სკოლის წესდება

Home - სკოლის წესდება
I. ზოგადი დებულებები
წაშლილია: მუხლი 1. სკოლის სტატუსი
წაშლილია: 1. ქ.თბილისის შ.პ.ს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა “შოვი” არის კერძო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
წაშლილია: 2. სკოლა თავის სქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით, შრომის კოდექსით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით.
წაშლილია: 3. დასახულ მიზნებსა და დაკისრებულ ფუნქციებს სკოლა ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების ფარგლებში. იგი საკუთარი სახელით იძენს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და გამოდის სასამართლოში მოსარჩელედ და მოპასუხედ.
წაშლილია: 4. სკოლას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი, ერთი საბანკო ანგარიში და კერძო სამართლის იურიდიული პირის სხვა ატრიბუტიკა.
წაშლილია: მუხლი 2. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობის საგანი
წაშლილია: სკოლის მიზანია:
წაშლილია: ა) ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა;
წაშლილია: ბ) მოზარდის გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, მოსწავლეებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება, კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, მოსწავლის მიერ ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში ხელშეწყობა.
წაშლილია: II. სკოლის სტრუქტურა და მართვა
წაშლილია: მუხლი 3. სკოლის სტრუქტურა მოიცავს სკოლის დირექციას, პედაგოგიურ საბჭოს, მოსწავლეთა თვითმმართველობას, დისციპლინურ კომიტეტს, სააპელაციო კომიტეტს და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.
წაშლილია: მუხლი 4. სკოლის დირექცია
წაშლილია: 1. სკოლის დირექცია შედგება სკოლის დირექტორის, მისი მოადგილის /მოადგილეებისა და ფინანსური მენეჯერისაგან (ბუღალტერი).
წაშლილია: 2. სკოლის დირექტორად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და მუშაობის 3 წლის სტაჟი.
წაშლილია: 3. სკოლის დირექტორს ნიშნავს სკოლის დამფუძნებელთა საბჭო.
წაშლილია: 4. სკოლის დირექტორი დანიშვნიდან 2 კვირის ვადაში ნიშნავს დირექტორის მოადგილეებს, მათ შორის, დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.
წაშლილია: მუხლი 5. სკოლის დირექტორი
წაშლილია: 1. სკოლის დირექტორი:
წაშლილია: ა) ახორციელებს სკოლის მართვას;
წაშლილია: ბ) წარმოადგენს სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში;
წაშლილია: გ) ამტკიცებს სკოლის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას, სკოლის განვითარების სტრატეგიასა და სკოლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას;
წაშლილია: დ) შეიმუშავებს საშტატო განრიგს;
წაშლილია: ე) მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოს მიერ სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში;
წაშლილია: ვ) უზრუნველყოფს პედაგოგებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს სკოლის ტექნიკურ თანამშრომლებთან;
წაშლილია: ზ) უფლებამოსილია, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება: ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით მასწავლებლის არაკვალიფიციურობის დადასტურებისას.
წაშლილია: თ) უფლებამოსილია დადოს გარიგებები;
წაშლილია: ი) განიხილავს საჩივრებს და იღებს შესაბამის ზომებს;
წაშლილია: კ) ზედამხედველობს დაწესებულების სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს;
წაშლილია: ლ) გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს;
წაშლილია: მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას.
