დავით რობაქიძე – ლექსები

Home - დავით რობაქიძე – ლექსები

v

შენს  ბოლო  წერილს  ვიხუტებ

და  იმედი  მაქვს,  გავთბები,

ბედისგან  მივიწყებული,

მოგონებებით  დავთვრები.

მზის  შუქიც  რომ  მიმატოვებს,

უკაცურ  ქუჩებს  გავყვები,

ჩემს  მარტოობის  დემონებს

ცეკვა-თამაშში  ავყვები.

მერე  მივხვდები,  ძვირფასო,

შეცვლას  ვცდილობდით  განგების,

აგონიაში  ჩავარდნილს

ისევ  შენ  მომელანდები;

საფლავის  ჯვრების  გრძელ  რიგში

ბოლოჯერ  მომენატრები,

ბნელი  სიკვდილის  ანგელოზს

კვლავ  შენზე  ფიქრში  დავხვდები.

და  ისევ  შენი  სამყაროს

თანაზიარი  გავხდები,

შენს  ბოლო  წერილს  ვიხუტებ

და  იმედი  მაქვს,  გავთბები.

დავით    რობაქიძე

X  კლასი