ხარისხის განვით. და პროფ. ჯგუფის დებულება

დამტკიცებულია:

                                                                                         ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო

                                                                        საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა

                                                        „შოვის“ დირექტორის მიერ

                                                 ბრძანება №1-09,  08.09.2023  წ.

 

 

ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის

 

 

 

 

დებულება

 

 

 

 

 

ჯგუფის  წევრები: შ.ქადაგიძე, ე.გასვიანი, ხ.მჭედლიშვილი,

ნ.ბარბაქაძე, ლ.სულთანიშვილი.

 

 

 

 

 

 

 

2023-2024

 

თავი I. ზოგადი დებულებები

 

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

წინამდებარე დებულება შემუშავებულია  საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილებით დამტკიცებული „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ საფუძველზე და არეგულირებს   კერძო სკოლა „შოვში“ (შემდეგში – სკოლა) მასწავლებლის შეფასების მიზნით დირექტორის ბრძანებით შექმნილი ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფის (შემდგომში – ხარისხის ჯგუფი) მუშაობის წესს და პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ მასწავლებელთა  საქმიანობას.

 

მუხლი 2. დებულების მიზანი

წინამდებარე დებულების მიზანია:

ა) სკოლის მასწავლებლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრისა და პროფესიული განვითარებისათვის სასკოლო დონეზე შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა;

ბ) მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში ხარისხის ჯგუფის ფუნქციებისა და საქმიანობის და მათი განხორციელების პროცედურების დადგენა;

გ) მასწავლებლებისთვის შრომითი ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფუნქციებიდან გამომდინარე მათი შეფასებისათვის შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტების, წესების და პროცედურების დადგენა; მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავებლის პროფესიული განვითარების აქტივობების მონიტორინგი და შესაბამისი უკუკავშირის გაცემა.

 

მუხლი 3. ხარისხის ჯგუფის სამოქმედო პრინციპები

მასწავლებელთა შეფასებისას ხარისხის ჯგუფი ხელმძღვანელობს სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის და სანდოობის პრინციპების შესაბამისად.

 

 

 

 

თავი II. ხარისხის ჯგუფი

მუხლი 4. ხარისხის ჯგუფის მიზნები

ხარისხის ჯგუფის მიზნებია:

ა) სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების ხელშეწყობა;

ბ)  მასწავლებლის შეფასების ობიექტური სისტემის დანერგვით მასწავლებლის პროფესიული განვითარება და ხელშეწყობა;

გ)   სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დამკვიდრება.

მუხლი 5. ხარისხის ჯგუფის ამოცანები

  1. ,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანებით დამტკიცებული მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის მოთხოვნებთან მასწავლებლის კომპეტენციების შესაბამისობის დადგენის მიზნით, და საქართველოს მთავრობის 2019 წლის 23 მაისის N241 დადგენილების საფუძველზე განსაზღვრული მასწავლებლის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებების შესრულების დდგენის მიზნით ხარისხის ჯგუფი:

ა) ეხმარება კოლეგა მასწავლებელებს საჭიროებების დადგენაში;

ბ) კონსულტაციას უწევს მასწავლებელს  პროფესიული განვითარების ერთწლიანი სამოქმედო გეგმის აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებაში და განხორციელებაში;

გ) ახორციელებს მასწავლებელთა შიდა შეფასებას. კერძოდ, მასწავლებლის შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციის შესაბამისობის დადგენას მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან;

დ)  ახორციელებს მასწავლებლის საქმიანობაზე (მათ შორის, საგაკვეთილო პროცესზე) დაკვირვებას და შეფასებას;

ე)  მასწავლებელს აძლევს განმავითარებელ შეფასებას მის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასების შედეგებზე დაყრდნობით;

ვ)  ადგენს გაკვეთილებზე დასწრების განრიგს;

ზ)  მასწავლებლებეთან ერთად განიხილავს პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებულ აქტივობებს/სტრატეგიებს, წლიურ ანგარიშს და  აძლევს მათ განმავითარებელ უკუკავშირს;

თ)  პროფესიული განვითარების მიზნით, რეკომენდაციას აძლევს მასწავლებელს შესაბამისი აქტივობებისა და ტრენინგების დაგეგმვაში;

