დამტკიცებულია

 

შპს კერძო სკოლა „შოვის“დირექტორის

2024 წლის 12 სექტემბრის  N 1-15/კ ბრძანებით

               შეთანხმებულია

შსს სსდ – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან

 

 

 

 

                                                                  შპს კერძო სკოლა „შოვის“ 

                                                                  საგანგებო მართვის გეგმა

 

 

 

 

 

                                    შემუშავებულია   სკოლის საგანგებო შტაბის წევრების მიერ და  დამტკიცებულია სკოლის

                                         დირექტორის 2024 წლის 12 სექტემბრის №1-15/კ  ბრძანებით (იხ. დანართი 1)

 

 

                                                                                                                                             ქ. თბილისი

                                                                                                                                             2024 წელი

 

საგანგებო მართვის გეგმა

I თავი

 

შესავალი

 

შპს კერძ სკოლა „შოვის“  საგანგებო მართვის გეგმა (შემდგომში – გეგმა) შემუშავებულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ მე-5 მუხლის, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტომბრის №452 დადგენილებით დამტკიცებული „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ“ შესაბამისად და წარმოადგენს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სკოლის საქმიანობის საფუძველს და „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის“ განხორციელების მხარდაჭერის სამოქმედო დოკუმენტს, რომელიც უზრუნველყოფს, შესაძლო საგანგებო სიტუაციაზე მზადყოფნის, პრევენციის, რეაგირებისა და აღდგენითი ღონისძიებების ჩატარებას.

გეგმა განსაზღვრავს შესაძლო საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების ან შემცირების ღონისძიებების მოცულობას, ვადებს, ორგანიზებისა და განხორციელების წესს, თანამშრომლების, მოსწავლეების და მატერიალურ ფასეულობათა დამაზიანებელი ფაქტორებისაგან დაცვის მიზნით გადაუდებელი ღონისძიებების შესრულებას.

 

1.1 სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

 

შპს კერძო სკოლა „შოვი“ მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად (იხ. დანართი 2) და უფლება აქვს არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, გეგმის ეფექტურად განხორციელების მიზნით, დადოს ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებები სხვა სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

 

1.2  გეგმის მიზანია:

  • ბუნებრივი ხასიათისა და ადამიანის ფაქტორით გამოწვეული საგანგებო სიტუაციებისაგან სკოლის მოსწავლეთა და თანამშრომელთა დაცვის საერთო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების წარმართვა;
  • სკოლის კომპეტენციის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების რისკების შემცირების, მათზე  მზადყოფნის, ხოლო მათი განვითარების შემთხვევაში, რეაგირებისა და აღდგენის ღონისძიებების შემუშავება და ორგანიზება;
  • საგანგებო სიტუაციების  მართვის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით,   სკოლის  შესაძლებლობისა და ვალდებულების ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის მხარდაჭერა;
  • მომხდარ საგანგებო სიტუაციაზე სკოლის დროული, კოორდინირებული და ორგანიზებული რეაგირების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი იურიდიული საფუძვლის შექმნა;
  • შესაძლო საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და ლიკვიდაციისათვის რესურსების განსაზღვრა.

 

1.3  სკოლის განთავსების ტერიტორიის, შენობის აღწერა და ზოგადი მონაცემები.

 

1.3.1 საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმის ამოქმედებაზე და მასზე ოპერატიულ წვდომაზე პასუხისმგებელია იოსებ გუტაშვილი –  სკოლის დირექტორი(595595851).

 

 

1.3.2. თანამშრომლების, მოსწავლეების და მომსახურე პერსონალის რაოდენობა:

  • ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალი – 6 ადამიანი;
  • პედაგოგი – 25 ადამიანი;
  • მოსწავლე – 160 ადამიანი.

 

 1.3.3.  სკოლის შენობების ტიპი და მისი არქიტექტურულკონსტრუქციული აღწერა:

სკოლის მისამართია საქართველო, თბილისი,ლილოს დასახლება,ყოფილი 63-ე პრობ სასწავლებლის შენობა(ს/კ).

სკოლის შენობა-ნაგებობების საერთო ფართი: 1897კვ.მ.სკოლის შენობა-ნაგებობის დანიშნულებაა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება.

შენობა 3 სამრთულიანია,ორი შესასვლელით.შენობა აგებულია რკინაბეტონით და აგურით.  სართულებს შორის კავშირი ხორციელდება ბეტონის საფეხურებიანი კიბის უჯრედით.პირველ სართულზე განთავსებულია საკლასო ოთახები,სპორტული დარბაზი,ექიმის კაბინეტი და სველი წერტილი. მეორე სართულზე განთავსებულია საკლასო ოთახები,საბუნებისმეტყველო ლაბორატორია,ისტორია-გეოგრაფიის კაბინეტი.მესამე სართულზე საკლასო ოთახები,ბიბლიოთეკა,კომპიუტერების კაბინეტი,სააქტო დარბაზი და ადმინისტრაციის ოთახი.

 

მიმდებარე ტერიტორიის აღწერა: სკოლას ორი მხრიდან ესაზღვრება კეთილმოწყობილი სკვერი.შემოსასვლელი მხრიდან შემოკავებულია ლითონის მესრით.

 

1.4  სკოლის  საგანგებო შტაბი და მისი ფუნქციონალური მოვალეობები

 

სკოლაში ფუნქციონირებს საგანგებო შტაბი, რომელიც წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების პრევენციის, მათზე მზადყოფნის, რეაგირებისა და აღდგენითი სამუშაოების მაკოორდინირებელ და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს. საგანგებო შტაბის უფროსი არის  სკოლის დირექტორი. საგანგებო სიტუაციებთან დაკავშირებული ამოცანების გადასაწყვეტად სკოლის დირექტორი გეგმის შესაბამისად კოორდინაციას უწევს სახანძრო-სამაშველო ჯგუფებსა და საშუალებებს.

