულოს სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებები.
თ) მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიურ საბჭოში სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადისშედგენა-დამუშავებაში.
ი) დირექტორთან შეაქვს წინადადებები კათედრის თანამშრომლების წახალისების ან მათთვისდისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების შესახებ.
მუხლი 18. ხარისხის მენეჯერი პასუხისმგებელია, გააცნოს და აუხსნას პედაგოგებს ყველა სიახლე; გაუწიოსკონსულტაცია დირექციას პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის დროს; აწარმოოს საგაკვეთილოპროცესის მონიტორინგი;
თვალყური ადევნოს კათედრის მუშაობას.
მუხლი 19. მშობელთა კომიტეტი
კლასებში შეიქმნას მშობელთა კომიტეტები.
დირექტორის მიერ წელიწადში ორჯერ ჩატარდეს მშობელთა საერთო კრება მათთვის საინტერესო დაპრობლემურ საკითხებზე. კლასის დამრიგებელთა მიერ სემესტრში ერთხელ ჩატარდეს კლასის მშობელთაან მშობელთა და მოსწავლეთა საერთო კრება, მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე.
მშობელთა კომიტეტებში, პედაგოგიურ საბჭოში, მშობელთა კრებებზე გადაწყვეტილებების მიღება მოხდესფარული კენჭისყრით.
სპეციალური კითხვარების საშუალებით შესწავლილი იქნეს მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესები, სურვილები და პრეტენზიები სკოლის მუშაობასთან დაკავშირებით.
მუხლი 20. მონიტორინგის ჯგუფი
- სკოლის თვითშეფასების პროცედურას ახორციელებს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშეიძლება დაკომპლექტდეს სკოლის დირექციის წევრებით დამასწავლებლებით, მოსწავლეებითა დამშობლებით. ისინი იკვლევენ დაგეგმილ სასწავლო პროცესებს, განსაზღვრავენ სკოლის საჭიროებებს დაგეგმავენ მომდევნო აქტივობებს.
- კვლევის საგანი: სასკოლო საწავლო გეგმა, პროგრამები, სკოლის/კლასის მართვა, სკოლის შიდა დაგარე საქმიანობა, სასწავლო გარემო, დისციპლინა, მოსწავლეთა ჯანმრთელობა, უსაფრთხოების დაცვა, ხელმძღვანელობის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოსწავლეთა შეფასების, სასკოლოცხოვრებაში მშობელთა მონაწილეობის საკითხები და სხვ.
- ინფორმაცია იკრიბება მოსწავლეთა წარმატებების მაჩვენებლების, პორტფოლიოების, სასკოლოდოკუმენტაციის, დაკვირვების, გამოკითხვების და სხვათა საფუძველზე.
- წერილობითი ანგარიში განიხილება პედსაბჭოზე და მშობელთა საერთო კრებაზე.
- სკოლის შიდა საქმიანობის მონიტორინგის ჯგუფს ირჩევს პედსაბჭო და ამტკიცებს დირექტორი.
მუხლი 21. სამედიცინო სამსახური
- სამედიცინო პუნქტის მიზანია მოსწავლეების, პედაგოგიური, ადმინისტრაციული და ტექნიკურიპერსონალის პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობისსისტემატური კონტროლი.
- სამედიცინო პუნქტი უზრუნველყოფს მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა უფასოკონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს გადაუდებელ დახმარებას. სკოლის დირექტორსწარუდგენს იმ მედიკამენტთა ჩამონათვალს, რომელთა შეძენაც აუცილებელია მისი შეუფერხებელიმუშაობისათვის.
- სისტემატურად აწარმოებს სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიური მდგომარეობის მონიტორინგს დაგანსაზღვრავს სათანადო ღონისძიებებს მათი ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
- საქართველოს მთავრობის დადგენილება #546, 31.08.2020 წ. მე-3 მუხლის 1 პუნქტი;
- ახალი კორონავირუსით (შAღშ-ჩოვ-2)გამოწვეული ინფექციასთან (ჩOVID-19) დაკავშირებულიზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;
- ინფექციური დაავადებების მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა. (თან ახლავს დანართი);
- სამედიცინო პუნქტის პერსონალს ნიშნავს დირექტორი.
მუხლი 22. საქმისწარმოება
საქმისწარმოებას ახორციელებს კანცელარია
- კანცელარია შედგება საქმიმსწარმოებლისაგან;
- საქმისმწარმოებელს ნიშნავს დირექტორი;
- საქმისმწარმოებელი ვალდებულია:
აწარმოოს შემოსული და გასული კორესპონდენციების აღრიცხვის ჟურნალი;
მოსწავლეთა ანბანური წიგნი;
მასწავლებელთა პირადი საქმეები;
პასუხისმგებელია სკოლის არქივისა და ოფისის დოკუმენტაციის მოვლა/შენახვაზე;
მუხლი 23. დასუფთავების სამსახური
- დასუფთავების სამსახური შედგება 2 თანამშრომლისაგან (დამლაგებლისაგან);
- დამლაგებლებს ნიშნავს დირექტორი;
- დამლაგებელი ვალდებულია უზრუნველყოს სისუფთავე სკოლის მთელ ტერიტორიაზე.
მუხლი 24. ტექნიკური სამსახური
პასუხისმგებელია:
1) სკოლის შენობა-ნაგებობათა და კუთვნილი ტერიტორიის, სასკოლო ქონების მოვლა-პატრონობაზე, სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე;
2) უზრუნველყოს სკოლის შენობაში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების დაცვა;
მუხლი 25. სკოლის ქონება
დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას საქართველოსკანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს შესაბამისი ქონება.
მუხლი 26. სკოლის ფინანსები
- სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითდადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით და სწავლის საფასურის გადახდით, რომელიცფიქსირებულია მშობლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
- სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურება ხდება სკოლის ბიუჯეტიდან.
- სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნეზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობისშესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
- სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
მუხლი 27. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა
სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო – ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი.
მუხლი 28. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სკოლის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 29. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობითდადგენილი წესით.