მოსწავლეთა თვითმართველობის დებულება

                                                                                                                                                  დამტკიცებულია:

დირექტორის მიერ   ბრძ.#1-09, 08.09.2023 წ.

 

 

ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივესიტეტო

საშუალო სკოლა „შოვის“

 

 

 

მოსწავლეთა თვითმმართველობის

დებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

თბილისი

2023

ქ.თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვის“

მოსწავლეთა თვითმმართველობა.

 

ზოგადი დებულებები

მიზნები:

სკოლის თვითმმართველობის მიზანია თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის საჭირო პირობების შექმნა, გონებრივი და ფიზიკური უნარჩვევების განვითარება, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეთა ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება. კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა.

მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოს და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.

 

მოსწავლეთა თვითმმართველობა.

  1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
  2. მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს საფეხურების მიხედვით. (რეგისტრაციას გადიან შესაბამისი კლასის დამრიგებლებთან).
  3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის დაცვით.
  4. მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში.
  5. მოსწავლეთა თვითმმართველობაში თითოეული კლასის მოსწავლეები ირჩევენ თვითმმართველობის ორ წარმომადგენელს.
  6. თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ერთ კანდიდატს, გამარჯვებულად ითვლებიან ის მოსწავლეები, რომლებიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოაგროვებენ.
  7. შესაბამისი საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრები ირჩევენ თვითმმართველობის პრეზიდენტს და ორ მოადგილეს.
  8. ჩატარებული არჩევნები დასტურდება შესაბამისი ოქმით.
  9. თვითმმართველობის სხდომებს, გარდა თვითმმართველობის წევრებისა, ესწრება შესაბამისი სფეხურის
  10. თვითმმართველობის სხდომა იმართება თვეში ერთხელ.
  11. თვითმმართველობას ხელმძღვანელობს თვითმმართველობის წევრების მიერ არჩეული პრეზიდენტი, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში სხდომას ხელმძღვანელობს ერთ-ერთი მოადგილე.
  12. თვითმმართველბის პრეზიდენტი ვალდებულია წარმოადგინოს თვითმმართველობის სამქნიანობის ანგარიში, რომელიც დასტურდება ოქმით.

 

 

მოსწავლეთა თვითმმართველობის უფლებები და ფუნქციები:

— სკოლის თვითმმართველობა უფლებამოსილია წარადგინოს წინადადებები სკოლისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე;

— სკოლის თვითმმართველობა უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს სკოლაში მიმდინარე ღონისძიებების, პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

— განიხილავს გამორჩეული მოსწავლეების აღიარებისა და წახალისების საკითხს.

— თვითმმართველობას შეუძლია დაგეგმოს გამოფენა დერეფნებსა და საკლასო ოთახებში.

— მოსწავლეთა თვითმმართველობა თანმშრომლობს დირექციასთან და სხდომებზე მიღებულ გადწყვეტილებებს ათანხმებს მასთან.

— მოსწავლეთა თვითმმართველობის ფუნქციაა, დაიცვას მოსწავლეთა ნტერესები და მათი უფლებები, საჭიროებების შემთხვევაში უშუამდგომლოს სკოლის დირექციასთან.

— თვითმმართველობა ხელს უწყობს სკოლაში არსებული კლუბების მუშაობას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

q.Tbilisis Sps arasaxelmwifo saero sauniversiteto saSualo skola `Sovis~

 

moswavleTa TviTmmarTvelobis

debuleba

 

 

moswavleTa TviTmmarTveloba yvela safexuris mixedviT delegirebul moswavleTa arCeviTi organoa. warmoadgens skolis marTvis struqturul danayofs da uzrunvelyofs moswavleTa monawileobas, rogorc klasis, aseve skolis marTvaSi. TviTmmarTvelobis struqturis models safuZvlad udevs `kanoni zogadi ganaTlebis~ Sesaxeb.

TviTmmaraTveloba exmareba skolas da pedagogiur sabWos TiToeuli bavSvis aRzrda-ganaTlebaSi, maTi unar-Cvevebisa da SesaZleblobebis maqsimalurad gamovlenaSi. pirovnebis Tavisufal ganviTarebasa da TviTgamorkvevaSi rekomedacias uwevs Tavis warmomadgenels skolis marTvis organoSi.