 

საგანგებო შტაბი ახორციელებს:

  • სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შიდაუწყებრივი ნორმატიული აქტების შემუშავებას;
  • სკოლის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისთვის მითითებების მიწოდებას და მათ კოორდინირებას;
  • ზემდგომი უწყების მიერ განსაზღვრული დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებას, შესაბამისი რეკომენდაციის შემუშავებასა და ადრესატებამდე მიწოდებას;
  • სამოქმედო ამოცანების დასახვას და გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშების მომზადებას.
  • მხარდამჭერი ორგანიზაციების ტექნიკურ ექსპერტებთან თანამშრომლობას;
  • ფინანსური და მატერიალური რესურსების რეზერვების შექმნის ორგანიზებას.

 

სკოლის საგანგებო შტაბის წევრების ფუნქციონალური მოვალეობები

 

N საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია/საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციის დასახელება ყოველდღიური საქმიანობის რეჟიმში  თანამდებობა, რომელთანაც შეთავსებულია საგანგებო შტაბის წევრის პოზიცია საგანგებო შტაბის წევრის საკურატორო ფუნქციის აღწერის დანართი
1 საგანგებო შტაბის უფროსი  სკოლის დირექტორი დანართი № 3

პუნქტი №1

2 საგანგებო შტაბის უფროსის მოადგილე ევაკუაციის საკითხებში დირექტორის მოადგილე დანართი № 3

პუნქტი №2

3 საგანგებო შტაბის უფროსის მოადგილე-კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ხაზით საქმეთა მმართველი დანართი № 3

პუნქტი №3

 

4

სახანძრო-სამაშველო ჯგუფის უფროსი პედაგოგი დანართი № 3  პუნქტი №4
5 მატერიალურ – ტექნიკური მომარაგების დარგში უფლებამოსილი პირი ბუღალტერი დანართი № 3

პუნქტი №5

6 სამედიცინო უზრუნველყოფის დარგში უფლებამოსილი პირი სკოლის ექთანი დანართი № 3

პუნქტი №6

 

 1.5  არსებული ადრეული გაფრთხილების სისტემის აღწერა.

 

ადრეული გაფრთხილების სისტემას წარმოადგენს პედაგოგების, მოსწავლეებისა და თანამშრომლების შეტყობინება ელექტრო და ტექნიკური ზარის გამოყენებით, რომელიც სკოლას გააჩნია სასწავლო პროცესის წარმართვისთვის, განუწყვეტლად 3-4 წუთის განმავლობაში, ასევე რუპორით (ხმის გამაძლიერებელი). ამასთან, შტაბის წევრების შეტყობინება ხდება მობილური ტელეფონის საშუალებით.

1.6. სკოლის სახანძროსამაშველო ტექნიკააღჭურვილობა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები მოცემულია დანართში N10.

 

 

 

 

 

 

 

II თავი

საფრთხეების  და რისკების შეფასება და აღწერა

 

საფრთხეებისა და რისკების შეფასება განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული „2015-2018 წწ. საფრთხეების შეფასების ეროვნული დოკუმენტის“ საფუძველზე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 იანვრის ბრძანება №01-15/ნ „სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის შესაბამისად“.

 

2.1  მოსალოდნელი საფრთხეების ზოგადი აღწერა:

ქვეყნის სეისმური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, გეოპოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კლიმატურ-ეკოლოგიური ზოგადი დახასიათების საფუძველზე არსებობს შემდეგი სახის საფრთხეები: ხანძარი,მიწისძვრა.

 

2.2.  რისკის შეფასების დრო: 30.12.2023

 

2.3 რისკის შეფასების მეთოდოლოგია: სტატისტიკურ-ალბათური, რომელიც ეფუძნება ისტორიულ ანალიზის და ზოგადად რისკის ხარისხობრივ შეფასებას. რისკის შემცირების ჯგუფის მიერ 10-10 ქულიანი სისტემებით შეფასებული იქნა სკოლის განთავსების ტერიტორიაზე მომხდარი ბუნებრივი მოვლენები და შეფასებისას გათვალისწინებული იქნა ამ მოვლენების მოხდენის ალბათობა და ზეგავლენა.

 

2.4.  რისკის შეფასების შედეგები:

 

რისკის შეფასების ღონისძიების შედეგად არსებული საფრთხეებიდან გამოვლინდა შემდეგი რისკები:

 

N საფრთხე ალბათობა ზეგავლენა რისკის მახასიათებელი ქულა
1 ხანძარი 3 4 12
2 მიწისძვრა 2 3 6

 

რისკი N1 აღწერასკოლის  შენობების  გადახურვა შესრულებულია ხის კონსტრუქციებით, ხის კოჭებით და შეფიცვრით. შენობებს გააჩნია ოთხქანობიანი სახურავი, რომელზეც განხორციელებულია ხის კონსტრუქციებით: ხის კოჭებით და ნივნივებით, სახურავი გადახურულია თიხის ფიქალით. ამასთან, შენობა ელექტროფიცირებულია, რაც სახანძრო სიტუაციას უფრო აძლიერებს.

 

რისკი N2 აღწერა:  მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, მიწისძვრის ალბათობა (მითუმეტეს ძლიერი მიწისძვრა) საკმაოდ დაბალია. მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს შენობის ნგრევა, ხანძრების წარმოქმნა, კომუნალურ ენერგეტიკული ქსელის მწყობრიდან გამოყვანა. დარღვეულ იქნეს კავშირგაბმულობისა და შეტყობინების სისტემა.

 

2.5. საგანგებო სიტუაციის განვითარების სცენარის აღწერა:

 

გამოვლენილი რისკების საფუძველზე შემუშავდა ობიექტზე ან/და მის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების სავარაუდო განვითარების შემდეგი სცენარები:

 

სცენარი N1 რისკის მიხედვით: ხანძრის შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს აფეთქებები, დაზიანდეს ელექტრო-სისტემა, ცეცხლი მოეკიდოს საწყობს, ლაბორატორიას, ხანძრის შემთხვევაში შესაძლებელია ასევე ადამიანთა დაშავება და მსხვერპლიც.