წაშლილია: 2. სკოლის დირექტორი პერსონალურად აგებს პასუხს:
წაშლილია: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის, განათლების სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტების შესრულებასა და სააღმზრდელო პროცესზე;
წაშლილია: ბ) სკოლის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფინანსების მიზნობრივ და სწორ ხარჯვაზე, სკოლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოვლა-პატრონობასა და რაცონალურად გამოყენებაზე;
წაშლილია: გ) სკოლაში მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
წაშლილია: მუხლი 6. სკოლის დირექტორის მოადგილე/მოადგილეები
წაშლილია: დირექტორის მოადგილე/მოადგილეები ვალდებულია:
წაშლილია: ა) შეასრულოს დირექტორის მოვალეობები სკოლაში მისი არყოფნის პერიოდში;
წაშლილია: ბ) შეადგინოს გაკვეთილების ცხრილი და უხელმძღვანელოს სასწავლო პროცესს;
წაშლილია: გ) სპეციალურ ჟურნალში აღრიცხოს მასწავლებელთა გაცდენა-დაგვიანებები;
წაშლილია: დ) გამცდენ და დამგვიანებელ მასწავლებლებს მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები;
წაშლილია: ე) მოისმინოს და გააანალიზოს გაკვეთილები;
წაშლილია: ვ) უზრუნველყოს მასწავლებელთა შორის კოლეგიალური, თანამშრომლობითი გარემო;
წაშლილია: ზ) დააწესოს კონტროლი საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებაზე და საკლასო ჟურნალების სწორად წარმოებაზე;
წაშლილია: თ) დროულად და სათანადოდ შეასრულოს პედაგოგიური საბჭოს გეგმით გათვალისწინებული საკითხები;
წაშლილია: ი) შეაჯამოს სემესტრული შედეგები;
წაშლილია: კ) შეადგინოს წლიური ანგარიში;
წაშლილია: ლ) კონტროლი გაუწიოს კლასგარეშე და სკოლისგარეშე ღონისძიებებს და სასწავლო აღმზრდელობით პროცესს.
წაშლილია: მუხლი 7. სკოლის ფინანსური მენეჯერი (ბუღალტერი)
წაშლილია: ა) ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას;
წაშლილია: ბ) ახორციელებს საბუთების თავისდროულ გაფორმებასა და აკონტროლებს ჩატარებული ფინანსური ოპერაციების კანონიერებას;
წაშლილია: გ) ახორციელებს სკოლის ბიუჯეტის სწორად და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებას, ხარჯვას, ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა დაცვას, სკოლის თანამშრომელთა ხელფასების დროულ დარიცხვასა და გაცემას;
წაშლილია: დ) აწარმოებს ორგანიზაციებსა და ფიზიკურ პირებთან წარმოშობილ ანგარიშსწორებათა დროულ აღრიცხვას;
წაშლილია: ე) ახორციელებს ბუღალტრული ანგარიშგების შედგენას და წარუდგენს სკოლის დირექტორს;
წაშლილია: ვ) ახორციელებს ბუღალტრული საბუთების შენახვასა და არქივაციას;
წაშლილია: ზ) მონაწილეობს ფულადი სახსრების, ანგარიშსწორებებისა და მატერიალურ ფასეულებათა ინვენტარიზაციაში, გამოავლენს და აღრიცხავს შედეგებს.
წაშლილია: მუხლი 8. პედაგოგიური საბჭო
წაშლილია: 1. პედაგოგიური საბჭო არის სკოლის მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო, რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი და დირექტორი.
წაშლილია: 2. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც 3 წლის ვადით აირჩევა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს.
წაშლილია: 3. პედაგოგიურ საბჭოში ყველა პედაგოგი სარგებლობს თანაბარი ხმის უფლებით.
წაშლილია: 4. პედაგოგიური საბჭოს წევრების ერთ მესამედს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოიწვიოს პედაგოგიური საბჭოს სხდომა, მოითხოვოს დამფუძნებელთა საბჭოში მათი წარმომადგენლის მოსმენა.
წაშლილია: 5. საბჭოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი.
წაშლილია: 6. პედაგოგიური საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით, არანაკლებ საერთო ხმების მესამედისა.
წაშლილია: 7. საბჭოს სხდომის დღის წესრიგი, სხდომაზე დამსწრეთა ვინაობა, კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება ფორმდება პედაგოგიური საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
წაშლილია: 8. პედაგოგიურ საბჭოში მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე იქმნება ცალკეული სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ასრულებენ საბჭოს დავალებებს და ანგარიშვალდებულნი არიან მის წინაშე.
წაშლილია: მუხლი 9. პედაგოგიური საბჭოს ფუნქციები
წაშლილია: პედაგოგიური საბჭო:
წაშლილია: ა) ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმებს;
წაშლილია: ბ) ამტკიცებს ეროვნულ სასწავლო გეგმას და შეფასების ცენტრის მიერ გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეული, სასწავლო წლის განმავლობაში გამოსაყენებელი სახელმძღვანელოების ნუსხას;
წაშლილია: გ) ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში.
