[cmsmasters_row data_shortcode_id=”wx1eahuvks” data_padding_bottom_mobile_v=”0″ data_padding_top_mobile_v=”0″ data_padding_bottom_mobile_h=”0″ data_padding_top_mobile_h=”0″ data_padding_bottom_tablet=”0″ data_padding_top_tablet=”0″ data_padding_bottom_laptop=”0″ data_padding_top_laptop=”0″ data_padding_bottom_large=”0″ data_padding_top_large=”0″ data_padding_bottom=”50″ data_padding_top=”0″ data_bg_parallax_ratio=”0.5″ data_bg_size=”cover” data_bg_attachment=”scroll” data_bg_repeat=”no-repeat” data_bg_position=”top center” data_color=”default” data_bot_style=”default” data_top_style=”default” data_padding_right=”3″ data_padding_left=”3″ data_width=”boxed”][cmsmasters_column data_width=”1/1″ data_shortcode_id=”bipgob2eq” data_animation_delay=”0″ data_border_style=”default” data_bg_size=”cover” data_bg_attachment=”scroll” data_bg_repeat=”no-repeat” data_bg_position=”top center”][cmsmasters_text shortcode_id=”yhawtto9re” animation_delay=”0″]
v
შენს ბოლო წერილს ვიხუტებ
და იმედი მაქვს, გავთბები,
ბედისგან მივიწყებული,
მოგონებებით დავთვრები.
მზის შუქიც რომ მიმატოვებს,
უკაცურ ქუჩებს გავყვები,
ჩემს მარტოობის დემონებს
ცეკვა-თამაშში ავყვები.
მერე მივხვდები, ძვირფასო,
შეცვლას ვცდილობდით განგების,
აგონიაში ჩავარდნილს
ისევ შენ მომელანდები;
საფლავის ჯვრების გრძელ რიგში
ბოლოჯერ მომენატრები,
ბნელი სიკვდილის ანგელოზს
კვლავ შენზე ფიქრში დავხვდები.
და ისევ შენი სამყაროს
თანაზიარი გავხდები,
შენს ბოლო წერილს ვიხუტებ
და იმედი მაქვს, გავთბები.
დავით რობაქიძე
X კლასი
[/cmsmasters_text][/cmsmasters_column][/cmsmasters_row]