ი) აყალიბებს სასწავლო ჯგუფებს;

კ) ეხმარება მასწავლებლებს ახალი პროფესიული ცოდნის შექმნაში;

ლ) მონაწილეობს კონკრეტულ კვლევებსა და ინოვაციებში;

მ) ამოწმებს/გამოცდის ახალი ცოდნის ვალიდურობას და ახალი პრაქტიკის ღირებულებას;

ნ) ახდენს ცოდნის და ახალი გამოცდილების ტრასნფერს სკოლის შიგნით;

ო) აკეთებს ანგარიშს და წარუდგენს ჯგუფის ხელმძღვანელს მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

მუხლი 6. ხარისხის ჯგუფის შემადგენლობა

  1. ხარისხის ჯგუფი არის სკოლის დირექტორის ბრძანებით შექმნილი კოლეგიური ორგანო, რომლის უფლებამოსილების ვადაც განისაზღვრება 3 წლით.
  2. ხარისხის ჯგუფის შემადგენლობაში შედის 5 წევრი. ხარისხის ჯგუფის შემადგენლობაში თანამდებობრივად შედის სკოლის დირექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით.
  3. ხარისხის ჯგუფის წევრობის კანდიდატის შერჩევისას მხედველობაში მიიღება შემდეგი კრიტერიუმები:

ა) საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირება;

ბ) მაღალი პროფესიული მოტივაცია და სხვათა მოტივაციის ამაღლების უნარი;

გ) ეფექტური ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

დ) თანამშრომლის ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზის უნარი;

ე) კოლეგებისათვის მასალების/ინფორმაციის და გამოცდილების ეფექტურად გაზიარების უნარი, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს დამოუკიდებლად იმუშაოს პრაქტიკის გაუმჯობესებაზე, სიახლეების დანერგვაზე;

ვ) ავტორიტეტი მასწავლებლებში;

ზ) სამართლიანობა, ობიექტურობა და კოლეგიალურობა.

 

მუხლი 7. ხარისხის ჯგუფის მუშაობის წესი

  1. ხარისხის ჯგუფის მუშაობას ხელმძღვანელობს სკოლის დირექტორის მოადგილე აკადემიური მიმართულებით, რომელიც იწვევს და თავმჯდომარეობს ხარისხის ჯგუფის სხდომებს.
  2. ხარისხის ჯგუფის მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სკოლის საქმისმწარმოებელი, რომელიც პასუხისმგებელია სხდომის ოქმების წარმოებასა და გაფორმებაზე.
  3. ხარისხის ჯგუფის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება არანაკლებ ოთხი წევრი.
  4. ხარისხის ჯგუფის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელთა ხარისხის ჯგუფი ახორციელებს მისი ან მისი ახლო ნათესავის შეფასებას ან თუ არის სხვა ობიექტური გარემოება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე. ამ დებულების მიზნებისთვის ახლო ნათესავი განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 92-ე მუხლის შესაბამისად.
  5. იმ შემთხვევაში, თუ ხარისხის ჯგუფის წევრ(ებ)ი განაცხადებს თვითაცილებას და არსებობს საფრთხე, რომ ქვორუმი არ შედგება, სკოლის დირექტორი განსაზრვრული ვადით უზრუნველყოფს ხარისხის უზრუნველოყოფის ჯგუფის კონკრეტული წევრის/წვრების ჩანაცვლებას, შესაბამისი ბრძანების გამოცემის გზით.
  6. ხარისხის ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ხარისხის ჯგუფის სხდომის ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს ხარისხის ჯგუფის თავმჯდომარე და სკოლის საქმისმწარმოებელი. ხარისხის ჯგუფის გადაწყვეტილებები გადაწყვეტილების მიღებიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობება ადრესატს ზეპირი და/ან წერილობითი ფორმით სკოლის საქმისმწარმოებლის მიერ.
  7. ხარისხის ჯგუფის წევრი უფლებამოსილია, ჰქონდეს განსხვავებული აზრი, რაც დაერთვის ხარისხის ჯგუფის სხდომის ოქმს.
  8. ხარისხის ჯგუფი წლის განმავლობაში იკრიბება არანაკლებ ორჯერ შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

ა) სასწავლო წლის დასაწყისში – წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით;

ბ) ყოველი სემესტრის ბოლოს – განხორციელებული საქმიანობის (გაკვეთილებზე დაკვირვებების და სხვა აქტივობების  შეფასების და მასწავლებელთა საბოლოო შეფასების მიზნით.