 

სცენარი N2 რისკის მიხედვით: მიწისძვრამ  შეიძლება გამოიწვიოს ობიექტზე არსებული შენობა-ნაგებობების ნგრევა, კომუნალურ, ენერგეტიკული ქსელის მწყობრიდან გამოსვლა კავშირგაბმულობის და კომუნიკაციის სისტემის მოშლა. დიდი მიწისძვრის შემთხვევაში შესაძლებელია პერსონალის დაღუპვა და ხანძარიც.

 

 

 

III თავი

 

გასატარებელი ღონისძიებების აღწერა საგანგებო სიტუაციების

მართვის ფაზების მიხედვით

 

პრევენციის უმთავრესი მიზანია საგანგებო სიტუაციებში სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების და გარემოს დაცვის მიზნით პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება.

საგანგებო სიტუაციების პრევენციული ღონისძიებების ორგანიზება ხორციელდება საგანგებო მართვის გეგმების საფუძველზე, საგანგებო სიტუაციების განვითარების სავარაუდო სცენარების მიხედვით.

არსებული ნორმატიული რეგულაციების საფუძველზე, საგანგებო მართვის გეგმა ითვალისწინებს სპეციალურ მოქმედებებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, როგორებიც არის:

ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა იდენტიფიცირება და ინდივიდუალური საჭიროებების განსაზღვრა;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით შენობის ადაპტირება (გასასვლელების, დროებითი თავშესაფრების, შენობიდან ევაკუირებული პირების უსაფრთხო განთავსების ადგილების მოწყობის თვალსაზრისით);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვა ზომების დაგეგმვა.

 

3.1 ფაზა I.  პრევენცია/მიტიგაცია:

 

3.1.1 გასატარებელი ღონისძიებების აღწერილობა N1 რისკის მიხედვით: ელექტრო სისტემის გადამოწმება, ცეცხლმაქრების, მაღალი წნევის ხანძარსაწინააღმდეგო წყლის სისტემის და ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის გაკონტროლება, დამწვრობის საწინააღმდეგო სახვევი სამედიცინო მასალის და მედიკამენტების გადამოწმება და შევსება, შშმ პირებისთვის კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი პრევენციის ზომების დადგენა, შშმ პირების დამხმარე პერსონალის არყოფნისას მათი ჩამნაცვლებლების განსაზღვრა (ღონისძიებების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ დანართი 4.1) .

 

3.1.2 გასატარებელი ღონისძიებების აღწერილობა N2 რისკის მიხედვით: დაუმაგრებელი მოძრავი ავეჯის გამოვლენა და მათი შეძლებისდაგვარად ფიქსაცი, საოფისე მაგიდების ფანჯრებისგან  1.5 მეტრის  დაშორებით განლაგების გადამოწმება, შშმ პირებისთვის კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი პრევენციის ზომების დადგენა, შშმ პირების დამხმარე პერსონალის არყოფნისას მათი ჩამნაცვლებლების განსაზღვრა (ღონისძიებების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ დანართი 4.2).

 

 

3.2 ფაზა II: მზადყოფნა

 

სკოლის საგანგებო შტაბი იხილავს მოსწავლეებისა და პერსონალის უსაფრთხოების საკითხებს, მოიძიებს და აზუსტებს სათადარიგო სამოქმედო და დროებითი თავშესაფრისთვის უსაფრთხო ადგილებს, განაახლებს მოსწავლეებისა და პერსონალის საევაკუაციო გეგმას და შეიმუშავებს ხელმძღვანელების არყოფნის შემთხვევაში მათი სხვა კადრებით ჩანაცვლების პროცედურებს.

მზადყოფნის უზრუნველყოფისა და საგანგებო სიტუაციაზე დროული და ეფექტური რეაგირებისათვის ორგანიზება უკეთდება თეორიულ სწავლებებსა და სიმულაციურ ვარჯიშებს.

მზადყოფნისა და რეაგირების პროცესებში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ინფორმაციის მართვას. ამ მიზნით იქმნება და პერიოდულად განახლდება მზადყოფნისა და რეაგირების ღონისძიებების შესახებ მონაცემთა ბაზა.

ამასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის მიზნით, გეგმის მზადყოფნის ღონისძიებები ითვალისწინებს, როგორც მათი ინფორმირების, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისათვის სწავლების უზრუნველყოფას მათთვის ხელმისაწვდომი ფორმით.

 

3.2.1 გასატარებელი ღონისძიებების აღწერა N1 სცენარის მიხედვით: მოსწავლეებისა და თანამშრომლებისთვის ცნობიერების ასამაღლებლად ტრენინგები/სწავლება ხანძართან და მასთან დაკავშირებულ  უსაფრთხოების საკითხებზე,  საევაკუაციო წვრთნა, შშმ პირებისთვის კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირება, შშმ პირების დამხმარე პერსონალის არყოფნისას მათი ჩამნაცვლებლების განსაზღვრა (ღონისძიებების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ დანართი 5.1).

 

3.2.2 გასატარებელი ღონისძიებების აღწერა N2 სცენარის მიხედვით: მოსწავლეებისა და თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლების ტრენინგები/სწავლება მიწისძვრასთან და მასთან დაკავშირებულ  უსაფრთხოების საკითხებზე, საევაკუაციო წვრთნა, რისკის შემცველ ტერიტორიაზე განსაკუთრებული მნიშვნელობის შენობა-ნაგებობების მონიტორინგი უსაფრთხოების კუთხით, სახანძრო-სამაშველო, აღჭურვილობის ვარგისიანობის შეფასება და სრულყოფა-განახლება, შშმ პირებისთვის კონკრეტული საჭიროებების იდენტიფიცირება, შშმ პირების დამხმარე პერსონალის არყოფნისას მათი ჩამნაცვლებლების განსაზღვრა (ღონისძიებების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ დანართი 5.2).

