დამტკიცებულია:
დირექტორის მიერ ბრძ.#1-09, 08.09.2023 წ.
ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო
საშუალო სკოლა „შოვის“
შინაგანაწესი
თბილისი
2024
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მოქმედების სფერო
- სკოლაში სწავლების პირობები განისაზღვრება სკოლის შინაგანაწესით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, შრომის კოდექსის, საქართველოს კანონის ,,ზოგადი განათლების შესახებ~, სკოლის წესდებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა საფუძველზეა შემუშავებული. სკოლის შინაგანაწესი ადგენს სკოლის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის მონაწილეთა უფლებებსა და მოვალეობებს, აგრეთვე სკოლასა და მოსწავლეთა მშობლებს (ან მათ კანონიერ წარმომადგენლებს) შორის ურთიერთობათა პირობებს. შინაგანაწესის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს მოსწავლის ქცევის, მასწავლებლისა და დირექტორის ეთიკის კოდექსები.
- შინაგანაწესი ვრცელდება სკოლაში დასაქმებულ პირებზე, მოსწავლეებსა და მათ კანონიერ წარმომადგენლებზე და სავალდებულოა შესასრულებლად.
- შინაგანაწესი წარმოადგენს სკოლასა და დასაქმებულებს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
- შინაგანაწესი ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა დაინტერესებული პირისათვის.
- შინაგანაწესით განისაზღვრება:
ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, სამუშაო და დასვენების დრო;
ბ) სწავლის პროცესის მონიტორინგის ფორმები;
გ) წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა;
დ) მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის და სკოლიდან გადაყვანის პირობები;
ე) მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე;
ვ) განცხადების განხილვა;
ზ) დასკვნითი დებულებანი.
მუხლი 2. შინაგანაწესის მიზანი:
შინაგანაწესის მიზანია:
ა) სკოლის საქმიანობისთვის ხელშეწყობა, სკოლის მისიის შესრულება;
ბ) სკოლაში დასაქმებულ პირთა შრომითი და მისი თანმდევი ურთიერთობების მოწესრიგება და კონტროლი;
გ) სკოლაში დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;
დ) სამუშაო დროის რაციონალური გამოყენება;
თავი II. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა
მუხლი 3. სამუშაო კვირის ხანგრძლივობა
- სკოლაში სასწავლო წლის, არდადეგეგბის დაწყების და დამთავრების დრო განისაზღვრება სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად. სასწავლო წლის დაწყების თარიღი განისაზღვრება საქართველოს კანონის `ზოგადი განათლების შესახებ~ შესაბამისად.
- სამუშაო კვირა, ისევე როგორც სასწავლო კვირა, ხუთდღიანია. (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), დასვენება (შაბათი-კვირა). საქართველოს ორგანული კანონით `საქართველოს შრომის კოდექსით~ განსაზღვრული უქმე დღეები.
- სკოლაში სასწავლო პროცესი იწყება 09:00 საათზე.
- დასაშვებია კვირაში 6 დღიანი სწავლება. 6 დღიანი სწავლება დასაშვებია:
ა) თუ სკოლის გაუთვალისიწნებელი მიზეზების გამო გაუცდა სასწავლო დღე/დღეები.
ბ) თუ ობიექტური მიზეზების გამო სკოლა მიზანშეწონილად მიიჩნევს კვირის რომელიმე დღე განისაზღვროს დასვენების დღედ.
- სამუშაო დღის დასაწაყისი და დასასრული განისაზღვრება ინდივიდუალურად, შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად, არაუმეტეს კვირაში 40 საათისა.
- მასწავლებელი ვალდებულია, სკოლაში გამოცხადდეს გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე.
- სკოლა უფლებამოსილია შემოიღოს მორიგეობის განრიგი, რომლის დაცვა ყველა მასწავლებლისთვის სავალდებულოა.
- მოსწავლის გაკვეთილებიდან განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ სკოლის დირექტორის/დირექტორის მოადგილის, კლასის დამრიგებლის გადაწყვეტილებით, რომელიც ეფუძვნება მოსწავლის მშობლის თხოვნას ან სკოლის ექიმის რეკომენდაციას გაშვების შესახებ, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს მოსწავლის მშობლის/კანინიერ წარმომადგენელს.
- კლასის დამრიგებელი ვალდებულია Yთავისი სადამრიგებლო კლასისთვის გაკვეთილების ცხრილით განსაზღვრული გაკვეთილების დასრულებამდე იმყოფებოდეს სკოლაში.
- სკოლის დირექტორთან შეთანხმებით შესაძლოა მოეწყოს სასწავლო ექსკურსია, კლასის დამრიგებლის ინიციატივით.
- პასუხისმგებლობა ექსკურსიის ორგანიზებულ ჩატარებასა და მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე ეკისრება დამრიგებელს.
- აკრძალულია სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს გარეშე პირთა სკოლის შენობაში შესვლა. სკოლის დირექტორთან შეთანხმების გარეშე. ვიზიტი დასაშვებია სასწავლო პროცესის დასრულენის შემდეგ. მოსწავლეების მშობლების მიღების დღეებია ყოველი პარასკევი 1400 საათიდან 1700 საათამდე.
თავი III. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები
მუხლი 4. სასწავლო პროცესის მონიტორინგის ფორმები.
- სასწავლო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს სკოლის დირექტორი/ ან მის მიერ განსაზღვრული პირის ჯგუფი და კათედრის ხელმძღვანელები.
- სკოლა იყენებს სასწავლო პროცესის მონიტორინგის შემდეგ ფორმებს:
ა) მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების შემოწმება სხვადასხვა სახის ტესტებით.
ბ) ღია/სამოდელო გაკვეთილების ორგანიზება, კათედრის სხდომებზე განხილვა, სასწავლო პროექტებისა და აქტივობების განხორციელება და მასწავლებლებთან უკუკავშირი.
გ) ვიყენებთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტს `შეფასება განვითარებისათვის (IV, VI კლასებში) და მათ მიერ მოწოდებულ ანალიზს.
დ) შესაძლებელია მშობლისა და დირექციის თანხმობის შემთხვევაში მშობლისა ჩართვა სააღმზრდელო-სასწავლო პროცესის ნებისმიერ ეტაპზე.
ე) თანამშრომლების შეფასების სისტემის განხორციელება.