  1. ხარისხის ჯგუფი ასევე შეიძლება შეიკრიბოს საჭიროებისამებრ, ჯგუფის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით ან ჯგუფის წევრთა ½-ის ინიცირებით, ჯგუფის ხელმძღვანელისათვის წერილობითი ფორმით მიმართვის შემთხვევაში.
  2. ხარისხის ჯგუფთან დაკავშრებული წერილები და განცხადებები შედის სკოლის კანცელარიაში, ტარდება შესაბამისი წესების დაცვით და გადაეცემა ხარისხის მართვის ჯგუფს რეაგირებისათვის ან/და ადრესატს.
  3. ხარისხის ჯგუფის ოქმები და ხარისხის ჯგუფში შესული წერილები და განცხადებები ინახება ხარისხის ჯგუფის მდივანთან 3 წლის მანძილზე და შემდეგ გადაეცემა სკოლის არქივს. ხარისხის ჯგუფის დოკუმენტაციის წარმოება ხორციელდება სკოლის საქმისწამოების წესის შესაბამისად.

 

მუხლი 8. ხარისხის ჯგუფის ხელმძღვანელის და წევრთა მოვალეობები

ხარისხის ჯგუფის ხელმძღანელი:

ა) იწვევს ჯგუფის  შეხვედრას;

ბ) აცნობს  ჯგუფის წევრებს მათ ფუნქცია მოვალეობებს;

გ) საჭიროების შემთხვევაში იწვევს რიგგარეშე სხდომებს;

დ) ხელმძღვანელობს/კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში;

ე) ხელს აწერს სხდომის ოქმებს.

 

მუხლი 9. ხარისხის ჯგუფის წევრთა მოვალეობები

ხარისხის ჯგუფის წევრები ახორციელებენ შემდეგ მოვალეობებს:

ა)  მონაწილეობას იღებენ ხარისხის ჯგუფის მიერ განხორციელებულ აქტივობებში;

ბ) მონაწილეობას იღებენ ხარისხის ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში;

გ) მონაწილეობას იღებენ თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების შიდა საგაკვეთილო დაკვირვების მოსამზადებელ შეხვედრებში;

დ)  მონაწილეობენ თავისი პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი მასწავლებლების მიერ ჩატარებული გაკვეთილის განმავითარებელ შეფასებაში;

ე) მოთხოვნის შემთხვევაში, პირადად აცნობებენ მასწავლებელს ხარისხის ჯგუფის რეკომენდაციებს და აძლევენ მას ყველა საჭირო განმარტებას.

 

მუხლი 10. ხარისხის ჯგუფის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტა

  1. ხარისხის ჯგუფის წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ხარისხის ჯგუფის წევრის საქმიანობისთვის სისტემატიურად თავის არიდება;

გ) შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა;

დ) ზედიზედ 3 თვეზე მეტი ვადით შრომითი ურთიერთობის შეჩერება;

ე) მასწავლებლის მიერ სქემით განსაზღვრული სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

  1. გათავისუფლებული ხარისხის ჯგუფის წევრის ადგილს დარჩენილი ვადით იკავებს დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული პირი.

 

თავი III. მასწავლებლის შეფასება

 

მუხლი 11. გაკვეთილზე დაკვირვება/შეფასება

  1. მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილის შეფასება ხდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და/ან სკოლის მიერ შემუშავებული შეფასების რუბრიკების მიხედვით;
  2. შეფასების რუბრიკების შემუშავებაში მონაწილეობს ხარისხის ჯგუფი. შემუშავებულ რუბრიკებს აცნობს მასწავლებლებს და უზრუნველყოფს მის საჯაროობას.
  3. გაკვეთილის შეფასების მიზნით გაკვეთილზე ხარისხის ჯგუფის დასწრება უნდა განხორციელდეს მასწავლებლის სტატუსის და საჭიროების გათვალისწინებით, შემდეგი წესით:

ა) უფროსი მასწავლებელი – არანაკლებ სამ გაკვეთილზე სემესტრში;

ბ) წამყვანი მასწავლებლის შემთხვევაში – არანაკლებ 2 გაკვეთილზე;

გ) მენტორი მასწავლებლის შემთხვევაში – არანაკლებ 1 გაკვეთილზე.