 

 

3.3 ფაზა III. რეაგირება:

 

3.3.1  შენობიდან ევაკუაციის გეგმა – წარმოადგენს გრაფიკულ ნაწილს, რომელიც გამოკრულია ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილებზე, მისი ასლი თან ერთვის  გეგმას (იხილეთ დანართი N 9)

სკოლაში მოქმედებს საგანებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფები. (იხილეთ დანართი N 11)

 

3.3.2 გასატარებელი ღონისძიებების აღწერა №1 სცენარის მიხედვით: სამაშველო ჯგუფის გამოძახება ტელეფონით, ნომერზე: 112, შტაბის წევრების შეტყობინება (იხილეთ დანართი N8), ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, საევაკუაციო გეგმის მიხედვით ხალხის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილამდე, სახანძრო-სამაშველო საქმიანობებში ჩართვა კომპეტენტური პირების და ტექნიკის, თანამშრომლების და მოსწავლეების აღრიცხვა, შშმ პირისა და მისი დამხმარე პერსონალისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენა სხვა პასუხისმგებელი პირების მხრიდან. (ღონისძიებების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ დანართი 6.1)

 

3.3.3 გასატარებელი ღონისძიებების აღწერა №2 სცენარის მიხედვით: სამაშველო ჯგუფის გამოძახება ტელეფონით, ნომერზე: 112, ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა, საევაკუაციო გეგმის მიხედვით ხალხის ევაკუაცია უსაფრთხო ადგილამდე,  სახანძრო-სამაშველო საქმიანობებში ჩართვა კომპეტენტური პირების და ტექნიკის, მოსწავლეების და თანამშრომლების აღრიცხვა, შშმ პირისა და მისი დამხმარე პერსონალისათვის სათანადო დახმარების აღმოჩენა სხვა პასუხისმგებელი პირების მხრიდან. (ღონისძიებების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ დანართი 6.2)

 

 

 

 

3.4  ფაზა IV. აღდგენა:

 

3.4.1  გასატარებელი ღონისძიებების აღწერა N1 სცენარის მიხედვით: განადგურებული ტექნიკის გატანა, აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების დაწყება (ღონისძიებების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ დანართი 7.1).

 

3.4.2 გასატარებელი ღონისძიებების აღწერა №2 სცენარის მიხედვით: განადგურებული ტექნიკის გატანა, აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების დაწყება (ღონისძიებების დეტალური აღწერილობისთვის იხილეთ დანართი 7.2).

 

 

 

 

 

IV თავი

 

გეგმის დანართები

 

დანართის № დანართის დასახელება
1 ბრძანება საგანგებო მართვის გეგმის დამტკიცების და საგანგებო შტაბის შექმნის შესახებ
2 სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი
3 საგანგებო შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები და მათი ამოცანები
4 გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა საგანგებო სიტუაციების

მართვის ფაზების მიხედვით – პრევენცია

5 გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა საგანგებო სიტუაციების

მართვის ფაზების მიხედვით – მზადყოფნა

6 გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა საგანგებო სიტუაციების

მართვის ფაზების მიხედვით – რეაგირება

7 გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა საგანგებო სიტუაციების

მართვის ფაზების მიხედვით – აღდგენა

8 საგანგებო შტაბის შეტყობინების სქემა
9 შენობებიდან ევაკუაციის გეგმები
10 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა-აღჭურვილობის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების ნუსხა
11 რეაგირების ჯგუფების შემადგენლობა (სიები)

 

 

დანართი N 1

 

 

 

 

დანართი 2

 

 

სახელმძღვანელო საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი

 

 

  1. საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ’’ (27.06. 2018 წ.);
  2. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის #508 დადგენილება ,,სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის დამტკიცების შესახებ’’;
  3. საქართველოს მთავრობის 2022 წლის 10 ივნისის #309 დადგენილება „სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“;
  4. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვარის № 51 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის – ,,სამოქალაქო უსაფრთხოების საინჟინრო-ტექნიკური ღონისძიებების“ დამტკიცების თაობაზე;
  5. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის #153 დადგენილება “საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების წესდების დამტკიცების შესახებ”;
  6. საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 ივნისის #154 დადგენილება “უსაფრთხოების დეკლარაციის წარდგენის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე”;
  7. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 23 ივლისის #370 დადგენილება „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“;
  8. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტონბრის № 452 დადგენილება „საგანგებო მართვის გეგმის მომზადების  წესების  შემუშავების შესახებ“;
  9. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 6 ოქტობრის №453 დადგენილება „საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის მომზადების წესების შემუშავების შესახებ”;
  10. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 11 იანვრის  №4 დადგენილება „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“;
  11. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 27 ნოემბრის №577 დადგენილება „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მოხალისეთა წესდების დამტკიცების შესახებ“;
  12. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 სექტემბრის N590 დადგენილება „ინციდენტისა და საგანგებო სიტუაციის კლასიფიკაციის წესის დამტკიცების შესახებ“;
  13. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 4 თებერვლის №48 დადგენილება „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“.
  14. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 30 იანვრის ბრძანება № 01-15/ნ „სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების წესის შესაბამისად;

 

 

 

დანართი 3

 

საგანგებო შტაბის წევრები, მათი საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქციები

 და მათი ამოცანები

 

საგანგებო შტაბის წევრი

(გვარი და სახელი) საკურატორო საგანგებო დახმარების ფუნქცია

ამოცანები

(მოვალეობები)

საკონტაქტო ტელეფონი შენიშვნა
1. საგანგებო შტაბის უფროსი:

 

იოსებ გუტაშვილი

 

 

 

–  საგანგებო სიტუაციებზე მზადყოფნისა და რეაგირების, ასევე საგანგებო მართვის გეგმის შედგენა და მისი ამოქმედება საგანგებო სიტუაციების დროს;

–  მოსწავლეებისა და პერსონალისათვის საშიშროების შესახებ შეტყობინება და შესაბამისი ქმედებების ორგანიზება;

–  მართვის, კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ორგანიზება;

–  რეაგირების ფორმირებების ჩამოყალიბება, მათი აღჭურვა და მომზადება;

–  ფორმირებების ინდივიდუალური დაცვისათვის საჭირო აღჭურვილობით მომარაგება, მათი ექსპლუატაციისათვის მზადყოფნის უზრუნველყოფა, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში ორგანიზებული გაცემა;

–  მოსწავლეებისა და პერსონალის დადგენილი წესის მიხედვით ევაკუაცია უსაფრთხო ადგილებში;

–  საგანგებო სიტუაციების განვითარების შემთხვევაში სამაშველო და სხვა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება;

–  საგანგებო მართვის გეგმით გათვალისწინებული საგანგებო სიტუაციების პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებების ორგანიზება.

