[cmsmasters_row data_shortcode_id=”klv23yt10q” data_padding_bottom_mobile_v=”0″ data_padding_top_mobile_v=”0″ data_padding_bottom_mobile_h=”0″ data_padding_top_mobile_h=”0″ data_padding_bottom_tablet=”0″ data_padding_top_tablet=”0″ data_padding_bottom_laptop=”0″ data_padding_top_laptop=”0″ data_padding_bottom_large=”0″ data_padding_top_large=”0″ data_padding_bottom=”50″ data_padding_top=”0″ data_bg_parallax_ratio=”0.5″ data_bg_size=”cover” data_bg_attachment=”scroll” data_bg_repeat=”no-repeat” data_bg_position=”top center” data_color=”default” data_bot_style=”default” data_top_style=”default” data_padding_right=”3″ data_padding_left=”3″ data_width=”boxed”][cmsmasters_column data_width=”1/1″ data_shortcode_id=”n07ictnoj6″ data_animation_delay=”0″ data_border_style=”default” data_bg_size=”cover” data_bg_attachment=”scroll” data_bg_repeat=”no-repeat” data_bg_position=”top center”][cmsmasters_text shortcode_id=”kp3dr9p1b” animation_delay=”0″]

ჩანახატი თემაზე

მე  ვიცი  ის,  რომ  არაფერი  არ  ვიცი

მე  მხოლოდ  ის  ვიცი,  რომ  არაფერი  ვიცი.  ჩვენ  ყოველდღე  ვავლებთ  ხაზებს – ერთმანეთისგან  დაშორებულ  ანდა  ერთიმეორეში  ახლართულ  რთულ  ხაზებს.  ვუყურებთ,  ვისმენთ,  ვგრძნობთ,  ვყნოსავთ  და  ვაგემოვნებთ,  პარალელებს  ვეძებთ  მოვლენათა შორის, ვიძირებით მორევში – გვიყვარდება, ვიძულებთ,  ვუახლოვდებით  და  ვშორდებით,  ერთი  სიტყვით – ვცოცხლობთ.

ჩვენი  ქმედებებით  ვცდილობთ,  სამყაროს  ახალი  სიღრმეები  აღმოვაჩინოთ,  თუმცა  ამავე  ქმედებებით  მას  ახალ  სივრცეებსა  და  სიღრმეებს  ვძენთ.

გაუცნობიერებლად  ვცვლით  კოსმიურ  წონასწორობას.  ამასთან,  მნიშვნელოვან  დროსა და  ენერგიას  ვუთმობთ  შესწავლას.  ვიკვლევთ  წარსულს,  აწმყოსა  და  მომავალს – სამყაროს  გაჩენიდან  მის  განადგურებამდე.  ვზომავთ,  ვითვლით  და  ვმოქმედებთ.  ვიპყრობთ  ახალ  სივრცეებს,  ვაღწევთ  ახალ  განზომილებებში,  ვქმნით  სრულყოფილებასთან  მიახლოებულ  ნივთებს,  რაც  უფრო  მეტად  ვავითარებთ  ხელოვნურს,  მით  მეტად  ვშორდებით  ბუნებრიობას.

შედარებით  მარტივი  მიზნებიც  გვაქვს:  თავი  მოვაწონოთ  მეზობელს,  ვიყიდოთ  ახალთახალი  ავტომობილი,  ან  ყველაზე  გამომწვევი  კაბა  ჩავიცვათ  გამოსაშვებ  საღამოზე.

დავფრინავთ,  დავცურავთ,  დავდივართ,  ვცდილობთ  შევცვალოთ  დროის  მიმართულება  და  გავხდეთ  დროისა  და  სივრცის   მმართველები  ანუ  გავუტოლდეთ  სამყაროს  შემქმნელს.

ვივიწყებთ  ფიზიკურ  დატვირთვას  და  მთელს  დატვირთვას  გონებას  ვახმართ.

ჩვენს  ქმედებებს  თითქოს  ერთი  მიმართულება  აქვს – მოვსპოთ  ყველაფერი,  რაც  ბუნებრივად  მოგვეცა  და  გზა  მივცეთ  ჩვენივე  ხელით  შექმნილ  ტექნოლოგიებს,  რითაც,  ბუნებრივია,  ისევ  ჩვენივე  შემქმნელს  ვეჯიბრებით.

დღევანდელი  დედამიწა  აღარ  ჰგავს,  ვთქვათ,  5000 წლის  წინანდელს.  ალბათ  ამიტომ  უარვყავით  რწმენა  იმის  შესახებ,  რომ  დედამიწა  ცოცხალი  არსებაა,  ვერც  ერთი  სიცოცხლის  ფორმა  ვერ  გაუძლებდა  ასეთი  მასშტაბის  დატვირთვას.

ჩვენ  გამზადებული   სამყარო  მივიღეთ,  სადაც  თითოეული  ქვის  ქვეშ  ან  ნებისმიერი  ბუჩქის  ძირას  თვით  ჭეშმარიტი  ცოდნა  სუფევს.  ჩვენ  კი  ქვა  კომფორტს  ჩავაყოლეთ,  ბუჩქი  კი  საერთოდ  ამოვძირკვეთ.

მე  ვცხოვრობ  XXΙ  საუკუნეში  და  ვიცი  ის,  რაც  ადამიანების  უმრავლესობამ  იცის,  ანუ  არაფერიც  არ  ვიცი.

დავით   რობაქიძე

წელს  დაამთავრა X  კლასი

ქართული  ენა  და  ლიტერატურა  10  კლასი  ოლიმპიადა

[/cmsmasters_text][/cmsmasters_column][/cmsmasters_row]