  1. ხარისხის ჯგუფი მასწავლებელს აკვირდება მის მიერ განსაზღვრული განრიგის შესაბამისად. გაკვეთილზე დაკვირვება შესაძლებელია განხორციელდეს პირდაპირი ფორმით – დასწრებით ან დისტანციურად. განრიგით, მათ შორის, განისაზღვრება ხარისხის ჯგუფიდან დამკვირვებელი თითოეული გაკვეთილის მიზნებისთვის. შესაბამისი განრიგი დგება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ხარისხის ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე.
  2. ხარისხის ჯგუფი მასწავლებელთან ერთად განიხილავს გაკვეთილზე დაკვირვების შედეგებს და 2 სამუშაო დღის ვადაში აძლევს მას განმავითარებელ შეფასებას ინდივიდუალურად, წერილობთი  ფორმით, შესაბამის შეფასების რუბრიკასთან ერთად.
  3. გაკვეთილზე დაკვირვებასთან და განმავითარებელი შეფასების მიცემასთან დაკავშირებით ხარისხის ჯგუფი შემდეგი სასწავლო წლის დაწყებამდე ინახავს დოკუმენტაციას (შეფასების რუბრიკებს).

მუხლი 12. მასწავლებლის საქმიანობის შეფასება

ხარისხის ჯგუფი გარდა საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვებისა, ახორციელებს:

ა) მასწავლებლის მიერ შედგენილი საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შეფასებას;

ბ) საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში განხორციელებული სასწავლო პროცესის შეფასებას და მასწავლებლის  რეფლექსიის (თვითშეფასების) შეფასებას;

გ) მასწავლებლის მიერ პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შეფასებას და აძლევს განმავითარებელ უკუკავშირს;

დ) შრომითი ხელშეკრულებით, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით და სქემით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე პროფესიული განვითარების აქტივობების შეფასებას.

 

მუხლი 13. მასწავლებლის ვალდებულებები

სკოლის ყველა მასწავლებელი ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს ხარისხის განვითარების ჯგუფთან;

ბ) ყოველი სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  ხარისხის განვითარებისა ჯგუფთან განიხილოს პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგები;

გ) მონაწილეობა მიიღოს სასწავლო მიზნით დაგეგმილ აქტივობებში;

დ) ჩაერთოს ხარისხის ჯგუფის წევრთან იმ თემატური ერთეულის გეგმის განხილვაში, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია გაკვეთილზე დაკვირვება.

 

თავი IV. მასწავლებლის პროფესიული განვითარება

 

მუხლი 13. პროფესიული განვითარების მიზნით აქტივობების დაგეგმვა

  1. მასწავლებელთა საქმიანობაზე დაკვირვებისა და შეფასების საფუძველზე ხარისხის ჯგუფის სხდომაზე განიხილება მასწავლებელთა საჭიროებები და განსახორციელებელი ღონისძიებები.
  2. მასწავლებელთა საჭიროებების შესაბამისად შესაძლებელია დაიგეგმოს სხვადასხვა აქტივობები. მათ შორის, თანამშრომლებს შორის გამოცდილების გაზიარება, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა სახის ტრენინგების, ე.წ. ვორქშოფების ან/და სხვა აქტივობების ჩატარება.

 

თავი V. დასკვნითი დებულებები

 

მუხლი 14. ხარისხის ჯგუფის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა

  1. ხარისხის ჯგუფის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს დირექტორი.
  2. ხარისხის ჯგუფის დებულების მიღება, გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წესით.

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი №1

ხარისხის ჯგუფის 2023-2024  სასწავლო წლის სამოქმედო გეგმა

ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვი“

მასწავლებელი ____________________________

 

 

N აქტივობები დრო პასუხისმგებელი შესრულების ინდიკატორი შენიშვნა
1.       1.
2.       2.
3.       3.
4.       4.
5.       5.
6.       6.
7.       7.
8.       8.
9.       9.
10.    10.
11.    11.
12.    12.