 

 

 

595595851

 

 

 

 

2. საგანგებო შტაბის უფროსის მოადგილე  ევაკუაციის საკითხებში:

 

ეკა გასვიანი

 

ექვემდებარება საგანგებო შტაბის უფროსს. იგი ვალდებულია:

–  თანამშრომელთა, მატერიალურ ფასეულობათა, დოკუმენტების, უნიკალური მოწყობილობების, აპარატურის და სხვათა ევაკუაციისათვის საჭირო ღონისძიებების შემუშავება;

–  ადმინისტრაციულ შენობაში (ცალ-ცალკე ყოველი სართულისათვის) და შენობის გარეთ თანამშრომელთა ევაკუაციის გეგმის შემუშავება;

–  ევაკუაციის რაიონის, მოძრაობის მარშრუტის, ჩასხდომის და გადმოსხდომის ადგილის განსაზღვრა;

–  ევაკუირებულთა გადასაყვან ავტოტრანსპორტზე აღრიცხვიანობის ორგანიზება;

–  ევაკუირებულთა პირველადი მოხმარების ნივთებით მომარაგების ორგანიზება;

–  მუდმივი კავშირის ქონა ქალაქგარე ზონაში ევაკომიმღებ პუნქტებთან;

 

ევაკუაციის გამოცხადების შემთხვევაში ვალდებულია:

–     დროულად შეატყობინოს მოსწავლეებსა და პერსონალს ევაკუაციის დაწყება;

–     დროულად გააგზავნოს შემკრებ საევაკუაციო პუნქტზე თავისი წარმომადგენელი;

–     ორგანიზება გაუკეთოს დანიშნულ დროში სრული შემადგენლობით  თანამშრომლების და მოსწავლეების გამოცხადებას შემკრებ პუნქტზე, მათი უსაფრთხო ადგილებში გადაყვანის მიზნით;

–     ჩასახლების ადგილებში, ჩასვლის შემდეგ ორგანიზება გაუკეთოს ევაკუირებულთა დროულ დაბინავებას და მათ ყოველმხრივ უზრუნველყოფას.

 

 

 

 

 

595559420

 

 

 

 

3. საგანგებო შტაბის უფროსის მოადგილე   კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ხაზით

 

თამარი კოშაძე

 

კავშირისა და შეტყობინების ჯგუფის უფროსი ექვემდებარება საგანგებო შტაბის უფროსს. იგი ვალდებულია:

–     ორგანიზება გაუკეთოს მართვის, კავშირისა და შეტყობინების მუდმივ მზადყოფნას. შესაბამისად, შეტყობინების სქემის მიხედვით საგანგებო შტაბის შეკრებასა და  სხდომების ორგანიზებას;

–     დროულად განახორციელოს შეტყობინება ხელმძღვანელი პირების, რეაგირების ფორმირების და პერსონალის სამოქალაქო უსაფრთხოების ღონისძიებების განხორციელების თაობაზე;

–     ოპერატიულად იღებს ზემდგომი ორგანოებიდან განკარგულებებს, ბრძანებებს და აწარმოებს მათ აღრიცხვიანობას;

–     ახორციელებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის შეგროვებას  და მისი გაცვლის ორგანიზებას; საინფორმაციო ბაზის შექმნას და მის მუდმივ განახლებას.

 

 

 

 

 

 

555439933

 

 

 

 

4. სახანძროსამაშველო ჯგუფის უფროსი:

 

ზურაბ ელიკაშვილი

ორგანიზებას უკეთებს რეაგირების ძალების  საგანგებო სიტუაციების შედეგების სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებში ჩართვას;

 

მშვიდობიან პირობებში ვალდებულია;

–     იცოდეს ჯგუფის პირადი შემადგენლობა, მათი მომზადების დონე, სამუშაო ადგილი.  ჰქონდეს ჯგუფის პირადი შემადგენლობის სია საჭიროების შემთხვევაში მათი სწრაფი შეკრებისათვის;

–     შეისწავლოს ობიექტზე განლაგებული ყველა შენობა-ნაგებობა და ენერგომომარაგების, კანალიზაციის, წყალმომარაგებისა და საკომუნიკაციო ქსელები;

–     სისტემატიურად ამოწმებდეს ხანძარსაწინააღმდეგო დაფების დაკომპლექტებას საჭირო ინვენტარითა და ცეცლმაქრებით. იცოდეს ცეცლმაქრების ვარგისიანობა, მათი შევსების დრო;

–     სისტემატიურად ახორციელებდეს ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს; უნდა ამოწმებდეს ელექტროგადამცემი ხაზების მდგომარეობას, ტერიტორიის დასუფთავებას, ცეცხლმაქრი საშუალებების მარაგის არსებობას;

–     სისტემატიურად უნდა ატარებდეს, როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ მეცადინეობას პირად შემადგენლობასთან.

–     სისტემატიურად უნდა ამოწმებდეს ჯგუფის პირადი შემადგენლობის მუდმივ მზადყოფნას;

–     იცოდეს ჯგუფის ქონების ადგილსამყოფელი, მიღებისა და გაცემის გრაფიკი;

–     აქტიურად მონაწილეობდეს პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებების საგანგებო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაში;

–     იცოდეს ობიექტზე სუსტი ადგილები, ავარიის შემთხვევაში მისი სწრაფი ლიკვიდაციის მიზნით.

