სკოლის ფილოსოფია

სკოლაში შემუშავებულია მისია, ხედვა  და ღირებულებები, რომლებიც შეესაბამება ზოგადი განათლების მიზნებს.

სკოლის მისია: სკოლის მისიაა შექმნას უსაფრთხო სასწავლო-აღმზრდელობითი გარემო, რომელიც ორიენტირებული იქნება  პატრიოტიზმზე,  თითოეული მოსწავლის თვითრეალიზაციისთვის  საჭირო  ცოდნისა და  ცნობიერების  ამაღლებაზე;   პროფესიულ ორიენტაციაში დახმარებასა  და 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაზე. სკოლა ზრუნავს ტრადიციების დამცველი, კრიტიკულად მოაზროვნე, შემოქმედი, კომუნიკაბელური, ზნეობრივად, სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი მოზარდის ფორმირებაზე.

სკოლის ხედვა: სკოლა მიმართულია  თითოეული მოსწავლის  შესაძლებლობების, პოტენციალისა და განსაკუთრებული ნიჭის გამოვლენასა და მაქსიმალურად განითარებაზე. ხელს უწყობს თითოეული მოსწავლის წარმატებას დღევანდელ საზოგადოებაში სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების გზით.   სკოლის ყველა თანმშრომლს კარგად ესმის, რომ ყველა ბავშვს აქვს ინდივიდუალური ნიჭი და განსხვავებული შესაძლებლობა,  ამიტომ სკოლა ზრუნავს, თითოეულმა მოსწავლემ დაინახოს საკუთარი განვითარების პროგრესი სკოლის თანადგომით, სიყვარულითა  და თანამშრომლობით…

სკოლის ღირებულებები: სკოლის  მისიის და მომავლის ხედვის განხორციელების მიზნით თავისი საქმიანობის ფარგლებში სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რომ იხელმძღვანელებს შემდეგი ღირებულებებით: სამართლიანობა, პროფესიონალიზმი, ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა, ერთგულება, უსაფრთხოება და გუნდური მუშაობა…