ცხადდება პირველკლასელთა მიღება 2022-2023 სასწავლო წლისთვის

 

ქ.თბილისის შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა “შოვი” იწყებს პირველ კლასში მოსწავლეთა მიღებას 2022-2023 სასწავლო წლისთვის.

2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 1 ოქტომბრამდე დაბადებული ბავშვები შეძლებენ.

ჯგუფების შევსებისას, მსურველებს საშუალება ექნებათ დაესწრონ უფასო მოსამზადებელ მეცადინოებებს.
სასწავლო გარემოსთან საადაპტაციო პროგარამა მიზნად ისახავს მოსწავლეთა უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას, დამოუკიდებლობის, თვითდამკვიდრების ინსტიქტების ამოქმედებას, ბავშვის შინაგანი ძალებისა და შესაძლებლობების გამოვლენასა და შესწავლას, ფანტაზიის განვითარებას.

უფასო მოსამზადებელი ჯგუფის მოსწავლეები, საგნობრივი პროგრამის გარდა, გაეცნობიან მოძრაობის ხელოვნებას (ევრითმიას), რაც მოიცავს:
1. პლასტიკურ-ჩამომყალიბებელ ელემენტებს;
2. მუსიკალურ-სამეტყველო ელემენტებს;
3. სამყაროს გაცნობას (სმენა, შეხება, აღქმა….)

მოსწავლეებს ელით

  • მოგზაურობა ზღაპრის სამყაროში;
  • ფსიქოლოგიური თამაშები;
  • მარტივი სმენითი უნარების განმავითარებელი სავარჯიშოები.

უფასო მოსამზადებელ ჯგუფებში ბავშვების ჩაწერა უკვე მიმდინარეობს. კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე: +995 555 184 283 .

სკოლის ადმინისტრაცია