 

ექსტრემალური ვითარების განვითარებისას:

–     მოვალეა სწრაფად შეკრიბოს ჯგუფის პირადი შემადგენლობა. მოკლედ განუმარტოს შექმნილი ვითარება, დაუსახოს თითოეულს ამოცანები და მიიღოს საჭირო აღჭურვილობა;

–     სწრაფად და ენერგიულად იმოქმედოს დაზიანების კერაში დაზარალებულთა გამოსაყვანად და დახმარების აღმოსაჩენად. აწარმოოს ავარიის შედეგების ლიკვიდაცია;

–     სისტემატიურად ახსენებდეს საგანგებო შტაბის უფროსს გაწეული საქმიანობის შესახებ;

–     სასწრაფოდ შეატყობინოს ტერიტორიულ სახანძრო-სამაშველო დანაყოფს;

–     განსაზღვროს ხანძრის კერის წარმოქმნისა და გავრცელების ადგილი, ყველა საშუალებების გამოყენებით განახორციელოს ცეცხლის ქრობა და მისი ლოკალიზაცია;

–     ადგილზე მოსულ მეხანძრე-მაშველებს მოახსენოს საქმის ვითარება და მათთან ერთად განაგრძოს ცეცხლის ქრობა.

 

ხანძრის შემთხვევაში:

–     შეაფასოს სახანძრო ვითარება;

–     განსაზღვროს ხანძარსაშიში ადგილები, ხანძრის ჩასაქრობად საჭირო ძალები და ტექნიკა, ასევე საჭირო წყლის მოწოდების საშუალებების სახეები და მათი რაოდენობა;

–     განსაზღვროს უსაფრთხო ევაკუაციის მარშრუტი.

 

 

 

 

599265624

 

 

 

 

5. მატერიალურ _ ტექნიკური მომარაგების დარგში უფლებამოსილი პირი:

 

ვერა აბდუშელიშვილი

 

ექვემდებარება საგანგებო შტაბის უფროსს და იგი ვალდებულია:

–     მიიღოს აქტიური მონაწილეობა საგანგებო მართვის გეგმის შედგენაში მატერიალურ-ტექნიკური მომარაგების საკითხების გათვალისწინების თვალსაზრისით;

–     მონაწილეობა მიიღოს პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებების საგანგებო მართვის გეგმით  გათვალისწინებულ ღონისძიებების განხორციელებაში;

–     მოამზადოს ანგარიში რეაგირების ფორმირებების აღჭურვის მიზნით;

–     იცოდეს საჭირო აღჭურვილობისა და ინვენტარის რაოდენობა, მისი შეძენისა და შენახვის პირობები;

–     იცოდეს ავტოტრანსპორტის რაოდენობა, მათი ტექნიკური აღჭურვილობა და საწვავ-საცხები მასალის შენახვის პირობები. აწარმოოს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ხარჯვის ზუსტი აღრიცხვა;

–     სისტემატიურად აწვდის ინფორმაციას საგანგებო შტაბის უფროსს ავტოტრანსპორტის და სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭირო ქონების ტექნიკური მდგომარეობის შესახებ.

 

 

 

 

 

 

 

  599910160

 

 

6. სამედიცინო უზრუნველყო-ფის დარგში უფლებამოსილი პირი:

 

მედეა ცაგარეიშვილი

 

 

ექვემდებარება საგანგებო შტაბის უფროსს და იგი ვალდებულია:

 

მშვიდობიან პირობებში:

–  მონაწილეობდეს პრევენციული და მზადყოფნის ღონისძიებების საგანგებო მართვის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებების განხორციელებაში;

–  სისტემატიურად უწევდეს კონტროლს ობიექტის ტერიტორიაზე სისუფთავისა და მოსწავლეებისა და პერსონალის მიერ ჰიგიენის დაცვას;

–  აღმოუჩინოს პირველადი სამედიცინო დახმარება დაზიანებულ ადამიანებს;

–  მუდმივად ზრუნავდეს პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებისა და სამედიცინო საშუალებების საჭირო მარაგის შექმნაზე.

 

ექსტრემალურ ვითარებაში:

–  ორგანიზებას უკეთებს დაშავებულების პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას;

 

 

 

 

555214460

 

 

 

 

 

 

დანართი 4.1

 

პრევენცია/მიტიგაცია:

 

გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა N1 რისკის მიხედვით

ხანძარი

# ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი (სახელი გვარი) შენიშვნა
1 ელექტრო სისტემის გადამოწმება თვეში ერთხელ ზურა ელიკაშვილი
2 ცეცხლმაქრების, მაღალი წნევის ხანძარსაწინააღმდეგო წყლის სისტემის და ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალიზაციის გაკონტროლება თვეში ერთხელ ლევან სულთანიშვილი
3 დამწვრობის საწინააღმდეგო სახვევი სამედიცინო მასალის და მედიკამენტების გადამოწმება და შევსება თვეში ერთხელ მედეა ცაგარეიშვილი
   

 

 

დანართი 4.2

გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა N2 რისკის მიხედვით

მიწისძვრა

# ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი) შენიშვნა
1 მიწისძვრისას მოქმედებების ინსტრუქციის შემუშავება / კორექტირება / დახვეწა კვარტალში ერთხელ ქრისტინე თეთრაძე  
2 შენობების კონსტრუქციისა და არსებული ფართობების ტექნიკური დათვალიერება- შემოწმება კვარტალში ერთხელ რამაზ ქენქაძე  
3 დაუმაგრებელი მოძრავი ავეჯის გამოვლენა და მათი შეძლებისდაგვარად ფიქსაცია კვარტალში ერთხელ ელზარ ფეიქრიშვილი  
4 საოფისე მაგიდების ფანჯრებისგან  1.5 მეტრის  დაშორებით განლაგების გადამოწმება კვარტალში ერთხელ მაკა ბუჩუკური

 

 

 

 

დანართი 5.1

მზადყოფნა

 

გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა N1 რისკის მიხედვით

ხანძარი

N გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი) განხორციელების ვადები შენიშვნა
1 შტაბის წევრებისათვის სათანადო (ევაკუაციის პროცედურები, ხანძართან ბრძოლის, პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვ.) ტრენინგების/ინსტრუქტაჟების ჩატარება მედეა ცაგარეიშვილი ყოველ 6 თვეში ერთხელ

 