 

 

 

დანართი №2

პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა

 

ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვი“

მასწავლებელი ____________________________

 

2023-2024  სასწავლო წელი

 

N საჭიროება განსახორციელებელი აქტივობა მტკიცებულება შენიშვნა
1  
2
3
4
5
6
7
8
9
10

 

სამოქმედო გეგმის შესრულების რეფლექსია

——————————————————————————————————————————————————————————————————————————–

——————————————————————————————————————————————————————————————————————————–

——————————————————————————————————————————————————————————————————————————–

——————————————————————————————————————————————————————————————————————————–

 

 

 

დანართი №3

 

განმავითარებელი უკუკავშირი პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმის შესრულებაზე

 

  • უკუკავშირი არის აღწერითი ფორმის. მიმართულია პიროვნულ ზრდაზე, მოსდევს ქცევას. კონკრეტულია. გაიცემა კონფიდენციალობის დაცვით – ყველაფერი, რაც უკუკავშირის დროს გამოითქმება, არავითარ  შემთხვევაში ჯგუფიდან გარეთ არ უნდა გავიდეს.
  • უკუკავშრის გაცემისას უკუკავშრის გამცემის ტონი უნდა იყოს თანამშრომლობითი.
  • უკუკავშირის გამცემმა უნდა იფიქროს უკუკავშირის მიმღების მოთხოვნილებებზე და საჭიროებებზე.
  • უკუკავშირი უნდა გაიცეს რაც შეიძლება მალე – უკუკავშირი მით უფრო ეფექტიანია, რაც უფრო მყისიერად გაიცემა იგი, ამასთან გასათვალისწინებელია, რამდენად მზად არის იმ მომენტში მიმღები ამისათვი.

 

კონსტრუქციული უკუკავშირის დროს გასათვალისწინებელია:

  • გამოიყენოთ „მე“ შეტყობინება;
  • აღნიშნოთ წარმატებით შესრულებული საქმიანობა/საქმიანობები;
  • განმარტოთ რა არის გასაუმჯობესებელი;
  • ურჩიოთ გაუმჯობესების გზები/საშუალებები.

 

1 კარგად/წარმატებით (დაასახელეთ კონკრეტული მიმართულება/საქმიანობა)

………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………

2 ვფიქრობ, უმჯობესია, ყურადღება  გამახვილდეს: (დაასახელეთ კონკრეტული მიმართულება/საქმიანობა)

……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………..

3 ამისთვის: (მიუთითეთ კონკრეტული ლიტერატურა/იდეა/გამოცდილება/რჩევა და ა.შ.)

……………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………………..

 

 

 

 

დანართი №4

გაკვეთილის შეფასების სქემა

 

გაკვეთილის  შეფასების რუბრიკა

აღწერითი

1-არ ვეთანხმები, 2-ნაწილობრივ ვეთანხმები, 3-ვეთანხმები, 4-სრულად ვეთანხმები

 

1.     სასწავლო გარემო 1 2 3 4
1.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო

•       მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კეთილგანწყობილი და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობაა;

•       გაკვეთილზე ხდება მრავალფეროვნების, ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული განსხვავების,  აღიარება, ტოლერანტობა და მასთან დაკავშირებული აქტივობების წახალისება, განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა.

1.2. კლასის მრთვა  

•    მოსწავლეები იცავენ დაგეგმილი აქტივობების შესაბამის  წესებს;

•    მასწავლებელი და მოსწავლეები საგაკვეთილო აქტივობების ცვლილებისას დროს არ კარგავენ.

1.3. სასწავლო რესურსი 

•   სასწავლო რესურსი ეფექტიანად  (მიზნობრივად) გამოიყენება;

•   უზრუნველყოფილია მოსწავლეებისათვის სასწავლო რესურსის თანაბარი    ხელმისაწვდომობა და უსაფრთხო   გამოყენება;

•   ავეჯი, როგორც რესურსი, საკლასო აქტივობების შესაბამისადაა   განლაგებული;

•    სასწავლო რესურსი მომზადებულია ყველა მოსწავლის (მათ შორის, სსსმ მოსწავლეების)    ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით.