წაშლილია: მუხლი 10. მოსწავლეთა თვითმმართველობა
წაშლილია: 1. მოსწავლეთა თვითმმართველობა არის მოსწავლეთა არჩევითი ორგანო, რომელიც წარმოადგენს სკოლის სტრუქტურულ ერთეულს.
წაშლილია: 2. საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ირჩევენ საკუთარ თვითმმართველობებს.
წაშლილია: 3. მოსწავლეები თავიანთ წარმომადგენლებს თვითმმართველობაში ირჩევენ თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კლასების მიხედვით თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპის დაცვით, შემდეგი წესით:
წაშლილია: ა) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა Yთვითმმართველობის არჩევნები ტარდება სასწავლო წლის დაწყებიდან არა უგვიანეს 1 თვის ვადაში;
წაშლილია: ბ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვთმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს, შესაბამისად, საბაზო და საშუალო საფეხურის ყველა მოსწავლეს;
წაშლილია: გ) საბაზო და საშუალო საფეხურების თითოეული კლასის მოსწავლე ხმას აძლევს ორ კანდიდატს შესაბამისად, საბაზო ან საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობაში ასარჩევად. გამარჯვებულად ითვლება ის 2 მოსწავლე, რომელიც შესაბამის კლასში მეტ ხმას მოიპოვებს;
წაშლილია: 4. თვითმმართველობის წევრები არჩევნების შედეგების გამოქვეყნებდან 7 დღის ვადაში საკუთარი შემადგენლობიდან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევენ შესაბამისი საფეხურის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, რომელიც ხელმძღვანელობს საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობას.
წაშლილია: 5. მოსწავლეთა თვითმმართველობა:
წაშლილია: ა) შეიმუშავებს რეკომენდაციებს სკოლის შინაგანაწესის შესახებ;
წაშლილია: ბ) წევრთა ერთი მეხუთედის ინიციატივით ქმნის სასკოლო კლუბებს;
წაშლილია: გ) საშუალო საფეხურზე ირჩევს თავის წარმომადგენელს დისციპლინურ კომიტეტში;
წაშლილია: 6. საბაზო და საშუალო საფეხურების მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ სკოლაში სწავლის შეწყვეტისთანავე/დასრულებისთანავე.
წაშლილია: მუხლი 11. დისციპლინური კომიტეტი.
წაშლილია: დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის განხილვის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
წაშლილია: მუხლი 12. დისციპლინური დევნა.
წაშლილია: 1. სკოლის შინაგანაწესი ამომწურავად უნდა განსაზღვრავდეს დისციპლინური გადაცდომების ნუსხას და მათთვის გათვალისწინებულ დისციპლინურ სახდელებს.
წაშლილია: 2. დისციპლინური დევნა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
წაშლილია: 3. სკოლის შინაგანაწესით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევება, სკოლიდან დათხოვნა და სხვა დისციპლინური სახდელი.
წაშლილია: 4. მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს მასწავლებელს.
წაშლილია: მუხლი 13. სააპელაციო კომიტეტი.
წაშლილია: დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილების შესახებ საჩივრის განხილვის მიზნით, შეიძლება შეიქმნას სააპელაციო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში თანაბარი რაოდენობით შედის პედაგოგი, მშობელი და საშუალო საფეხურის მოსწავლე.
წაშლილია: მუხლი 14. მოსწავლეთა, მასწავლებელთა, მშობელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვა.
წაშლილია: 1. კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის შემთხვევაში მოსწავლეს, მასწავლებელსა და მშობელს უფლება აქვთ, წერილობითი საჩივრით მიმართოს სკოლის დირექტორს ორი კვირის განმავლობაში, რაც მისთვის ცნობილი გახდა უფლების დარღვევის შესახებ.
წაშლილია: 2. დირექტორი საჩივარს განიხილავს საჩივრის შეტანიდან ორი კვირის ვადაში.
წაშლილია: 3. საჩივარი არ განიხილება, თუკი მასში არ არის მითითებული შემდეგი რეკვიზიტები:
წაშლილია: ა) განმცხადებლის ვინაობა და მისამართი.