 
2 თანამშრომლებისთვის სახანძრო უსაფრთხოების საკითხებზე ინსტრუქტაჟების ჩატარება ზურა ელიკაშვილი ყოველ 6 თვეში ერთხელ

 

 
3 სახანძრო სისტემების ტექნიკური გამართულობის შემოწმება ზურა ელიკაშვილი ყოველ 6 თვეში ერთხელ  
4 სახანძრო სფეროში სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისათვის ხანძრის ჩაქრობის იმიტირებული სწავლებების ჩატარება რამაზ ქენქაძე ყოველ 6 თვეში ერთხელ

 

 
5 მოსწავლეებისათვის  ცნობიერების ამაღლების მიზნით ტრენინგების/სწავლების ჩატარება ხანძართან და მასთან დაკავშირებულ  უსაფრთხოების საკითხებზე ზეინაბი ლეგაშვილი-გურგენიშვილი ყოველ 6 თვეში ერთხელ

 

 
6 საევაკუაციო წვრთნა რამაზ ქენქაძე ყოველ 6 თვეში ერთხელ  

 

 

 

 

   დანართი 5.2

 

გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა N2 რისკის მიხედვით

 

მიწისძვრა

გასატარებელი ღონისძიებები პასუხისმგებელი პირი განხორციელების ვადები შენიშვნა
1.                                1 მოსწავლეებისა და თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლების ტრენინგები/სწავლება მიწისძვრასთან და მასთან დაკავშირებულ  უსაფრთხოების საკითხებზე ზურა ელიკაშვილი ყოველ 6 თვეში ერთხელ
2.                                2 საოფისე მაგიდების 1.5 მეტრის დაშორებით ფანჯრებისგან განლაგების გადამოწმება მაკა ბუჩუკური კვარტალში ერთხელ
3.                                3 დაუმაგრებელი მოძრავი

ავეჯის გამოვლენა და მათი შეძლებისდაგვარად ფიქსაცია

ელზა ფეიქრიშვილი კვარტალში ერთხელ
4.                                4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფებისათვის მიწისძვრის შემთხვევაში მოქმედების შესახებ სწავლებების ჩატარება რამაზ ქენქაძე ყოველ 6 თვეში ერთხელ
5.                                5 საევაკუაციო იმიტირებული წვრთნა ქრისტინე თეთრაძე ყოველ 6 თვეში ერთხელ
6.                                6 საევაკუაციო გეგმების შესაბამისობის გადახედვა მარიკა ჯამასპაშვილი ყოველ 6 თვეში ერთხელ
7.                               7 სამაშველო-სახანძრო, აღჭურვილობის

ვარგისიანობის შეფასება და სრულყოფა-განახლება

ლევან სულთანიშვილი ყოველ 6 თვეში ერთხელ
8.                               8 კავშირგაბმულობის საშუალებების ტექნიკური გადამოწმება ვერა აბდუშელიშვილი ყოველ 6 თვეში ერთხელ

 

 

 

დანართი 6.1

 

რეაგირება

გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა N1 რისკის მიხედვით

 

ხანძარი

N ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი) შენიშვნა
1 სამაშველო ჯგუფის გამოძახება ტელეფონით, ნომერზე: 112 „სთ+5 წთ“ თამარ კოშაძე დრო მითითებულია პირობითად აქტივიბებს შორის ინტერვალის დაცვისა მიზნით
2 ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა „სთ+5 წთ“ ეკა გასვიანი დრო მითითებულია პირობითად აქტივიბებს შორის ინტერვალის დაცვისა მიზნით
3 საევაკუაციო გეგმის მიხედვით პერსონალისა და მოსწავლეების ევაკუაცია უსაფრთხო ადგილამდე „სთ+10 წთ“ რამაზ ქენქაძე დრო მითითებულია პირობითად აქტივიბებს შორის ინტერვალის დაცვისა მიზნით
4 სახანძრო-სამაშველო საქმიანობებში ჩართვა კომპეტენტური პირების და ტექნიკის „სთ+5 წთ“ ნინო ბარბაქაძე დრო მითითებულია პირობითად აქტივიბებს შორის ინტერვალის დაცვისა მიზნით
5 ევაკუირებული პერსონალისა და მოსწავლეების აღრიცხვა

 

„სთ+1 სთ“ თამარ კოშაძე დრო მითითებულია პირობითად აქტივიბებს შორის ინტერვალის დაცვისა მიზნით
6 სამაშველო ძალების დახვედრა და მათი ინფორმირება ადგილზე შექმნილი საგანგებო ვითარების შესახებ

 

 

„სთ+5 წთ “

 

იოსებ გუტაშვილი

დრო მითითებულია პირობითად აქტივების შორის ინტერვალის დაცვის მიზნით

 

 

 

 

 

დანართი 6.2

 

გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა N2 რისკის მიხედვით

მიწისძვრა

N ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი (სახელი, გავრი) შენიშვნა
1 სამაშველო ჯგუფის გამოძახება ტელეფონით, ნომერზე: 112 „სთ+5 წთ“ თამარ კოშაძე დრო მითითებულია პირობითად აქტივიბებს შორის ინტერვალის დაცვისა მიზნით
2 ინფორმაციის მიღება, გადამუშავება, საგანგებო ვითარების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა „სთ+5 წთ“ იოსებ გუტაშვილი დრო მითითებულია პირობითად აქტივიბებს შორის ინტერვალის დაცვისა მიზნით
3 საევაკუაციო გეგმის მიხედვით პერსონალისა და მოსწავლეების ევაკუაცია უსაფრთხო ადგილამდე „სთ+10 წთ“ შორენა ქადაგიძე დრო მითითებულია პირობითად აქტივიბებს შორის ინტერვალის დაცვისა მიზნით
4 სახანძრო-სამაშველო საქმიანობებში ჩართვა კომპეტენტური პირების და ტექნიკის „სთ+5 წთ“ თამარ კოშაძე დრო მითითებულია პირობითად აქტივიბებს შორის ინტერვალის დაცვისა მიზნით
5 ევაკუირებული პერსონალისა და მოსწავლეების აღრიცხვა

