logo_shovlogo_show2

მონანიება

დადის  სიჩუმე  და  ბნელი  მთები

ბანს  რომ  აძლევენ  ასე  გულადად,

ის  არ  იციან,  რამდენი  სევდით

რამდენი  წვიმა  აწვიმთ  ზვიადად.

მე  ჩემი  წვიმა  მეყოფა  საგზლად . . .

ჩემი  მეყოფა  მე  სატკივარი . . .

სიჩუმე  უდევს  ჩემს  სიტყვებს  ნატვრად

კვლავ  სახლში  დამრჩა  მე  საწვიმარი.

ბევრი  შეცდომა . . .

ბევრი  იყო  დანაშაული . .

ბევრი  მასწავლა  სულის  ომმა,

ბევრჯერ  ვიყავი  ბრმა  და  ეული,

სევდით,  ვაებით  სული  მქონდა  გადარეული,

ბევრი  მივიღე  ღირსეულად

საყვედური,  სევდა,  იარა

ბევრჯერ  მალულად,  დაფარულად

სევდამ  უიაროდ  გადაიარა.

ყოველი  ცოდვა  ჩემთვის

იყო,  აბჯაროსანი

თეთრს  შავი  ერთვის . .

ბევრჯერ  დასველდა

ჩემი  სევდით  კრიალოსანი

არასდროს  ვიგრძნობ,

არასდროს  ვიტყვი,

ვერასდროს  ვიგრძნობ,

მე  დანამატით

ამ  ლექსს  შევამკობ

ერთი  ციტატით:

მაპატიეთ,  რომ

ყველა  მიყვარდით.

 

ზურაბ  ნაროზაული

მონანიება

უფალო,  ღმერთო,  ჩვენო  იესო,

ვითარც  ერთგული  შენი  ცხოვარი

გთხოვ,  მიყურადო,  ჩემს  ხმას  მიენდო

და  შეისმინო  ეს  სათხოვარი!

 

შენით  იწყება  ყოვლის  სიცოცხლე,

შენითვე  მიდის  სააქაოდან

გეენას  კართან  შენს  თავს  ვიმოწმებთ

და  ამით  ვხდებით  არარაობა.

 

მუდამ  სხვას  ვხედავთ  და  მათ  ავს  ვამბობთ,

ჩვენ  ვქმნით  კანონებს  და  ჩვენით  ვადგენთ,

ჩვენი  სიავით  ვავსებთ  შავ  ალბომს

ის  გვავიწყდება,  რას  წარმოვადგენთ.

 

სულით  შენნი  ვართ,  ხორცი  დაგვნებდა

და  შენ  გეკუთვნით,  როგორც  ხეს-ტოტი,

სულში  ჩაგვხედე  და  დაინახავ,

რომ  ავი  გვჭამდა  და  კეთილს  ვგმობდით.

 

არც  სული  დაგვრჩა,  ხორციც   დაბერდა,

წუთები  დაგვრჩა  სამი  ან  ოთხი . . .

ჩვენ  გაგიცრუეთ  შენ  იმედები

ხეს  ამ  სიავით  მოვტეხეთ  ტოტი.

 

უფალო,  ღმერთო,  ჩვენო  იესო,

ვითარც  ერთგულნი  შენი  ცხოვარნი,

გთხოვ,  გვიყურადო,  ჩვენს  ხმას  მიენდო,

გთხოვთ  პატიებას  შენი  მონანი.

 

ზურაბ   ნაროზაული


უკან
   ელექტრონული ჟურნალი
სახელი :
პაროლი :
lib_

gamocdebis

ganatlebisa

saqartvelos_
_buki