წაშლილია: ბ) უფლებების დარღვევის არსი
წაშლილია: გ) მოთხოვნის არსი
წაშლილია: მუხლი 15. სკოლის დამხმარე სტრუქტურული ერთეულები
წაშლილია: სკოლის დამხმარე სტრუქტურული ერთეულებია:
წაშლილია: 1. კლასის მენეჯერი;
წაშლილია: 2. საგნობრივი კათედრები;
წაშლილია: 3. საინფორმაციო უზრუნველყოფა;
წაშლილია: 4. ხარისხის მართვისა და ინოვაციის უზრუნველყოფა;
წაშლილია: 5. მშობელთა კომიტეტი;
წაშლილია: 6. მონიტორინგის ჯგუფი;
წაშლილია: 7. დაცვის სამსახური;
წაშლილია: 8. სამედიცინო სამსახური;
წაშლილია: 9. კანცელარია;
წაშლილია: 10. ტექნიკური სამსახური;
წაშლილია: მუხლი 16. კლასის მენეჯერი (დამრიგებელი)
წაშლილია: 1. სკოლაში თითოეულ კლასს ჰყავს ერთი მენეჯერი. მენეჯერს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი. I-IV კლასებში კლასის მენეჯერები არიან ძირითადი საგნის მასწავლებლები.
წაშლილია: 2. მენეჯერები სისტემატურ საუბრებს ატარებენ შემდეგ მიმართულებებში:
წაშლილია: – ზნეობრივი აღზრდა;
წაშლილია: – უსაფრთხოება და ეროვნულ-პატრიოტული ცნობიერება;
წაშლილია: – პიროვნული და მორალური განვითარება;
წაშლილია: – გარემოსდაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი;
წაშლილია: – თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევების მნიშვნელობა.
წაშლილია: 3. მენეჯერის მოვალეობები:
წაშლილია: ა) მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა სახის პრობლემის გადაჭრაში;
წაშლილია: ბ) სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლის და მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ.
წაშლილია: გ) თუ მოსწავლე სკოლას აცდენს, ვალდებულია გაიგოს გაცდენის მიზეზი;
წაშლილია: დ) პერიოდულად უნდა ეკითხებოდეს საგნის მასწავლებლებს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ. ყოველი სემესტრის დასრულებისას მან უნდა გააკეთოს თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი, რის საფუძველზეც ახასიათებს თითოეულ მოსწავლეს.
წაშლილია: დ.ა) მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში;
წაშლილია: დ.ბ) მოსწავლის აკადემიური, ზნეობრივი, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს;
წაშლილია: ე) მკაცრი კონტროლი დააწესოს საკლასო ოთახში განთავსებული ინვენტარის მოვლა-პატრონობაზე, საკლასო ჟურნალის წარმოებაზე;
წაშლილია: ვ) მენეჯერი პასუხისმგებელია მოსწავლეთა ჩაცმულობაზე;
წაშლილია: ზ) დასვენებაზე თვალყური ადევნოს კლასს. გააკონტროლოს სამასწავლებლოდან ჟურნალის გატანის და დაბრუნების ფაქტი. სისტემატურად ჩაატაროს სააღმზრდელო საათები და საკლასო ღონისძიებები. დროულად აცნობოს მოსწავლეებსა და მშობლებს დირექციის გადაწყვეტილებები და სკოლის სიახლეები;
წაშლილია: თ) მენეჯერი ვალდებულია, სკოლაში გამოცხადდეს პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 15 წუთით ადრე და სკოლაში იმყოფებოდეს მანამ, ვიდრე მის სადამრიგებლო ჯგუფს არ დაუმთავრდება მეცადინეობა;
წაშლილია: ი) მენეჯერი ვალდებულია, ჰქონდეს ინდივიდუალური სადამრიგებლო სამუშაო გეგმა;
წაშლილია: კ) მენეჯერი პასუხისმგებელია მოსწავლეთა პირადი საქმეების წარმოებაზე, სასწავლო წლის ბოლოს თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალურად უნდა შეადგინოს აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის დახასიათება-ანალიზი;
წაშლილია: ლ) მენეჯერი ვალდებულია, ყოველდღიურად შეამოწმოს მოსწავლეთა გაკვეთილებზე დასწრება, კვირის ბოლოს კი დააჯამოს საკლასო ჟურნალში ასახული გაცდენები. ჟურნალი წარმოადგენს სავალდებულო აღრიცხვის დოკუმენტს და მენეჯერი პირადად არის პასუხისმგებელი მის მოვლა-შენახვაზე;