 

„სთ+1 სთ“ თამარ კოშაძე დრო მითითებულია პირობითად აქტივიბებს შორის ინტერვალის დაცვისა მიზნით
6 სამაშველო ძალების დახვედრა და მათი ინფორმირება ადგილზე შექმნილი საგანგებო ვითარების შესახებ

 

 

„სთ+5 წთ “

იოსებ გუტაშვილი დრო მითითებულია პირობითად აქტივების შორის ინტერვალის დაცვის მიზნით

 

 

 

 

დანართი 7.1

აღდგენა

 

გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა N1 რისკის მიხედვით

 

ხანძარი

N ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი) შენიშვნა
1 მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურთან ერთად, შენობით სარგებლობისთვის ვარგისიანობის დადგენა მომხდრიდან 1-2 დღეში იოსებ გუთაშვილი  
2 ხანძრით გამოწვეული ნარჩენების უსაფრთხო გამოტანა

 

შემთხვევის დადგომიდან 1-2 დღის ვადაში რამაზ ქენქაძე  
3 დაზიანებული შენობის და ასევე სხვა ტიპის ზარალის აღრიცხვა/შეფასება შემთხვევის დადგომიდან 1-2 დღის ვადაში ვერა აბდუშელიშვილი  
4 დაზიანებული კომუნიკაციების აღსადგენად ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მაგისტრალების აღდგენა/შემოწმება. შემთხვევის დადგომიდან 1-2 დღის ვადაში ელზარ ფეიქრიშვილი  
5 აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების დაწყება შემთხვევის დადგომიდან 1-2 დღის ვადაში იოსებ გუტაშვილი  

 

 

 

 

დანართი 7.2

 

გასატარებელი ღონისძიებების დეტალური აღწერილობა N2 რისკის მიხედვით

 

მიწისძვრა

N ღონისძიება შესრულების პერიოდი პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი) შენიშვნა
1 მატერიალური სიკეთეების გამოტანა დასუფთავება და გამოყოფილ ტერიტორიაზე შეგროვება შემთხვევის დადგომიდან 1-2 დღის ვადაში ვერა აბდუშელიშვილი  
2 დაზიანებული კომუნიკაციების აღსადგენად ელექტროენერგიის, გაზის და წყლის მაგისტრალების აღდგენა-შემოწმება.

შენობების ვარგისიანობის შემოწმება მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელთან ერთად.

შემთხვევის დადგომიდან 1-2 დღის ვადაში ზურაბ ელიკაშვილი  
3 დაზიანებული შენობის და ასევე სხვა ტიპის ზარალის აღრიცხვა/შეფასება შემთხვევის დადგომიდან 1-2 დღის ვადაში ვერა აბდუშელიშვილი  
4 აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების დაწყება შემთხვევის დადგომიდან 1-2 დღის ვადაში იოსებ გუტაშვილი  

 

 

 

 

 

 

 

დანართი 8

 

საგანგებო შტაბის კერძო  სკოლის ‘შოვის’ წევრების შეტყობინების

 

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი –112;
სამედიცინო უზრუნველყოფის დარგში უფლებამოსილი პირი: -მედეა ცაგარეიშვილი -ექთანი-555214460

 

საგანგებო შტაბის უფროსი –

იოსებ გუტაშვილი დირექტორი-  595595851

 

შტაბის უფროსის მოადგილე – კავშირგაბმულობისა და შეტყობინების ხაზით თამარი კოშაძე

ხარისხის მართვის მენეჯერი 555439933

 

 

მატერიალურ – ტექნიკური მომარაგების დარგში უფლებამოსილი პირი -ვერა აბდუშელიშვილი -ბუღალტერი-599910160
საგანგებო შტაბის უფროსის მოადგილე ევაკუაციის საკითხებში  -ეკა გასვიანი-მოადგილე… 595559420
 

სახანძრო-სამაშველო ჯგუფის უფროსი -ზურაბ ელიკაშვილი პედაგოგი-579214527.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 9

 

 

საევაკუაციო სქმები

 

 

 

 

დანართი 10

 

სახანძროსამაშველო აღჭურვილობის და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების

ნ უ ს ხ ა

 

N დასახელება რაოდენობა ერთეული
1 ფანრები 1 ცალი
2 რეზინის ჩექმები 2 წყვილი
3 საწვიმარი ლაბადა 1 ცალი
4 რესპირატორი (კარტრიჯებით) 1 ცალი
5 ცეცხლმაქრი 9 ცალი
6 სახანძრო სტენდი 1 კომპლექტი
7 მიმთითებელი ჯოხი 2 ცალი
8 ხმის გამაძლიერებელი (რუპორი) 1 ცალი
9 სასიგნალო ჟილეტი 1 ცალი
10 ელ. ბურღის კომპლექტი 1 ცალი
11 ბრტყელტუჩა, სახრახნისი, ჩაქუჩი 1 ცალი
12 პირველადი დახმარების ყუთი 1 ცალი
13 საკაცე 1 ცალი
14 არტაშანი 2 ცალი
15 რაცია 1 ცალი
16 ჰიდრანტი 1 ცალი
17 ცეცხლგამძლე ხელთათმანი 2 წყვილი
18 პირველადი დახმარების მედდის ოთახი 1 ცალი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

დანართი 11

 

 

რეაგირების ჯგუფების შემადგენლობა

 

7.1 სახანძროსამაშველო ჯგუფის შემადგენლობა

 

სახელი, გვარი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია
1 ზურაბ ელიკაშვილი ჯგუფის უფროსი 579214527
2 რამაზ ქენქაძე წევრი 598670370
3 ლევან სულთანიშვილი წევრი 593762045
4 ელზა ფეიქრიშვილი წევრი 599759255

 

 

7.2 საევაკუაციო ჯგუფის შემადგენლობა

 

სახელი, გვარი თანამდებობა საკონტაქტო ინფორმაცია
1 ეკა გასვიანი ჯგუფის უფროსი 595559420
2 შორენა ქადაგიძე წევრი 593919192
3 ლალი ლალიაშვილი წევრი 555456404