მუხლი 5. წინასახელშეკრულებო ურთიერთობა
- შრომითი ურთიერთობის გაფორმებამდე კანდიდატი ვალდებულია სკოლაში წარადგინოს:
ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ბ) ავტობიოგრაფია/CV;
გ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (გარდა ტექ-პერსონალისა);
დ) კვალიფიკაციის ამაღლების დამადასტურებელი დოკუმენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) საგნის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ვ) მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის შემთხვევაში);
ი) სტატუსის შესაბამისი სერტიფიკატის ასლი (არსებობის შემთხვევაში).
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, სკოლა უფლებამოსილია საჭიროების ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში კანდიდატისაგან/დასაქმებულისგან მოითხოვოს სხვა დოკუმენტების წარდგენა, შეამოწმოს მათი სისწორე ან მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც ესაჭიროება შრომითი ურთიერთობის წარმოშობისათვის გადაწყვეტილების მისაღებად.
მუხლი 6. სკოლაში პედაგოგის/თანამშრომლის მიღება და სამსახურებრივი შეთავსება
- სკოლაში პედაგოგის მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- სკოლაში მასწავლებლის ვაკანტური ადგილის (საგნის ვაკანტური საათების) არსებობის შემთხვევაში, ვაკანსია შეივსება შიდა კონკურსის საფუძველზე. შიდა კონკურსით ვაკანსიის ვერშევსების შემთხვევაში, სკოლა უფლებამოსილია, გამოაცხადოს ღია კონკურსი.
- სკოლის დირექტორი, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, უფლებამოსილია სკოლაში ვაკანტური ადგილი (საგნის ვაკანტური საათები) შეავსოს ღია კონკურსის გამოცხადების გზით.
- საკონკურსო პირობებს, კანონმდებლობის საფუძველზე, ადგენს სკოლის დირექტორი.
- განცხადება ღია კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა გამოქვეყნდეს საჯაროდ, ინტერნეტსივრცეში არსებულ დასაქმების ვებგვერდზე – (მასწავლებლის ვაკანსიის შემთხვევაში – www.pedagogi.ge/www.teacherjobs.ge-ზე), ხოლო განცხადება შიდა კონკურსის შესახებ უნდა გამოქვეყნდეს სკოლაში დასაქმებულთათვის ხელმისაწვდომ ადგილას.
- სკოლაში ძირითადი მასწავლებლისათვის დროებით შრომითი ურთიერთობის შეჩერების შემთხვევაში, სასწავლო პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია დროებით არმყოფი პირის ჩანაცვლების მიზნით, ვაკანტური ადგილი (საგნის ვაკანტური საათები) შეავსოს კონკურსის გამოცხადების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში, დროებით არმყოფი მასწავლებლის ნაცვლად მიღებულ მასწავლებელთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება დროებით არმყოფი პირის ჩანაცვლების მიზნით, ძირითადი მასწავლებლის სამსახურში გამოცხადებამდე.
- შიდა და ღია კონკურსების ეტაპებია:
ა) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
ბ) გასაუბრება;
გ) სხვა ეტაპები, რომლებსაც დაადგენს სკოლა კონკრეტული კონკურსის გამოცხადების დროს.
- საკონკურსო კომისია განიხილავს ვაკანტურ პოზიციაზე შესულ განცხადებებს და გადაარჩევს იმ კანდიდატებს, რომელთა მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეესაბამება დამსაქმებლის მიერ წაყენებულ მოთხოვნებს.
- გადარჩეული განაცხადებებიდან კანდიდატის შერჩევა ხდება გასაუბრების საშუალებით. მოწმდება პედაგოგიური, დიდაქტიკური და საგნობრივი კომპეტენცია.
- საკონკურსო კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 3 წევრისაგან. საკონკურსო კომისია შეიძლება შედგებოდეს სკოლის თანამშრომლებისაგან, ასევე, მოწვეული წევრებისაგან.
- კომისიის მუშაობის წესი განსაზღვრული უნდა იყოს სკოლის დირექტორის ბრძანებით.
- სამუშაოდ მიღებულ ყველა დასაქმებულთან ფორმდება შრომითი ხელშეკრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- სკოლაში მიღებულ დასაქმებულზე იხსნება პირადი საქმე, რომელშიც განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად ინახება წახალისების (მადლობის გამოცხადება, საპატიო სიგელი), დისციპლინური სახდელების, სახდელის მოხსნისა და გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლები, ავტობიოგრაფია/CV, პირადობის მოწმობისა და განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, სერტიფიკატების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
- თანამშრომლის მიღება (გარდა მასწავლებლისა) ხდება სკოლის ვაკანსიით დაინტერესებული პირის მიერ სკოლაში განცხადების (ზეპირი ან/და წერილობთ) წარდგენით და სკოლის სკოლის დირექტორთან გასაუბრების საფუძველზე. სკოლის დირექტორის გადაწყვეტილებით თანამშრომლის სამუშაოზე მიღება შესაძლებელია კონკურსის საფუძველზე.
- დასაქმებულს უფლება აქვს შეთავსებით ეკავოს სხვა თანამდებობა და ასრულებდეს ანაზღაურებად სამუშაოს, თუ ამ სამუშაოს შესრულება არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას.
- სხვა დამსაქმებელთან მუშაობის შემთხვევაში, დასაქმებული ვალდებულია საქმის კურსში ჩააყენოს სკოლის დირექტორი. შეთავსება დასაშვებია სკოლის დირექტორის თანხმობის საფუძველზე, რომლის დროსაც განისაზღვრება დასაქმებულის განსხვავებული სამუშაო დრო.
თავი 4. შრომითი ურთიერთობის პირობები
მუხლი 7. სამსახურში დაგვიანებით გამოცხადება და გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი.
- დასაქმებული ვალდებულია, წინასწარ გააფრთხილოს სკოლის დირექცია გამოუცხადებლობის, სამსახურში არყოფნის სავარაუდო პერიოდის თაობაზე, შესაბამისი აუცილებლობის და მიზეზების მითითებით.
დასაქმებულზე არ ვრცელდება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, თუმცა მას ხელფასიდან დაუკავდება გაცდენილი სამუშაო დროის შესაბამისი ანაზღაურება.
- საავადმყოფო ფურცლის წარმოდგენის შემთხვევაში, მას აუნაზღაურდება გაცდენილი დღეები, კანონმდებლობის შესაბამისად.
- სკოლა უზრუნველყოფს დასაქმებულთა სკოლაში გამოხცადების, წასვლის და გაცდენის კონრტროლს. გაუფრთხილებლად გაცდენისა და დაგვიანების შემთხვევაში დასაქმებულს ჩამოერთმევა ახსნა-განმარტება.
მუხლი 7. დასაქმებულთა ჩაცმულობის წესი:
- რეკომენდებულია დასაქმებული იმოსებოდეს კლასიკურად, სადად და ელეგანტურად.
- დასაქმებული უნდა გამოიყურებოდეს სოლიდურად და მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.
მუხლი 8. შრომის ანაზღაურების გაცემის დრო და წესი
სკოლის დასაქმებულებზე შრომის ანაზღაურება გაიცემა შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში. ანაზღაურების გაცემა ხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დასაქმებულის პირად საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით.
თავი 5. შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
მუხლი 9. ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
- მასწავლებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება მიეცეს ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში სულ მცირე 40 სამუშაო დღის ვადით. სკოლაში დასაქმებულ სხვა პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით.
- დასაქმებულის შვებულებით სარგებლობის უფლება წარმოიშობა მუშაობის 11 თვის შემდეგ. სკოლის სკოლის დირექტორთან შეთანხმებით დასაქმებულს შვებულება შეიძლება მიეცეს ამ ვადის გასვლამდეც.
- დასაქმებული შვებულებით სარგებლობის მოთხოვნით სკოლის დირექტორს მიმართვს წერილობითი განცხადებით. შვებულება ფორმდება სკოლის დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
- დასაქმებული ვალდებულია შვებულების დასრულებისთანავე დაუბრუნდეს სამუშაო ადგილს.
- ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დროს დროებითი შრომისუუნარობის დაწყების შემთხვევაში, დროებით შრომისუუნარობის გამო ანაზღაურება გაიცემა დროებით შრომისუუნარობის მთელ პერიოდზე. ამ შემთხვევაში შვებულების დღეები გადაიწევს საავადმყოფო ფურცელში მითითებული დღეების რაოდენობით.
- მხარეთა შეთანხმებით შეიძლება შვებულების ნაწილ-ნაწილ გამოყენება.
- შვებულებაში არ ითვლება დროებითი შრომისუუნარობის პერიოდი, შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება ახალშობილის შვილად აყვანის გამო და დამატებითი შვებულება ბავშვის მოვლის გამო.
მუხლი 10. საშვებულებო ანაზღაურება
დასაქმებულის საშვებულებო ანაზღაურება განისაზღვრება შვებულების წინა 3 თვის საშუალო ანაზღაურებიდან, თუ მუშაობის დაწყებიდან ან უკანასკნელის შვებულების შემდეგ ნამუშევარი დრო 3 თვეზე ნაკლებია – ნამუშევარი თვეების საშუალო ანაზღაურებიდან, ხოლო ყოველთვიური ფიქსირებული ანაზღაურების შემთხვევაში – ბოლო თვის ანაზღაურების მიხედვით.
მუხლი 11. ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და მიცემის წესი
- დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით.
- ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო.
მუხლი 12. შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო.
- დასაქმებულს თავისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო – 730 კალენდარული დღის ოდენობით.
- ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში -200 კალენდარული დღე.
- ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შვებულება დასაქმებულს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია გადაანაწილოს ორსულობისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
მუხლი 13. შრომითი ურთიერთობის შეჩერების გაფორმება.
- საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 36-ე მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერებული შრომითი ურთიერთობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
- შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სკოლას შეუძლია სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება.
თავი 6. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა/საბოლოო ანგარიშსწორება
მუხლი 14. დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა.
- სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:
ა) ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
ბ) შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;
გ) შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
დ) დასაქმებულის მიერ სამუშაოს საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე დატოვება;
ე) მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
ვ) დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
ზ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
თ) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
ი) დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო 1 (ერთი) კალენდარული წლის განმავლობაში უკვე გამოყენებულ იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა;
კ) ხანგრძლივი შრომისუუნარობა – თუკი შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 40 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 60 კალენდარულ დღეს, ამასთანავე, დასაქმებულს გამოყენებული აქვს საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 21-ე მუხლით გათვალისწინებული შვებულება;
ნ) მასწავლებლის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
- შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა.
თავი 7. წახალისების ფორმები და დისციპლინური პასუხისმგებლობა
მუხლი 15. წახალისების ფორმები.
- მოტივაციის ამაღლების მიზნით, მოპოვებული წარმატებისათვის ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის სკოლა უფლებამოსილია დასაქმებულთა მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) სიგელით დაჯილდოვება;
გ) ერთჯერადი ფულადი პრემიის გაცემა;
მუხლი 9. წახალისების გამოყენების წესი
- წახალისების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი;
- წახალისების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებლივი აქტით და ინახება დასაქმებულის პირად საქმეში.
მუხლი 10. დისციპლინური დევნა.
- დისციპლინური დევნა არის სკოლის მიერ ჩატარებული ღონისძიებათა ერთობლიობა. რომელთა მიზანია მოსწავლის ან დასაქმებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის გამოვლენა.
- სასკოლო დისციპლინა დაცული უნდა იქნეს იმ მეთოდების მეშვეობით, რომლებიც ეფუძნება მოსწავლისა და მასწავლებლის თავისუფლებისა და ღირსების პატივისცემას.
- სკოლის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები, დისციპლინური დევნა და სახდელი უნდა იყოს გონივრული და თანაზომადი.
- დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანწესით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით.
- დისციპლინური დევნისას სკოლა ვალდებულია, განუმარტოს მოსწავლეს ან დასაქმებულს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
- დაუშვებელია სასტიკი ან ისეთი დისციპლინური სახდელის გამოყენება, რომელიც ლახავს პირის პატივსა და ღირსებას.
- დაუშვებელია სკოლის მიერ დისციპლინური სახდელის დაკისრება იმ ქმედებისთვის, რომელიც დასაქმებულმა ან მოსწავლემ ჩაიდინა სასკოლო დროისაგან თავისუფალ დროს ან სკოლის ტერიტორიის გარეთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სკოლას აქვს დასაბუთებული ინტერესი.
- დისციპლინური სახდელის დაკისრებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის შინაარსი, სიმძიმის ხარისხის შედეგი, რომელიც მიზეზობრივად უკავშირდება ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომას.
მუხლი 16. დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომა
- დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის დასაქმებულს ეკისრება დისციპლინური სახდელი.
- დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომაა:
ა) დასაქმებულის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა, სკოლის შინაგანაწესის ან/და სკოლის წესდების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება;
გ) დასაქმებულის, მოსწავლის ან სკოლის დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევა.
დ) დასაქმებულის ქმედება, რომელიც ლახავს სკოლის ავტორიტეტს;
ე) მასწავლებლის მიერ მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის დარღვევა.
ვ) მოსწავლის ფიზიკური ან სიტყვიერი შეურაცხყოფა, ან/და მასზე ემოციური და ფსიქოლოგიური ზეწოლის წარმოება;
ზ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევა;
თ) კონფიდენციალობის პრინციპის დარღვევა;
ი) სკოლის ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან სხვა ტოქსიკური საშუალებების მიღება;
კ) სამსახურში გამოცხადება არაფხიზელ მდგომარეობაში, ასევე ნარკოტიკული ან ტოქსიკური საშუალებების ზემოქმედების ქვეშ;
ლ) სკოლისათვის შეგნებულად ან დაუდევრობით მატერიალური/ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
მ) სკოლის ტექნიკისა და აღჭურვილობის, კომპიეტურული ქსელების, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონების, ბლანკებისა და დოკუმენტების უნებართვოდ ან არასათანადოდ გამოყენება;
ნ) სკოლის ტერიტორიაზე ან სასკოლო დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა;
ო) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარება
პ) ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც მოჰყვება უარყოფითი შედეგი;
ჟ) სკოლის ქონების განზრახ დაზიანება;
რ) დირექციის წევრი სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა;
ს) სკოლის რეპუტაციის ან ფინანსური ინტერესის შემლახველი ქმედება;
ტ) სამსახურში დაგვიანება, დაუსაბუთებლად და გაუფრთხილებლად სამუშაოს გაცდენა ან სამუშაო დროის განმავლობაში დატოვება;
უ) დასაქმებულისYშეუფერებელი სხვა საქმიანობა.
მუხლი 17. დისციპლინური სახდელები
- დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, დასაქმებულის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) საყვედური;
დ) სასტიკი საყვედური;
ე) სამსახურიდან გათავისუფლება.
- დისციპლინური სახდელის სახით შენიშვნა გამოიყენება:
ა. დაგვიანების შემთხვევაში;
ბ. სკოლის ტექნიკის უნებართვოდ გამოყენებისას.
- დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილება შეიძლება განხორციელდეს:
ა) შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დასაქმებულის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (შენიშვნა) რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით გაფრთხილების გამოყენება.
ბ) გაკვეთილის გაუფრთხილებლად გაცდენისას;
გ) სკოლის დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევისას;
დ) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარებისას;
ე) სკოლის ტექნიკის არასათანადოდ გამოყენებისას.
- დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური გამოყენება:
ა) შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ დასაქმებულის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა (გაფრთხილება), ან შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის სისტემატურად ჩადენისას, რის გამოც მიზანშეწონილია მის მიმართ დისციპლინური სახდელის სახით საყვედურის გამოყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე;
ბ) ხუთი და მეტი დაგვიანებისას, ან ორზე მეტი გაკვეთილის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის.
გ) მასწავლებლის ეთიკის ნორმების დარღვევისათვის:
დ) განმეორებითი შემთხვევა სკოლის დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა;
ე) სკოლის ტერიტორიაზე თამბაქოს მოხმარების გამნეორებითი შემთხვევა
- დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედურის გამოცხადება.
ა) დასაქმებულის მიმართ შინაგანაწესით გათვალისწინებული გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა საყვედური ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე:
ბ) მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლისათვის;
გ) მოსწავლის /სკოლაში დასაქმებულის/ მოსწავლის მშობლის სიტყვიერი შეურაცხყოფისათვის;
დ) გაკვეთილის შეგნებული ჩაშლისათვის;
ე) გაკვეთილის სისტემატური გაცდენისათვის;
ვ) უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევისათვის;
ზ) მოსწავლის პირად ცხოვრებაში ჩარევისას;
თ) სკოლის დოკუმენტაციის წარმოების სამი და მეტი შემთვევისათვის.
- დისციპლინური სახდელის სახით სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომებმა შედეგი არ გამოიღო და დასაქმებულის ჩადენილი გადაცდომის ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე მიზანშეწონილია მისი გათავისუფლება ან პირდაპირ, დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომების გამოყენების გარეშე.
Aა) მოსწავლის/დირექციის წევრის/ სკოლაში დასაქმებულის/ მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/ სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფისათვის.
ბ)სკოლისათვის მიყენებული მატერიალური ზარალის მიყენებისთვის;
გ)სამსახურში არაფხიზელ მდგომარეობაში ასევე ნარკოტიკული საშუალებების ქვეშ ყოფნის შემთხვევაში.
- დისციპლინური სახდელის დადებამდე დასაქმებულს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება. Aახსნა-განმარტების არარსებობის შემთხვევაში შედგენილ უნდა იქნეს აქტი, რომელიც ხელმოწერილი იქნება დამსწრე პირთა მიერ.
მუხლი 18. დასაქმებულთა დისციპლინური გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოები და დისციპლინური წარმოების დაწყება.
- დასაქმებულთა (გარდა მასწავლებლების) დისციპლინურ გადაცდომებს განიხილავს სკოლის დირექტორი ან დისციპლინური კომიტეტი.
- მასწავლებელთა გადაცდომების განხილვაზე უფლებამოსილი ორგანოა დისციპლინური კომიტეტი.
- დისციპლური წარმოების დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) მოსწავლის, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის, სკოლაში დასაქმებული პირის, აგრეთვე, იმ პირის წერილობითი მიმართვა ან ინფორმაცია, რომლის სამსახურებრივ მოვალეობასაც წარმოადგენს სკოლაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ბ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის აღმოჩენა ან სხვა გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს, რომ ადგილი აქვს დასაქმებულის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტს, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია დასაქმებულის მიერ ისეთი ქმედების ჩადენის შესახებ, რომელიც შეიძლება დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვალოს.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის მე-3 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირების წერილობითი მიმართვიდან ან ამ მუხლის მე-3 პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების გამოვლენიდან 5 დღის ვადაში სკოლის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას დასაქმებული (გარდა მასწავლებლის) დისციპლინური წარმოების პირადად, დამოუკიდებლად განხორციელების შესახებ ან იმავე ვადაში დისციპლინური წარმოების დაწყების თაობაზე წერილობით მიმართავს დისციპლინურ კომიტეტს.
- მასწავლებელთა დისციპლინური წარმოების დაწყების მიზნით დისციპლინურ კომიტეტს წერილობით მიმართავენ ამ მუხლის მე-3 პუნქტის `ა~ ქვეპუნქტით გათვალისიწინებულ შემთხვევებში ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტის `ბ~ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სკოლის დირექტორი.
- დასაქმებულის მიმართ დისციპლინური წარმოება შეიძლება დაიწყოს დისციპლინური გადაცდომის ჩადენიდან ან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტის გამოვლენიდან არაუგვიანეს 3 წლისა.
მუხლი 19. საქმის გარემოებათა გამოკვლევა
- სკოლის დირექტორი/დისციპლინური კომიტეტი ვალდებულია დისციპლინური წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის ყველა გარემოება და დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
- დაინტერესებული მხარე ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით ითანამშრომლოს სკოლის დირექტორთან/დისციპლინურ კომიტეტთან დისციპლინური წარმოებისას.
- საქმის გარემოებებიდან გამომდინარე სკოლის დირექორი/დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) გამოითხოვოს დოკუმენტები;
ბ) შეაგროვოს ცნობები;
გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;
დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი;
ე) დანიშნოს ექსპერტიზა;
ვ) გამოიყენოს აუცილებლად დოკუმენტები და აქტები;
ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს;
- დასაქმებულს უფლება აქვს დისციპლინური დევნისას ისარგებლოს დუმილის უფლებით. დუმილის უფლება არ ათავისუფლებს მას დისციპლინური პასუხისმგებლობისაგან.
- დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.
- შუამდგომლობასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორი/დისციპლინური კომიტეტი 2 დღის ვადაში იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
- დისციპლინური წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაეცნოს დისციპლინური წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალისა, რომელიც შეიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საიდუმლო ინფორმაციას.
- დისიპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს დისციპლინურ წარმოებაში არსებული დოკუმენტებისა და სხვა მასალების ასლები. დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საიდუმლი ინფორმაციის შემცველი საქმის მასალების ასლები გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 20. დისციპლინური კომიტეტის სხდომის მიმდინარეობის წესი
- დისციპლინური კომიტეტის სხდომას ხსნის და დახურულად აცხადებს დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული (არჩეული) სხდომის თავმჯდომარე.
- სხდომის თავმჯდომარეს სხდომა მიჰყავს დღის წესრიგის შესაბამისად.
- დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე მოწვეული უნდა იქნეს მისი ყველა წევრი.
- დისციპლინური კომიტეტი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრევა წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
მუხლი 21. დისციპლინური წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობა/აცილება
- დისციპლინურ წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს დისციპლინური კომიტეტის ის წევრი, რომელიც:
ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ)საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) იყო ექსპერტი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით;
ე) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია.
- ამ წესის მიზნებისათვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
- დისციპლინური კომიტეტის წევრი ვალდებულია დისიპლინური კომიტეტის თავმჯდომარეს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოებისა და თვითაცილების შესახებ.
- დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს, რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს დისციპლინური კომიტეტის წევრის აცილების საფუძველი, უფლება აქვს, წერილობით განუცხადოს მას აცილება.
- აცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.
- დისციპლინური კომიტეტის წევრის აცილების საკითხს წყვეტს დისციპლინური კომიტეტი. ამ წევრის მონაწილეობის გარეშე.
- დისციპლინურ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე ვალდებულია, აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს დისციპლინური წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღის განმავლობაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.
მუხლი 22. დისციპლინური კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღება.
- დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი;
- დისციპლინური კომიტეტი გადაწყვეტილებას დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს მიმართვის წარდგენიდან 3 კვირის ვადაში.
- დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმით.
- დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმი აისახება: დისციპლინური კომიტეტის დასახელება დისციპლინური კომიტეტის სხდომის ადგილი, თარიღი, მისი დაწყების დრო, განხილვის საგანი სხდომის მიმდინარეობა, დისციპლინური კომიტეტის შემადგენლობა, დამსწრეთა ვინაობა, მათი პოზიციები, მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი არგუმენტაცია, მათ მიერ დაყენებული შუამდგომლობების არსი და მათი განხილვის შედეგები, სხდომაზე მიწვეულ პირთა ვინაობა და მათ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები, კენჭისყრის შედეგები, დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შინაარსი, სხდომის დამთავრების დრო.
- დისციპლინური კომიტეტის სხდომის ოქმს ხელს აწერენ დისციპლინური კომიტეტის სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.
- დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ დისციპლინური კომიტეტის ოქმი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით, ოქმის შედგენიდან 3 დღის ვადაში ეგზავნება სკოლის დირექტორს.
მუხლი 23. დისციპლიური სახდელის დაკისრება/დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე უარის თქმა
- დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრება ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და შევა დასაქმებულის პირად საქმეში.
- სკოლის დირექტორი დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტს 3 კვირის ვადაში.
- დისციპლინური კომიტეტის მიერ დისციპლინური გადაცდომის წარმოებისას, ამ შინაგანაწესის მე-17-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისიწინებული ოქმის საფუძველზე, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია:
ა) გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით, ოქმის მიღებიდან არაუმეტეს 4 დღის ვადაში.
ბ) არ გაიზიაროს დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით და ოქმის მიღებიდან არაუმეტეს 4 დღის ვადაში დისციპლინურ კომიტეტსა და დაინტერესებულ პირს წერილობითი ფორმით დაუსაბუთოს უარი მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე.
- მასწავლებლისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით სკოლის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლივი აქტის გამოცემის შემთხვევაში, სკოლის დირექტორი ვალდებულია წერილობითი ფორმით განუმარტოს მასწავლებელს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის არსი.
- დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით დირექორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებლრივი აქტის გამოცემამდე სკოლის დირექტორი ვალდებულია, მისცეს დაინტერესებულ პირს უარმყოფელ გარემოებათა შესახებ საკუთარი აზრის წარდგენის შესაძლებლობა, თუ:
ა) უარი ეფუძნება ინფორმაციას დაინტერესებული პირის შესახებ;
ბ) ინფორმაცია, რომელსაც ეფუძნება უარი, განსხვავდება დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი ინფორმაციისაგან.
- ამ მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა არ გამოიყენება, თუ დაინტერესებულ პირს უკვე წარდგენილი აქვს საკუთარი მოსაზრება აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით, აგრეთვე გადაუდებელ შემთხვევებში, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებბრივი აქტის გამოცემის დაყოვნებამ შეიძლება არსებითი ზიანი მიაყენოს საჯარო ინტერესს. ასეთ შემთხვევაში სკოლის დირექტორი ვალდებულია, მიუთითოს, თუ რა გადაუდებელი გარემოება არსებობს.
მუხლი 24. გასაჩივრება
- სკოლის დირექტორის მიერ დასაქმებულისთვის დისციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა საჩივრდება სააპელაციო კომიტეტში.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრება არ იწვევს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული აქტის მოქმედების შეჩერებას.
- სააპელაციო კომიტეტი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისიწინებული საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინიატრაციული კოდექსის XIII თავით ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების ნორმებით.
მუხლი 25. დისციპლინური წარმოების სპეციალური წესი
- იმ შემთხვევაში, თუ დისციპლინური კომიტეტი ამ შინაგანაწესით დადგენილი წესით მოწვეულ იქნება ორჯერ და არ შედგება ფორუმი Aშინაგანაწესის მე-15-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია, განიხილოს დასაქმებულის დისციპლინური გადაცდომის საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმებულისთვის დისიციპლინური სახდელის დაკისრებასთან დაკავშირებით.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის გარემოებათა გამოკვლევისას სკოლის დირექტორი ხელმძღვანელობს ამ შინაგანაწესის მე-14 მუხლით დადგენილი წესით.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სკოლის დირექტორი გადაწყვეტილებას დასაქმებულისათვის დისციპლინური სახდელის დაკისრებაზე ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ იღებს მიმართვის წარდგენიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.
- სკოლის დირექტორის მიერ მიღებული ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ შინაგანაწესის მე-19-ე მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 26. დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა და მოქმედების ვადა
- დასაქმებულის დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაა 1 წელი.
- დისციპლინური სახდელი შეიძლება ვადაზე ადრე იქნას მოხსნილი, თუ დასაქმებულმა არ ჩაიდინა ახალი გადაცდომა და თავი გამოიჩინა როგორც კეთილსინდისიერმა თანამშრომელმა.
- დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნა ფორმდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით და შეიტანება დასაქმებულის პირად საქმეში.
- დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ ან დისციპლინური სახდელის ვადაზე ადრე მოხსნის შემთხვევაში ჩაითვლება, რომ დასაქმებულს არ ჰქონია დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
- დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში დასაქმებულის მიმართ არ გამოიყენება წახალისების ფორმები. გამონაკლისი შეიძლება დადგინდეს სკოლის დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
თავი 8. მოსწავლეების დისციპლინური წარმოების თავისებურებანი
მუხლი 27. მოსწავლეთა დისციპლინური დევნის თავისებურებანი.
მოსწავლეთა დისციპლინური წარმოებისას გამოიყენება ამ შინაგანწესის მე-4 თავით დადგენილი წესები ამ თავით გათვალისწინებული თავისებურებების გათვალისწინებით.
მუხლი 28. მოსწავლის დისციპლინური გადაცდომა/დისციპლინური სახდელი
- მოსწავლის დისციპლინურ გადაცდომად ითვლება:
ა) სკოლის არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
ბ) დაგვიანება;
გ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
დ) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
ე) მოსწავლის/დირექციის წევრის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა;
ვ) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;
ზ) მობილური ტელეფონით სარგებლობა, რამაც Aშეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
თ) მოსწავლის მიერ შინაგანაწესის 23-ე მუხლის დარღვევა;
ი) მოსწავლის გამოცხადება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
* თამბაქოს ნაწარმი;
* ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას იარაღად;
* სანთებელი ან ასანთი;
* ალკოჰოლური საშუალებები;
* ტექნიკური საშუალებები, რომლებმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სასწავლო პროცესს;
* ძვირადღირებული ნივთები, დიდი ოდენობით ფული;
* აზარტული თამაშის საშუალებები;
* უხამსობის ამსახველი ნივთები;
* ნარკოტიკული საშუალებები;
* ასაფეთქებელი და მომწამვლავი ნივთიერებები;
* ფსიქოტროპული საშუალებები, ექიმის ნებართვის გარეშე;
კ) მოსწავლეთა ქცევის კოდექსის სხვაგვარი დარღვევა;
ლ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა;
მ) მოსწავლის დისკრიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;
ნ) კონფიდენციალობის დარღვევა;
ო) სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება/დაზიანება;
პ) ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა;
ჟ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;
რ) სკოლის უსაფრთხოების წესების დარღვევა;
- დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსწავლის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) გაკვეთილიდან გაძევება;
ე) სკოლიდან დროებით დათხოვნა;
ვ) სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობის დაკისრება;
ზ) მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა;
მუხლი 29. მოსწავლეთა მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში,
მოსწავლეზე დაკისრებული პასუხისმგებლობები:
- შენიშვნა შესაძლოა გამოყენებულ იქნას შემდეგ შემთხვევბში:
ა) დაგვიანება;
ბ) სხვისი ნივთის უნებართვოდ აღება;
გ) მოსწავლის გამოცხადება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
- ძვირადღირებული ნივთები, დიდი ოდენობით ფული;
- თამბაქოს ნაწარმი/ ელექტრონული სიგარეტი;
- სანთებელა ან ასანთი;
- აზარტული თამაშის საშუალებები:
- დისციპლინური სახდელის სახით საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნას, თუ მოსწავლის მიმართ გამოყენებულია წინა ზომა-შენიშვნა. საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნას, შემდეგი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას:
ა) გაკვეთილის თვითნებურად მიტოვება;
ბ) გაკვეთილის ჩაშლა ან ჩაშლის მცდელობა;
გ) სკოლის ქონების, შენობის შეგნებული დაზიანება;
დ) მოსწავლის სიტყვიერი შეურაცხყოფა;
ე) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:
* სანთებელა ან ასანთი;
* აზარტული თამაშის საშუალებები;
* ძვირადღირებული ნივთები ან დიდი ოდენობის ფული;
* თამბაქოს ნაწარმი/ ელექტრონული სიგარეტი;
* ალკოფოლური საშუალებები:
- დისციპლინური სახდელის სახით მკაცრი საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნას თუ მოსწავლის მიმართ გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა. მკაცრი საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი გადაცდომის ჩადენისას:
ა) მოსწავლის დისკრნიმინაცია ნებისმიერი ნიშნის მიხედვით;
ბ) კონფიდენციალობის დარღვევა;
გ) სკოლის დოკუმენტაციის ხელყოფა;
დ) მოსწავლისთვის შეუფერებელი სხვა ქმედების ჩადენა;
ე) სხვისი ნივთების დაკარგვა ან დაზიანება;
ვ) სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლის მიერ ალკოჰოლური საშუალებების გამოყენება.
- დისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნას შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მოსწავლის მიმართ გამოყენებულია წინა ზომა.
Dდისციპლინური სახდელის სახით სასტიკი საყვედური შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას:
ა) ბულინგის ან კიბერბულინგის ჩადენა;
ბ) მოსწავლის/ დირექციის წევრის/ სკოლაში დასაქმებულის/ მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/ სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა.
გ) Mმოსწავლის გამოცხადება სკოლაში შემდეგი ნივთებით:
- Yყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად.
- ნივთის უნებართვოდ აღება, ფულის შეგროვება, სხვა მოსწავლისათვის იძულებით წართმევა.
- Dდისციპლინური სახდელის სახით სკოლიდან დროებით დათხოვნა (5-10 სასწავლო დღემდე).
სკოლის დირექტორის მიერ შეიძლება გამოყენებულ იქნას:
მოსწავლის მიერ შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას, თუ მის მიმართ გამოყებეულია დისციპლინური პასუხისმგებლობის წინა ზომა ან წინა ზომების გამოყენების გარეშე:
ა) მოსწავლის/სკოლაში დასაქმებულის/მოსწავლის მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის/ სკოლის ტერიტორიაზე შემოსული გარეშე პირის ფიზიკური შეურაცხყოფა.
ბ) მოსწავლის გამოცხადება შემდეგი ნივთებით:
- ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერებები;
- ნარკოტიკული საშუალებები;
გ) ყველანაირი სახის იარაღი ან ბასრი ნივთები, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას იარაღად.
- შინაგანაწესის ამ მუხლის პირველი მეხუთე პუნქტით დადგენილი წესის გაუთვალიწინებლად მოსწავლეს შეიძლება დაეკისროს დისციპლინური სახდელის სახით სკოლისათვის სასარგებლო საქმიანობა. თუ სკოლა მიიჩნევს, რომ სასარგებლო საქმიანობის დაკისრებით შესაძლებელია მოსწავლის დისციპლინის გაუმჯობესება და დისციპლინური გადაცდომის პრევენცია.
- დისციპლინური სახდელის სახით საშუალო საფეხურზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა. თუ მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის წინა ზომა არსებით ზიანს აყენებს სკოლის ინტერესებს და ჩადენილია განზრახ.
- შინაგანაწესის ამ მუხლის პირველი ხუთი პუნქტით დადგენილი წესის გაუთვალისწინებლად. Mმოსწავლეს შეიძლება დაეკისროს შინაგანწესის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ერთ-ერთი კონკრეტული შემთხვევის, მოსწავლისა და სკოლის ინტერესებიდან გამომდინარე.
მუხლი 30. მოსწავლის პირადი გასინჯვა
- პირადი გასინჯვა – მოქმედება, რომლის მიზანია დისციპლური გადაცდომის იარაღის, იმ საგნის, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის კვალი ატყვია, დისციპლინური გადაცდომით მოპოვებული ნივთის და ფასეულობის, აგრეთვე იმ საგნის და დოკუმენტის, რომლებიც საჭიროა დისციპლინური გადაცდომის გარემოებათა გასარკვევად, აღმოჩენა და ამოღება სკოლაში სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ ან სკოლის დირექტორის ან სკოლის დირექციის წარმომადგენლის ნებართვით ან ზედამხედველობით.
- მოსწავლის პირადი გასინჯვა შეუძლია მხოლოდ სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრულ საამისოდ უფლებამოსილ პირს – კლასის დამრიგებელს;
- დაუშვებელია მოსწავლეთა კოლექტიური პირადი გასინჯვა;
- პირად გასინჯვას წინ უნდა უსწრებდეს სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის გაფრთხილება პირადი გასინჯვის შესახებ.
- დაუშვებელია მოსწავლის პირადი გასინჯვა, გარდა იმ შემთვევისა, როდესაც მტკიცებულებები მიუთითებს კონკრეტულ პირზე და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირადი გასინჯვის შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანწესით გათვალისწინებული გადაცდომა.
თავი 9. მატერიალური პასუხისმგებლობა
მუხლი 31. დასაქმებულთა და მოსწავლეთა მატერიალური პასუხისმგებლობა
- სკოლაში დასაქმებულები და მოსწავლეები პასუხისმგებელი არიან სკოლის ქონების სათანადო გამოყენებასა და დაცვაზე.
- დასქამებულები და მოსწავლეები ვალდებული არიან:
ა) ქონება გამოიყენონ მხოლოდ დანიშნულებით;
ბ) ქონების ნებისმიერი სახის გადაადგილების, დაზიანების, განადგურებისა და დაკარგვის შესახებ აცნობონ სკოლის დირექტორს;
- დასაქმებულები და მოსწავლეები ვალდებული არიან აანაზღაურონ სკოლისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესით.
თავი 10. კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაცია და ჩარიცხული მოსწავლეების შესახებ მონაცემების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო
სისტემაში ასახვა:
- კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – კერძო სკოლა) პირველ კლასში მოსწავლეთა რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. 2. კერძო სკოლა, დირექტორის აქტით განსაზღვრავს მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და მათი წარდგენის ვადას.
- კერძო სკოლა ვალდებულია, პირველ კლასში ჩარიცხული მოსწავლის/მოსწავლეების ჩარიცხვის შესახებ გამოცემული შესაბამისი აქტი/აქტები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში სასწავლო წლის დაწყებამდე.
- ობიექტური გარემოების არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია გასცეს თანხმობა კერძო სკოლის პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვისთაობაზე,ამ მუხლის პირველიპუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ.
- ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, კერძო სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება პირველ კლასში მოსწავლის ჩარიცხვის თაობაზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, ხოლო ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ჩარიცხვის შესახებ აქტი ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
- ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი უფლებამოსილია გააუქმოს რეგისტრაცია მართვის სისტემის მიერ რეგისტრაციისას მინიჭებულიუნიკალური კოდის გამოყენებითდა ამავე ვადაში განახორციელოს ხელახალი რეგისტრაცია.