წაშლილია: მ) მენეჯერს კატეგორიულად ეკრძალება საკლასო ჟურნალში არასანქცირებული ჩანაწერის (ნიშნების გადასწორება, ჩამატება, არების დაჯამებისას მონაცემების შეცვლა) გაკეთება;
წაშლილია: ნ) მენეჯერი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში მოსწავლესთან ჩაატაროს ინდივიდუალური სააღმზრდელო ღონისძიება, ვალდებულია იყოს შუამავალი, მოსწავლესა და პედაგოგს ან მოსწავლეებს შორის წარმოშობილი პრობლემის მოგვარებისას მოსწავლის მხრიდან დისციპლინური გადაცდომის გამეორების შემთხვევაში მენეჯერი ვალდებულია მოხსენებითი ბარათი წარადგინოს სკოლის დირექციის სახელზე;
წაშლილია: ო) მენეჯერი ვალდებულია, მინიმუმ თვეში ერთი დღე, დირექციასთან შეთანხმებით, გამოყოს მშობლებთან შეხვედრებისათვის. მშობელთან ინდივიდუალური საუბრის დროს ყოვლად დაუშვებელია და კატეგორიულად ეკრძალება სხვა მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა თუ ყოფაქცევის შესახებ საუბარი;
წაშლილია: პ) სასწავლო პროცესის მსვლელობისას მოსწავლის განთავისუფლების შემთხვევაში (შეუძლოდ ყოფნა ან სხვა რამ), მენეჯერი ვალდებულია, გაეცნოს მოსწავლის მეცადინეობიდან დათხოვნის მიზეზს, რაც აუცილებლად უნდა იყოს ასახული მშობლის მიერ წერილობით წარმოდგენილ ან სიტყვიერ განცხადებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მენეჯერს უფლება არა აქვს, თანხმობა მისცეს მოსწავლეს განთავისუფლებაზე. მოსწავლის განთავისუფლება ხდება სკოლის დირექციასთან შეთანხმებით. მენეჯერი პირადად არის პასუხისმგებელი განთავისუფლებული მოსწავლის შემდგომ ქმედებებზე;
წაშლილია: ჟ) სადამრიგებლო კლასიდან მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მენეჯერი ვალდებულია, მიმღები სკოლისათვის მოამზადოს ამ მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია;
წაშლილია: რ) მენეჯერს ეკრძალება სადამრიგებლო კლასის უყურადღებოდ დატოვება;
წაშლილია: ს) მენეჯერს ეკრძალება სასწავლო პროცესის პოლიტიზირება;
წაშლილია: ტ) მენეჯერს, რომელიც ჯეროვნად არ შეასრულებს მოვალეობას, ჩამოერთმევა სადამრიგებლო კლასი.
წაშლილია: მუხლი 17. საგნობრივი კათედრები
წაშლილია: 1. სკოლაში იქმნება საგნობრივი კათედრები სკოლის სასწავლო გეგმიდან გამომდინარე.
წაშლილია: 2. კათედრის თავმჯდომარეს კათედრის წევრები პირველსავე სხდომაზე ირჩევენ 1 წლის ვადით ღია კენჭისყრით.
წაშლილია: 3. ა)კათედრის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს და აკონტროლებს საგნობრივი კათედრის მეშვეობით სკოლის წინაშე არსებული ამოცანების და ფუნქციების შესრულებას.
წაშლილია: ბ) ანაწილებს ფუნქციურ მოვალეობებს კათედრის თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებს და დავალებებს.
წაშლილია: გ) აკონტროლებს კათედრის თანამშრომელთა მიერ საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობას და ყოველდღიურ ინფორმაციას აწვდის დირექტორის მოადგილეს.
წაშლილია: დ) ადგენს შეცვლილ მასწავლებელთა განრიგს და აწვდის დირექტორის მოადგილეს.
წაშლილია: ე) სწავლების ახლებურ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ხელს უწყობს მასწავლებლებს აქტიური მეთოდების დანერგვაში.
წაშლილია: ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ.
წაშლილია: ზ) ზრუნავს კათედრის მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაზე.
წაშლილია: 4. კათედრის ხელმძღვანელი ვალდებულია:
წაშლილია: ა) შეადგინოს კათედრის სასწავლო და სამუშაო საგნობრივი გეგმები.
წაშლილია: ბ) დააზუსტოს კათედრის მასწავლებელთა პედაგოგიური დატვირთვა.
