კურიკულ.მეთოდოლოგია

განხილულია პედ.საბჭოს სხდომაზე  #01.   08.09.2023 წ.

„ვამტკიცებ“ შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო

საშუალო სკოლა  „შოვის“

დირექტორი                /ი. გუტაშვილი/

ბრძანება     № 1-09,  08 09.2023 წ.

 

 

შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო

 საშუალო სკოლა ,,შოვი“

 

კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია

 

მუხლი 1.   ზოგადი დებულებები

  1. შპს „შოვი“ კერძო სკოლის კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგიაში (შემდგომში მეთოდოლოგია) დოკუმენტში აღწერილია სასკოლო კურიკულუმის, იგივე სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგია.
  2. სასკოლო კურიკულუმი გამომდინარეობს ეროვნული სასწავლო გეგმიდან, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონიდან, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან, საქართველოს კონტიტუციიდან და სხვა ნორმატიული აქტებიდან და  მასში მოცემულია ის საკითხები, თუ რა სთავაზობს სკოლა მოსწავლეებს მისიით, ხედვითა და ღირებულებებით განაზღვრული მიზნების მისაღწევად.
  3. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს ზოგად ორიენტირებსსწავლა-სწავლების მიზნებთან და სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ მიზნების დაკონკრეტება კი სასკოლო კურიკულუმის დონეზე ხდება.

მუხლი 2.    რა არის / რას ემსახურება სასკოლო კურიკულუმი

  1. კურიკულუმი არის დოკუმენტი, რომელიც წარმოაჩენს „გზას“, რომელსაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება სთავაზობს მოსწავლეს პიროვნულ განვითარებისთვის. ამ ტიპის დოკუმენტი, როგორც წესი, მოიცავს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ:

1.1. რა საგანმანათლებლო პრინციპებს ეფუძნება სასწავლო პროცესი სკოლაში;

1.2. რა საგნებს და საგანმანათლებლო სერვისებს სთავაზობს სკოლა მოსწავლეს;

1.3. როგორია საათობრივი ბადე და მოსწავლის დატვირთვა სკოლაში;

1.4. რა გრძელვადიან მიზნებს ემსახურება სწავლა-სწავლების პროცესი (კონკრეტული საგნების სწავლა-სწავლების მიზნები/შედეგები/მოლოდინები);

1.5. რა სასწავლო რესურსებზე დაფუძნებით ხდება გრძელვადიან მიზნებზე მუშაობა;

1.6. რა მეთოდები დ სტრატეგიები გამოიყენება სასწავლო პროცესში;

1.7. როგორ ხდება მოსწავლეების მიღწევების აღწერა და შეფასება;

1.8. რა მეთოდებსა და მექანიზმებს იყენებს სკოლა კურიკულუმის განვითარებისთვის (დაგეგმვა, დანერგვა, მონიტორინგი და შეფასება, რევიზია).

  1. კურიკულუმის ფუნქციაა ერთი მხრივ წარმოაჩინოს სკოლის ტრადიციები და პრიორიტეტები, მეორე მხრივ კი უზრუნველყოს შეთანხმება სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის. კურიკულუმის დანერგვა მაშინ მიმდინარეობს წარმატებით, როცა მის შინაარსს იზიარებენ და მის განვითარებაში მონაწილეობენ სკოლის მასწავლებლები, დირექცია და მშობლები.

მუხლი 3. კურიკულუმის მიზნებისკოლისთვის სავალდებულოა მოთხოვნა, დააფუძნოს სასწავლო პროცესი ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ სწავლა-სწავლების პრინციპებს. სკოლა ორიენტირდება ეროვნული კურიკულუმით განსაზღვრულ მიზნებზე და გამოკვეთს საკუთარ მისიას, ხედვასა და ღირებულებებს.