თავი 11. სკოლაში (გარდა პირველი კლასისა) მოსწავლეთა ჩარიცხვა
- სკოლაში დაწყებითი (გარდა პირველი კლასისა), საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილის შესაბამისად, მოსწავლეთა ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სკოლის დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე.
- სკოლა ვალდებულია, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში, ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემები და ამ მოსწავლის/მოსწავლეების ჩარიცხვის თაობაზე შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი/აქტები ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
თავი 12. მოსწავლის სტატუსის შეჩერება
- სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ: ა) მოსწავლე 90 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში და არ იღებს შეფასებას;
ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;
გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, არ აქვს კანონმდებლობით დადგენილიწესით მოპოვებული დაფინანსება და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით.
- ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში,სკოლის დირექტორი გამოსცემსინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მოსწავლის სტატუსის შეჩერების თაობაზე.
- სკოლა ვალდებულია, მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ორი სამუშაო დღის ვადაში აცნობოს მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აქტი და ინფორმაცია მოსწავლის სტატუსის შეჩერების შესახებ ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში.
- მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემთხვევაში, მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი მიმართვის საუძველზე, მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს გადაეცემა მოსწავლის პირად საქმეში არსებული მოსწავლის დაბადების მოწმობის დედანი (არსებობის შემთხვევაში) მოსწავლის სტატუსის შეჩერების პერიოდით, ხოლო პირად საქმეში რჩება მოსწავლის დაბადების მოწმობის ნოტარიალურად დამოწმებული ასლი.
თავი 13. მოსწავლის შეჩერებული სტატუსის აღდგენა
- მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს იმ სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს. 2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
- მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.
- იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერსაქართველოს მოქმედიკანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.
- მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით.
- მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
თავი 14. პასუხისმგებლობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების სისწორეზე.
ამ წესში მითითებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების სისწორეზე და მონაცემების დროულადასახვაზე პასუხისმგებელიაშესაბამისისკოლის დირექტორი.
თავი 15. მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე
მუხლი 32. მოსწავლის ჩაცმულობის წესი და გარეგნული სახე
- მოსწავლე უნდა იმოსებოდეს სადად, ასაკთან შესაფერისად. დაუშვებელია, გამომწვევი, ვულგარული, ავანგარდული ან/და ექსენტრიკული ჩაცმულობა.
- დაუშვებელია იმგვარი სამოსელის ტარება, რომელზეც წერია შეურაცხმყოფელი გამონათქვამი, გამოსახულია სურათი ან/და კარიკატურა.
- მოსწავლისათვის აკრძალულია მოკლე შარვლის და მოკლე კაბის ტარება, დახეული ჯინსი.
- მოსწავლე მუდმივად უნდა იყოს მოწესრიგებული.
- მოსწავლისათვის აკრძალულია სკოლაში გამოცხადება შეღებილი თმით, `მაკიაჟით~ და დიდი, ძვირფასი სამკაულებით.
თავი 16. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასთან დაკავშირებული ზოგადი ინსტრუქციები
მუხლი 33. სკოლაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ზოგადი ინსტრუქციები:
- სკოლა სარგებლობს და ვალდებულია დაიცვას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის #06/ნ ბრძანების 1-ლი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“.
- უსაფრთხოების წესების შესაბამისად სკოლაში იქმნება მრჩეველთა საბჭო. სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის სფეროში უსაფრთხოებაზე უფლებამოსილ პირსა და სკოლის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედების უზრუნველყოფის მიზნით.
- მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) სკოლის დირექტორი – მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) სკოლის დირექტორი მოადგილე;
გ) უკონტაქტო ზედაპირულ დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი (მოადგილე).
- სკოლაში უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფის მექანიზმებია:
ა) დაცვის თანამშრომელი, ვიდეოკამერები შიდა და გარე პერიმეტრზე;
ბ) თვალსაჩინო ადგილზე განთავსებული ხანძარსაწინააღმდეგო ინვენტარი;
გ) ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილზე გამოკრული ევაკუაციის გეგმა;
დ) „112“-ის გამოძახება უსაფრთხოების წესებით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) პედაგოგთა მორიგეობის ცხრილი.
თავი 17. განცხადების/საჩივრის განხილვა
მუხლი 34. განცხადების/საჩივრის განხილვის წესი
- სკოლაში შემოსული განცხადება/საჩივარი, რომელიც შედგენილია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.
- სკოლაში შემოსულ განცხადებაზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციაში უნდა გატარდეს დადგენილი წესით.
- სკოლაში შემოსულ საჩივარზე სკოლის დირექცია რეაგირებას ახდენს საქართველოს განათლებისა და მეცნირების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის `ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ~ #448 ბრძანების შესაბამისად.
- მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს უფლება აქვთ, თავიანთი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივრონ მასწავლებლის და სკოლის უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები, აგრეთვე მიიღონ მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება.
თავი 18. მოსწავლის წახალისების ღონისძიებები
მუხლი 35. მოსწავლის მიმართ წახალისების ღონისძიებების გამოყენების წესი
- სასწავლო წლის ან საფეხურის წარმატებით დასრულებისთვის (ქულები 9,5-დან 10-ის ჩათვლით), სასწავლო პროცესში გამოჩენილი გულმოდგინების, სასკოლო ოლიმპიადებში მიღწეული წარმატებისათვის და/ან საგანმანათლებლო პროცესში/სასკოლო ცხოვრებაში განსაკუთრებულად თავის გამოჩენისათვის სკოლა უფლებამოსილია, მოსწავლის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) სკოლის დირექტორის მიერ ბრძანებით მადლობის გამოცხადება;
ბ) საპატიო სიგელით დაჯილდოება;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
- მოსწავლის წახალისების შესახებ სკოლის დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ფორმდება დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.
თავი 19. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 36. შინაგანაწესში ცვლილებების შეტანა:
- შინაგანაწესს სკოლის დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო;
- შინაგანაწესის მოთხოვნათა შესრულება სვალდებულოა მოსწავლეებისათვის, სკოლაში დასაქმებული და სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი პირისათვის.
- შინაგანაწესის გაუქმება ან მასში ცვლილებების შეტანა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- დასაქმებული ვალდებულია გაეცნოს შინაგანაწესს.
- შინაგანაწესში შესატანი ცვლილებები განსახილველად და დასამტკიცებლად წარედგინება პედაგოგიურ საბჭოს.