წაშლილია: გ) რეგულარულად შეხვედეს კათედრის წევრებს.
წაშლილია: დ) შეარჩიოს მასწავლებლებთან ერთად სახელმძღვანელოები და დასამტკიცებლად გადასცეს პედ.საბჭოს.
წაშლილია: ე) ორგანიზება გაუწიოს საგნობრივი ტესტირებისა და გამოცდების მიმდინარეობას დირექტორის მოადგილე/მოადგილეებთან ერთად.
წაშლილია: ვ) განახორციელოს პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ღონისძიებები.
წაშლილია: ზ) შეასრულოს სკოლის დირექტორის ცალკეული დავალებები.
წაშლილია: თ) მონაწილეობა მიიღოს პედაგოგიურ საბჭოში სასწავლო გეგმის შესაბამისად საათობრივი ბადის შედგენა-დამუშავებაში.
წაშლილია: ი) დირექტორთან შეაქვს წინადადებები კათედრის თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხების შესახებ.
წაშლილია: მუხლი 18. ხარისხის მართვისა და ინოვაციის მენეჯერი (კონსულტანტი)
წაშლილია: პასუხისმგებელია, გააცნოს და აუხსნას პედაგოგებს ყველა სიახლე;
წაშლილია: გაუწიოს კონსულტაცია დირექციას პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის დროს;
წაშლილია: აწარმოოს საგაკვეთილო პროცესის მონიტორინგი;
წაშლილია: თვალყური ადევნოს კათედრის მუშაობას.
წაშლილია: მუხლი 19. მშობელთა კომიტეტი
წაშლილია: კლასებში შეიქმნას მშობელთა კომიტეტები.
წაშლილია: დირექტორის მიერ წელიწადში ორჯერ ჩატარდეს მშობელთა საერთო კრება მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე. კლასის დამრიგებელთა მიერ სემესტრში ერთხელ ჩატარდეს კლასის მშობელთა ან მშობელთა და მოსწავლეთა საერთო კრება, მათთვის საინტერესო და პრობლემურ საკითხებზე.
წაშლილია: მშობელთა კომიტეტებში, პედაგოგიურ საბჭოში, მშობელთა კრებებზე გადაწყვეტილებების მიღება მოხდეს ფარული კენჭისყრით.
წაშლილია: სპეციალური კითხვარების საშუალებით შესწავლილი იქნეს მშობელთა და მოსწავლეთა ინტერესები, სურვილები და პრეტენზიები სკოლის მუშაობასთან დაკავშირებით.
წაშლილია: მუხლი 20. მონიტორინგის ჯგუფი
წაშლილია: 1. სკოლის თვითშეფასების პროცედურას ახორციელებს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა შეიძლება დაკომპლექტდეს სკოლის დირექციის წევრებით და საგანგებოდ მომზადებული მასწავლებლებით, მოსწავლეებითა და მშობლებით. ისინი იკვლევენ დაგეგმილ სასწავლო პროცესებს, განსაზღვრავენ სკოლის საჭიროებებს და გეგმავენ მომდევნო აქტივობებს.
წაშლილია: 2. კვლევის საგანი: სასკოლო საწავლო გეგმა, პროგრამები, სკოლის/კლასის მართვა, სკოლის შიდა და გარე საქმიანობა, სასწავლო გარემო, დისციპლინა, მოსწავლეთა ჯანმრთელობა, უსაფრთხოების დაცვა, ხელმძღვანელობის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების, მოსწავლეთა შეფასების, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა მონაწილეობის საკითხები და სხვ.
წაშლილია: 3. ინფორმაცია იკრიბება მოსწავლეთა წარმატებების მაჩვენებლების, პორტფოლიოების, სასკოლო დოკუმენტაციის, დაკვირვების, გამოკითხვების და სხვათა საფუძველზე.
წაშლილია: 4. წერილობითი ანგარიში განიხილება პედსაბჭოზე და მშობელთა საერთო კრებაზე.
წაშლილია: 5. სკოლის შიდა საქმიანობის მონიტორინგის ჯგუფს ირჩევს პედსაბჭო და ამტკიცებს დირექტორი.
წაშლილია: მუხლი 21. სამედიცინო სამსახური
წაშლილია: 1. სამედიცინო პუნქტის მიზანია მოსწავლეების, პედაგოგიური, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალის პირველადი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის სისტემატური კონტროლი.
