სკოლა მიზნად ისახავს აღზარდოს ანალიტიკურად მოაზროვე, დამოუკიდებელი, მოტივირებული, წიგნიერი, კონკურეტუნარიანი, სამართლიანი და საკაცობრიო ღირებულებების მატარებელი პიროვნება.
სკოლა ოჯახთან ერთად ზრუნავს მოსწავლეთა უწყვეტ განვითარებასა და განათლებაზე, ხელს უწყობს მოსწავლეებში თავისუფალი აზროვნების განვითარებას.
სკოლა ხელმძღვანელობს საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ და ეროვნული სასწავლო გეგმის ნორმებით.
სკოლას აქვს გამოწვევა, შექმნას საკუთარი ინდივიდუალური სახე და აღნიშნულ სეგმენტში საკუთარი ნიშა დაიკავოს.
ბოლო სიახლეები
განხორციელებული პროექტები
მწვანე ბავშვები
პროექტის სახელი „მწვანე ბავშვები“. პროექტში მონაწილე მხარეები: ა) ქ. თბილისის შპს არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვის“ X კლასის…
სკოლის ისტორია
სკოლის მუშაობის წარმატების მთავარი გარანტი არის სწორად არჩეული პრიორიტეტები: სწავლების და სწავლის ხარისხი, სწავლებისა და აღზრდის ერთიანი სივრცის შექმნა. მოსწავლის გონივრულ-ინტელექტუალური განვითარების უზრუნველყოფა. შედეგზე ორიენტირებული სწავლების აქტიური მეთოდიკა-ანალიტიკური და დამოუკიდებელი აზროვნების, უნარისა და დიალოგის განვითარება. სკოლაში მოსწავლეთა სწავლება წარმოებს თანამედროვე მეთოდიკით, ინდივიდუალური მიდგომით, რომლებსაც წარმათავენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა 20 პედაგოგი.მათ შორის არის 16 სერტიფიცირებული პედაგოგი.
სკოლაში მიღება
შ.პ.ს. არასახელმწიფო საერო–საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა „შოვში“ მოსწავლეების მიღება პირველიდან მეთორმეტე კლასების ჩათვლით ხდება გასაუბრების საფუძველზე.
სკოლაში ჩარიცხვისთვის საჭირო დოკუმენტები:
- განცხადება დირექტორის სახელზე;
- ორი ფოტოსურათი (3/4);
- ბავშვის დაბადების მოწმობის (დედანი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ბავშვის სამედიცინო ცნობა;
- მშობლების პირადობის მოწმობის ქსეროასლები;