2. სწავლება        
2.1 მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსობრივი გამართულობა

•    გაკვეთილის მიზანი რეალისტურია და დაკავშირებულია გაკვეთილის სხვა    კომპონენტებთან ;

•    მასწავლებელი კონცეფციებს, ცნებებს, წესებს და ა.შ. მკაფიოდ, მოსწავლეებისთვის გასაგები ენით განმარტავს;

•   მასწავლებელი  ფაქტობრივ ცოდნას უშეცდომოდ გადასცემს მოსწავლეებს;.

•   მასწავლებელი საუბრობს მოსწავლის ასაკთან შესაბამისი დარგობრივი ენით;

•   ახალი მასალა კავშირშია  ნასწავლთან. ხდება ცოდნის აგება;

•      სწავლების პროცესში ხდება საგანთაშორისი კავშირების დამყარება.

2.2 მოსწავლეებთან კომუნიკაცია        ინსტრუქციები აქტივობებისთვის.

•    სასწავლო აქტივობებისთვის გაცემული ინსტრუქციები მკაფიოა;

•    ინსტრუქციები მოსწავლისათვის გასაგებ ენაზეა ფორმულირებული;

•   მასწავლებელი ეფექტურად, კორექტულად  იყენებს საუბრის ტემპს, ინტონაციას,      კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს.

2.3. სწავლების სტრატეგიები 

• განსხვავებული სააზროვნო დონეების აქტივაციის მიზნით მასწავლებელი იყენებს სხვადასხვა ფორმისა (ღია და დახურული) და ტიპის  შეკითხვებს;

•  კითხვის ტიპისა და სირთულის მიხედვით, პასუხის მოსაფიქრებლად დრო სწორად არის განსაზღვრული;

•  გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები მიზნის შესაბამისია;

•  სტრატეგიები წინასწარ მომზადებული და კარგად დაგეგმილია;

•  მოსწავლეების მოსაზრებები და არგუმენტები ეფექტიანად არის გამოყენებული მსჯელობის პროცესში;

•  სტრატეგიის გამოყენების დროს მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში.

2.4. მოტივაცია და ჩართულობა

• გაკვეთილი ხალისიანია, გამოყენებულია მრავალფეროვანი მამოტივირებელი აქტივობები;

•   მთელი გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეები (მათ შორის სსსმ მოსწავლეები) აქტიურად           არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, მაშინაც, როდესაც დავალებები შეესაბამება მაღალ სააზროვნო დონეს;

•გაკვეთილის  მიმდინარეობა დინამიურია, ტემპი ოპტიმალურია: არც ნელი და არც სწრაფი.

•მოსწავლეები ამჟღავნებენ ინტერესს, ცდილობენ პრობლემების გადაწყვეტას.

2.5. სწავლების დროს  შეფასების გამოყენება 

• მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თუ რის მიხედვით შეფასდებიან;

•  მასწავლებელი სისტემატურად ამოწმებს მოსწავლეების მიღწევებს სხვადასხვა მეთოდით: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა, პრეზენტაცია, კითხვების დასმა და ა.შ.

•  მონიტორინგის საფუძველზე მასწავლებელი მოსწავლეებს რეგულარულად აწვდის კონსტრუქციულ უკუკავშირს;

•  მასწავლებელი ეფექტურად იყენებს შექებასა და წახალისებას

 

 

დანართი №5

დისტანციური/ონლაინ გაკვეთილის შეფასების სქემა

 

აღწერითი

1-არ ვეთანხმები, 2-ნაწილობრივ ვეთანხმები, 3-ვეთანხმები, 4-სრულად ვეთანხმები

 

1 2 3 4
1.     სასწავლო ატმოსფერო
1.1. ურთიერთპატივისცემისა და ურთიერთგაგების ხელშემწყობი გარემო

•       მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კეთილგანწყობილი და თანასწორობაზე აგებული ურთიერთობაა;

•       გაკვეთილზე ხდება მრავალფეროვნების, ეთნიკური, რელიგიური თუ კულტურული განსხვავების,  აღიარება, ტოლერანტობა და მასთან დაკავშირებული აქტივობების წახალისება, განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა.

1.2. კლასის მრთვა  

•    მოსწავლეები იცავენ დაგეგმილი აქტივობების შესაბამის  წესებს;

•    მასწავლებელი და მოსწავლეები საგაკვეთილო აქტივობების ცვლილებისას დროს არ კარგავენ.

2. სწავლება        
2.1 მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენცია სასწავლო მიზნების განმარტება და შინაარსობრივი გამართულობა

•    გაკვეთილის მიზანი რეალისტურია და დაკავშირებულია გაკვეთილის სხვა    კომპონენტებთან ;

•    მასწავლებელი კონცეფციებს, ცნებებს, წესებს და ა.შ. მკაფიოდ, მოსწავლეებისთვის გასაგები ენით განმარტავს;

•   მასწავლებელი  ფაქტობრივ ცოდნას უშეცდომოდ გადასცემს მოსწავლეებს;.

•   მასწავლებელი საუბრობს მოსწავლის ასაკთან შესაბამისი დარგობრივი ენით;

•   ახალი მასალა კავშირშია  ნასწავლთან. ხდება ცოდნის აგება;

•      სწავლების პროცესში ხდება საგანთაშორისი კავშირების დამყარება.

2.2 მოსწავლეებთან კომუნიკაცია ინსტრუქციები აქტივობებისთვის.

•    სასწავლო აქტივობებისთვის გაცემული ინსტრუქციები მკაფიოა;

•    ინსტრუქციები მოსწავლისათვის გასაგებ ენაზეა ფორმულირებული;

•   მასწავლებელი ეფექტურად, კორექტულად  იყენებს საუბრის ტემპს, ინტონაციას,      კომუნიკაციის არავერბალურ საშუალებებს.

2.3. სწავლების სტრატეგიები 

• განსხვავებული სააზროვნო დონეების აქტივაციის მიზნით მასწავლებელი იყენებს სხვადასხვა ფორმისა (ღია და დახურული) და ტიპის  შეკითხვებს;

•  კითხვის ტიპისა და სირთულის მიხედვით, პასუხის მოსაფიქრებლად დრო სწორად არის განსაზღვრული;

•  გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიები მიზნის შესაბამისია;

•  სტრატეგიები წინასწარ მომზადებული და კარგად დაგეგმილია;

•  მოსწავლეების მოსაზრებები და არგუმენტები ეფექტიანად არის გამოყენებული მსჯელობის პროცესში;

•  სტრატეგიის გამოყენების დროს მასწავლებელი არის ფასილიტატორის როლში.

2.4. მოტივაცია და ჩართულობა

• გაკვეთილი ხალისიანია, გამოყენებულია მრავალფეროვანი მამოტივირებელი აქტივობები;

•   მთელი გაკვეთილის მანძილზე მოსწავლეები (მათ შორის სსსმ მოსწავლეები) აქტიურად           არიან ჩართულები საგაკვეთილო პროცესში, მაშინაც, როდესაც დავალებები შეესაბამება მაღალ სააზროვნო დონეს;

•გაკვეთილის  მიმდინარეობა დინამიურია, ტემპი ოპტიმალურია: არც ნელი და არც სწრაფი.

•მოსწავლეები ამჟღავნებენ ინტერესს, ცდილობენ პრობლემების გადაწყვეტას.

2.5. სწავლების დროს  შეფასების გამოყენება 

• მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს თუ რის მიხედვით შეფასდებიან;

•  მასწავლებელი სისტემატურად ამოწმებს მოსწავლეების მიღწევებს სხვადასხვა მეთოდით: ზეპირი ან წერითი გამოკითხვა, პრეზენტაცია, კითხვების დასმა და ა.შ.

•  მონიტორინგის საფუძველზე მასწავლებელი მოსწავლეებს რეგულარულად აწვდის კონსტრუქციულ უკუკავშირს;

•  მასწავლებელი ეფექტურად იყენებს შექებასა და წახალისებას

3. დისტანციური სწავლების ინსტრუმენტების გამოყენება 1 2 3 4
•                 მასწავლებელი სრულფასოვნად, ეფექტურად იყენებს შერჩეული ონლაინ პორტალის შესაძლებლობებს;

•                 მასწავლებელი იცავს პერსონალურ მონაცემებს და ონლაინეთიკის პრინციპებს;

•                საჭიროების შემთხვევაში, მასწავლებელი უხსნის მოსწავლეს პორტალის გამოყენების პრინციპებს;

•                შერჩეული ონლაინპლატფორმის სპეციფიკის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.

 

 

 

 

დანართი №6

 

თემატური ერთეულის და კომპლექსური დავალების პირობის შეფასების რუბრიკა

 

სამიზნე ცნება/მკვიდრი წარმოდგენა აქტივობა საკვანძო კითხვა კომპლექსური დავალება ეტაპების რელევანტურობა რეკომენდაცია
           
           
           
           
           
           
           
           
           
           
           

 

 

 

დანართი №7

 

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსიის საორიენტაციო შეკითხვები

  1. რომელ სამიზნე ცნებაზე მუშაობდით პროცესში?
  2. რა არის თქვენი საგაკვეთილო როცესის ქვეცნება?
  3. რომელ და რამდენ მკვიდრი წარმოდგენას ამყარებთ მოსწავლებში?
  4. რომელ საკვანძო კითხვას სცემს პასუხს თქვენი კომპლექსური დავალება?
  5. რამდენადაა რელევანტური მოცემული ეტაპები საგაკვეთილო პროცესში?
  6. განმეორებით რომ ატარებდეთ გაკვეთილს/გეგმავდეთ მატრიცას, რას გააკეთებდით განსხვავებულად?
  7. რა მიგაჩნიათ თქვენი გაკვეთილის/მატრიცის ძლიერ მხარედ?

 

დამაზუსტებელი კითხვები:

რატომ მიიღეთ ესათუ ის გადაწყვეტილება?

სამომავლოდ რას გააუმჯობესებთ? ან დაამატებთ?/მოაკლებთ? როგორ ჩამოაყალიბებთ?

 

 

 

დანართი №8

 

ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება

 

N ვალდებულებები 3 2 1 შენიშვნა
წამყვანი მასწავლებელი
1 ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე: ეხმარება კოლეგებს მათი საჭიროებების განსაზღვრაში, პროფესიული განვითარების აქტივობების/სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში. საჭიროების შემთხვევაში, რეკომენდაციებს უწევს ტუტორებს/ პრაქტიკის ხელმძღვანელებს ან თავად ასრულებს ტუტორის/პრაქტიკის ხელმძღვანელის ფუნქციებს.
2 აქვს ზოგადი განათლების სისტემის ფართო ხედვა. ეცნობა ზოგადად განათლების სფეროში და სასკოლო სისტემებში მიმდინარე მოვლენებს, თანამედროვე პროფესიულ ლიტერატურას და საგანმანათლებლო კვლევებს ადგილობრივ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე. მიღებულ გამოცდილებას იყენებს საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკაში და, ასევე, უზიარებს კოლეგებს.
3 ატარებს სკოლის/ადგილობრივი ადგილობრივი

საზოგადოების(თემის) საჭიროების კვლევებს, მიგნებებს იყენებს სკოლის/თემის განვითარების მიზნით.

4 ამყარებს კონტაქტებს ეროვნულ დონეზე სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად
5 სკოლის საჭიროებებიდან გამომდინარე, ამყარებს კომუნიკაციას და თანამშრომლობს მესამე პირებთან.
6 ინიცირებას უკეთებს და მონაწილეობს სოციალურ აქტივობებში: სასკოლო/ სკოლათშორის  / სათემო პროექტებში
7 ხელს უწყობს მოსწავლეების პროფორიენტაციას
8 არის ინიციატორი, გეგმავს და სხვათა თანამონაწილეობით

/ ჩართულობით ახორციელებს დემოკრატიული კულტურის, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის, ციფრული უნარების, ციფრული მოქალაქეობის, ინკლუზიური გარემოს, გლობალური მოქალაქეობის ხელშემწყობ აქტივობებს

მენტორი
1 ადგენს მასწავლებელთა საჭიროებებს და გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს სკოლის პედაგოგთა პროფესიული განვითარების ერთიან სტრატეგიას.
2 შეიმუშავებს რეკომენდაციებს ეროვნულ დონეზე ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით
3 ამყარებს კონტაქტებს საერთაშორისო საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად

 

3 – წარმატებით ახორციელებს

2 – საჭროებს დახმარებას

1 – ვერ ასრულებს