წაშლილია: 2. სამედიცინო პუნქტი უზრუნველყოფს მოსწავლეთა და სკოლის თანამშრომელთა უფასო კონსულტაციას და საჭიროების შემთხვევაში უწევს გადაუდებელ დახმარებას. სკოლის დირექტორს წარუდგენს იმ მედიკამენტთა ჩამონათვალს, რომელთა შეძენაც აუცილებელია მისი შეუფერხებელი მუშაობისათვის.
წაშლილია: 3. სისტემატურად აწარმოებს სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდემიური მდგომარეობის მონიტორინგს და განსაზღვრავს სათანადო ღონისძიებებს მათი ნორმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
წაშლილია: 4. საქართველოს მთავრობის დადგენილება #546, 31.08.2020 წ. მე-3 მუხლის 1 პუნქტი;
წაშლილია: 5. ახალი კორონავირუსით (შAღშ-ჩოვ-2) გამოწვეული ინფექციასთან (ჩOVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის;
წაშლილია: 6. ინფექციური დაავადებების მზადყოფნისა და რეაგირების გეგმა. (თან ახლავს დანართი);
წაშლილია: 7. სამედიცინო პუნქტის პერსონალს ნიშნავს დირექტორი.
წაშლილია: მუხლი 22. საქმისწარმოება
წაშლილია: საქმისწარმოებას ახორციელებს კანცელარია
წაშლილია: 1. კანცელარია შედგება ოფისმენეჯერისაგან;
წაშლილია: 2. ოფისმენეჯერს ნიშნავს დირექტორი;
წაშლილია: 3. ოფისმენეჯერი ვალდებულია:
წაშლილია: აწარმოოს შემოსული და გასული კორესპონდენციების აღრიცხვის ჟურნალი;
წაშლილია: მოსწავლეთა ანბანური წიგნი;
წაშლილია: მასწავლებელთა პირადი საქმეები;
წაშლილია: პასუხისმგებელია სკოლის არქივისა და ოფისის დოკუმენტაციის მოვლა/შენახვაზე;
წაშლილია: მუხლი 23. დასუფთავების სამსახური
წაშლილია: 1. დასუფთავების სამსახური შედგება 2 თანამშრომლისაგან (დამლაგებლისაგან);
წაშლილია: 2. დამლაგებლებს ნიშნავს დირექტორი;
წაშლილია: 3. დამლაგებელი ვალდებულია უზრუნველყოს სისუფთავე სკოლის მთელ ტერიტორიაზე.
წაშლილია: მუხლი 24. ტექნიკური სამსახური (მნე)
წაშლილია: პასუხისმგებელია:
წაშლილია: 1) სკოლის შენობა-ნაგებობათა და კუთვნილი ტერიტორიის, სასკოლო ქონების მოვლა-პატრონობაზე, სასწავლო პროცესის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფაზე;
წაშლილია: 2) უზრუნველყოს სკოლის შენობაში, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების დაცვა;
წაშლილია: მუხლი 25. სკოლის ქონება
წაშლილია: დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სკოლას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქვს შესაბამისი ქონება.
წაშლილია: მუხლი 26. სკოლის ფინანსები
წაშლილია: 1. სკოლის მიმდინარე ხარჯების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ ვაუჩერის გაცემით და სწავლის საფასურის გადახდით, რომელიც ფიქსირებულია მშობლებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით.
წაშლილია: 2. სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურება ხდება სკოლის ბიუჯეტიდან.
წაშლილია: 3. სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები, მათ შორის, მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ახდენს მავნე ზეგავლენას მოსწავლეთა ფიზიკურ და ზნეობრივ განვითარებაზე. მიღებული სახსრები კანონმდებლობის შესაბამისად ხმარდება მხოლოდ სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.
წაშლილია: 4. სკოლის ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში.
წაშლილია: მუხლი 27. ანგარიშგება და საბუღალტრო აღრიცხვა
წაშლილია: სკოლა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო – ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა, ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი.
წაშლილია: მუხლი 28. სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
წაშლილია: სკოლის ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წაშლილია: მუხლი 29. სკოლის წესდებაში ცვლილებების შეტანის წესი
წაშლილია: სკოლის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით