logo_shovlogo_show2

მწვანე ბავშვები

პროექტის  სახელი  „მწვანე  ბავშვები“

პროექტში  მონაწილე  მხარეები:

ა) ქ. თბილისის შპს არასახელმწიფო საერო  საუნივერსიტეტო  საშუალო  სკოლა  „შოვის“ X კლასის

მოსწავლეები (პროექტის  ხელმძღვანელი);

ბ) საქართველოს  დაცული  ტერიტორიების  სააგენტო  (თანახელმძღვანელი);

გ) თბილისის  „SOS”  ბავშვთა  სოფელი (პროექტის  ობიექტი);

დ) საქართველოს  კერძო  კომპანიები (პროექტის  პარტნიორები  და  სპონსორები).

 

 

 

3. პროექტში  უშუალო  მონაწილეთა  რაოდენობა: 65 კაცი  (სკოლიდან - 13  მოსწავლე  და

ხელმძღვანელი,  ბავშვთა  სახლიდან - 42  ბავშვი  და  9  გამყოლი).

 

4.  პროექტის  განხორციელების   დრო: 2014 წლის 5 ივნისი - გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე.

 

5. პროექტის  განხორციელების  ადგილი: ლაგოდეხის  ნაკრძალი.

 

6. პროექტის  მიზანი:

პროექტის მიზანი იყო საქართველოს ბიომრავალფეროვნების გაცნობა, მათზე დამატებითი  პრაქტიკული  ცოდნის  მიღება  და  საქართველოს  დაცული  ტერიტორიების  პოპულარიზაცია. ამისთვის შერჩეული იქნა საქართველოსა და კავკასიის უძველესი - ლაგოდეხის ნაკრძალი, საიდანაც იწყება ზოგადად ჩვენი დაცული ტერიტორიების ისტორია.

 

7. პროექტის  მიმდინარეობა:

ბავშვები ეწვივნენ  ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას, მოისმინეს მოკლე კურსი საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ, წინასწარ შერჩეული მარშრუტით დაათვალიერეს ლაგოდეხის ნაკრძალში დაცული ენდემები და ბიომრავალფეროვნების ნაწილი, მოინახულეს ლაგოდეხის ჩანჩქერი, რეინჯერებისგან მიიღეს პრაქტიკული ცოდნის ნაწილი, რომელიც დაეხმარება მათ მომავალში სწორად მოიქცნენ ბუნებასთან დამოკიდებულებაში, შუადღით შეისვენეს პიკნი- კისთვის, რომლის დროსაც, გარდა წახემსებისა, მიიღეს პრაქტიკული ცოდნაც, როგორ უნდა მოქმედებდნენ არა მხოლოდ დაცულ ტერიტორიაზე, არამედ ზოგადად ბუნებაში გადაადგილე- ბისას, საღამოს  შთაბეჭდილებებით  დატვირთული  ბავშვები  დაბრუნდნენ  თბილისში.

 

8. პროექტის  შედეგი:

ბავშვები გაეცვნენ საქართველოს ერთ-ერთ დაცულ ტერიტორიას, მიიღეს დამატებითი ინფორმაცია მის  შესახებ, შეიძინეს ცოდნა ბუნების გამოყენების სწორი გზების შესახებ. ამასთან, ბავშვებმა იგრძვნეს ყურადღება თანატოლებისა და სახელმწიფოს მხრიდან, რაც იმედია, იქნება მათთვის არა მხოლოდ სიამოვნების მომტანი, არამედ მათი სოციუმში ინტეგრაციისკენ გადადგმული  კიდევ  ერთი  ნაბიჯი.

იმავე დროს, პროექტი იყო კიდევ ერთი პრეცედენტი სკოლის მოსწავლეების, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს და კერძო კომპანიების ურთიერთთანამშრომლობისა, რომლის  ინიციატორებიც  იყვნენ  სკოლის  მოსწავლეები.

იმედია, ნაკრძალში ჩატარებული ერთდღიანი ტური მონაწილეებისთვის  იყო  შემეცნებითიც, პრაქტიკულიც, გასართობიც,  ემოციურიც  და  დასამახსოვრებელიც.

 

 

   ელექტრონული ჟურნალი
სახელი :
პაროლი :
lib_

gamocdebis

ganatlebisa

saqartvelos_
_buki