  1. სკოლა ვალდებულია ასწავლოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სავალდებულო საგნები, თუმცა, მისიის რეალიზებისთვის, სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს ეროვნული სასწავლო გეგმისგან განსხვავებულ საათობრივ დატვირთვას, დამატებით სავალდებულო საგნებსა და დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებებს.
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა სავალდებულოდ განსაზღვრავს სავალდებულო საგნების სწავლა- სწავლების მიზნებს (ზოგიერთ საგანში სასწავლო თემებსაც), თუმცა, სკოლა კათედრებზე განიხილავს და არჩევს რა საგნობრივ საკითხებს შესთავაზებს მოსწავლეებს ამ მიზნების მისაღწევად. ამისათვის კი იყენებს როგორც გრიფირებულ სახელმძღვანელოებს და დამხმარე რესურსებსაც.
  3. სასკოლო სასწავლო გეგმაში აღწერილია ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სწავლა-სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგიური საფუძვლები, რომელსაც სკოლა სრულად ითვალისწინებს.

მუხლი 4. პროცესებზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეულები / პირები (პოზიციები)

  1. სასკოლო კურიკულუმის შემუშავება და განვითარება კომპლექსური პროცესია, რომელშიც ზოგადად სასკოლო საზოგადოებაა ჩართული, თუმცა მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ დირექტორის მოადგილეს სასწავლო-აღმზრდელობით დარგში და ხარისხის მართვის მენეჯერს

  მუხლი 5. პროცესში ჩართული მხარეები

  1. სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება მოსწავლეების, მშობლების,

მასწავლებლებისა და დირექციის თანამშრომლობის რეჟიმში ხდება. ამ პროცესში

რეალური მონაწილეობა გულისხმობს არა მხოლოდ ინფორმირებასა და

კონსულტირებას, არამედ ინტენსიურ თანამშრომლობასა და გამჭვირვალე

ანგარიშვალდებულების სისტემის დაწესებას.

  1. კურიკულუმის განვითარების პროცესში მასწავლებლებსა და დირექციას მკაფიოდ

განსაზღვრული ფუნქციები აქვთ. კერძოდ, სწავლა-სწავლების პროცესში

მასწავლებელი ვალდებულია აქტუალური და პრობლემური საკითხები განიხილოს

მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან, რაც აჩენს სივრცეს შესაძლებლობებს

კურიკულუმის განვითარების პროცესში მათი ჩართულობისთვის. სკოლამ თავად

უნდა დააკონკრეტოს რა ფორმით უნდა განხორციელდეს მშობელთა ჩართულობა

სასწავლო პროცესში.

 

  1. კურიკულუმის განვითარების პროცესში მასწავლებლებისა და დირექციის

უმთავრესი ვალდებულებები უკავშირდება უშუალოდ სასწავლო პროცესს.

მუხლი 6. სასკოლო კურიკულუმის შემდგენელი ნაწილები:

სასკოლო კურიკულუმი იქმნება თვითეოეული საფეხურისთვის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) დამოუკიდებლად და მოიცავს შემდეგ ნაწილებს:

ა)საგნობრივ კურიკულუმებს,

ბ)სასკოლო პროექტებს,

გ)სადამრიგებლო საათს,

დ)დამატებით საგანმანათლებლო მოსახურებას.

მუხლი 7. სასკოლო კურიკულუმის განვითარების ძირითადი პროცესები

  1. კურიკულუმის განვითარება მუდმივი პროცესია. სკოლა წინა წლის მონაცემების ანალიზის საფუძველზე ყოველწლიურად ანახლებს დოკუმენტს.

1.1. პროცესის დაწყება: სასკოლო კურიკულუმის შემუშავების პროცესი იწყება წინა წლის კურიკულუმის გაანალიზების პარალელურად; მისი (ე.ი. წინა წლის კურიკულუმის) განხორციელების პროცესის ანალიზისა და შეფასების საფუძველზე. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით სასკოლო სასწავლო გეგმა უნდა დამტკიცდეს ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე არაუგვიანეს ერთი კვირით ადრე.

1.2. პროცესის ეტაპები: კურიკულუმის განხორციელება გულისხმობს შემდეგ ფაზებს:

ა) კურიკულუმის შემუშავება,

ბ) დანერგვა,

გ) მონიტორინგი და შეფასება,

დ) გადასინჯვა და რევიზია.

