logo_shovlogo_show2

სკოლის მუშაობის წარმატების მთავარი გარანტი არის სწორად არჩეული პრიორიტეტები: სწავლების და სწავლის ხარისხი, სწავლებისა და აღზრდის ერთიანი სივრცის შექმნა. მოსწავლის გონივრულ-ინტელექტუალური განვითარების უზრუნველყოფა. შედეგზე ორიენტირებული სწავლების აქტიური მეთოდიკა-ანალიტიკური და დამოუკიდებელი აზროვნების, უნარისა და დიალოგის განვითარება.

სკოლაში მოსწავლეთა სწავლება წარმოებს თანამედროვე მეთოდიკით, ინდივიდუალური მიდგომით, რომლებსაც წარმათავენ მაღალკვალიფიციური პედაგოგები. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა 28 პედაგოგი.მათ შორის არის 5 სერთიფიცირებული პედაგოგი და 2 მეცნიერებათა დოქტორი.

სკოლა სამ საფეხურიანია:

დაწყებითი სკოლა;

საბაზო სკოლა;

საშუალო სკოლა;

სკოლაში დაარსების დღიდან გაღრმავებულად ისწავლება მშობლიური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, უცხო ენები, კერძოდ ინგლისური ენა-პირველი კლასიდან.

სკოლაში სწავლა-აღზრდა ეფუძნება ტრადიციებსა და სიახლეების მეთოდურ შერწყმას.

სკოლას მოწყობილი აქვს კომპიუტერული კლასი მუდმივი ინტერნეტით, ფუნქციონირებს სასკოლო ბიბლიოთეკა.

სისტემატიურად ეწყობა შემეცნებითი გასართობი ღონისძიებები.

სკოლის კურსდამთავრებულები სკოლაში მიღებული ცოდნით წარმატებით აბარებენ ეროვნულ გამოცდებს. არიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ საქართველოს პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.


უკან
   ელექტრონული ჟურნალი
სახელი :
პაროლი :
lib_

gamocdebis

ganatlebisa

saqartvelos_
_buki