ა) კურიკულუმის შემუშავება გულისხმობს მომდევნო სასწავლო წლის სასწავლო პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების საფუძველზე, ხდება განხორციელებული კურიკულუმის გადასინჯვა და მის შედეგად ახალი კურიკულუმის შემუშავება. შემუშავებაში ჩართული არიან: დირექტორი, მოადგილე, ხარისხის მართვის მენეჯერი, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში. შემუშავების პროცესი შესაძლოა მოიცავდეს შემდეგს: საზოგადოების კმაყოფილების კვლევას, კანონმდებლობის ანალიზს, საჭიროებების კვლევას, საათობრივი ბადისა და დატვირთვის განსაზღრას, სახელმძღვანელოებისა და რესურსების შერჩევას, დამატებითი საგანმანათლებლო მომსახურებების განსაზღვრას, სასკოლო ღონისძიებების დაგეგმვას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან შესაბამისი ნებართვების მიღებასა და სხვა საჭირო ეტაპებს.

ბ) დანერგვა გულისხმობს დაგეგმვის ფაზაში შეთანხმებული გეგმების განხორციელებას და იმ ეფექტების აღწერას, რომელიც დასახულმა გეგმებმა სასკოლო საზოგადოებაზე მოახდინა. კურიკულუმის დანერგვაში უდიდესი როლი აქვთ მასწავლებლებს, დამრიგებლებსა და საგნობრივ კათედრებს. გამოცდილების ურთიერთგაზიარებით ხდება დანერგვაში ხელშეწყობა, რაც განსაკუთრებით ეხმარება ახალ კადრებს.

 

გ) მონიტორინგი და შეფასება –  მონიტორინგი პასუხობს შეკითხვას – მიმდინარეობს თუ არა დაგეგმილის შესაბამისად პროცესები? შეფასება პასუხობს შეკითხვას – რამდენად იძლევა განხორციელებული აქტივობები სასურველ შედეგს.

აღნიშნულ ეტაპზე შესაძლოა გამოყენებულ იქნას კათედრის ფარგლებში ურთიერთდასწრების მასალები.

დ) გადასინჯვა და რევიზია პრაქტიკულად მომდევნო სასწავლო წლის კურიკულუმის შემუშავების პროცესს ემთხვევა. მონიტორინგისა და შეფასების ეტაპიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზით ხდება სასკოლო კურიკულუმის გადასინჯვა და რევიზია, რაც ქმნის საფუძველს მომავალი სასწავლო წლის სასკოლო კურიკულუმის შემუშავებაში სათანადო ინტერვენციების განხორციელებისა. კურიკულუმის გადასინჯვასა და რევიზიაში ჩართულნი არიან დირექტორი, მოადგილე და ხარისხის მართვის მენეჯერი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში.

მუხლი 8. კავშირი სხვა პროცესებთან

  1. სასკოლო კურიკულუმის განვითარების პროცესი უკავშირდება სკოლაში მიმდინარე დამხმარე და მმართველობით პროცესებს. კერძოდ, დამხმარე პროცესებთან მიმართებით გადაწყვეტილებები, როგორც წესი, სასწავლო პროცესის საჭიროებებიდან გამომდინარე მიიღება. მმართველობითი პროცესები კი კურიკულუმის შემუშავებისა და განვითარების პროცესის უშუალო გაგრძელებას წარმოადგენს.
  2. სასკოლო კურიკულუმის განვითარება უკავშირდება ეროვნულ დონეზე მიმდინარე პროცესებს. მისი წყალობით გროვდება მონაცემები და გამოცდილება, რომლის გათვალისწინებითაც იგეგმება ცვლილებები სასკოლო სასწავლო გეგმასა და მისი დანერგვის პროცესში.

 

მუხლი 9. დასკვნითი დებულებები

  1. სასკოლო კურუკულუმის შემუშავებისა და განვითარების მეთოდოლოგიას შეთანხმდება პედაგოგიურ საბჭოსთან და ამტკიცებს სკოლის დირექტორი ბრძანებით.