logo_shovlogo_show2

დამტკიცებულია

ქ. თბილისის  შ.პ.ს.  არასახელმწიფო

საერო   საუნივერსიტეტო   საშუალო

სკოლა  ,, შოვის“  დირექტორის  მიერ

2011 წ.

 

 

ქ. თბილისის  შ.პ.ს.  არასახელმწიფო  საერო  საუნივერსიტეტო

საშუალო   სკოლა  ,, შოვის“  ბიბლიოთეკის  დებულება:

 

  1. 1. ზოგადი დებულებები

1.1.    ქ. თბილისის  შ.პ.ს. არასახელმწიფო  საერო  საუნივერსიტეტო  საშუალო  სკოლა  ,,შოვის“  ბიბლიოთეკა   წარმოადგენს   სკოლის   სტრუქტურულ  ქვედანაყოფს.  თავისი  საქმიანობით   ბიბლიოთეკა  ხელს  უწყობს  სკოლაში  საბიბლიოთეკო  და  საინფორმაციო  ბიბლიოგრაფიული  მუშაობის  ორგანიზებას,  ქმნის  წიგნიერ  გარემოს  და  ამაღლებს  სასწავლო  პროცესის  აკადემიურ  დონეს;

1.2.   თავის   საქმიანობაში   ბიბლიოთეკა  ხელმძღვანელობს  საქართველოს  კანონებით : ,,ზოგადი  განათლების  შესახებ“,    ,,საბიბლიოთეკო  საქმის  შესახებ“,  კანონქვემდებარე  აქტებით,  სკოლის  დებულებით,  დირექტორის  მითითებებითა  და  განკარგულებებით,  საქართველოს  პარლამენტის  ეროვნული  ბიბლიოთეკის  მიერ  შემუშავებული  რეკომენდაციებითა  და  მეთოდური  მასალებით;

1.3.   წინამდებარე  დებულებაში  ცვლილებების   შეტანა  შეუძლია  სკოლის  დირექციას.

 

 

  1. 2. ბიბლიოთეკის  ამოცანები  და  ფუნქციები

 

2.1.    ბიბლოიოთეკის  ძირითად  ამოცანას  შეადგენს  სასწავლო  აღმზრდელობითი  პროცესის  ინფორმაციული  უზრუნველყოფა  მოსწავლეთა  და  პედაგოგთა  საბიბლიოთეკო  და  საინფორმაციო - ბიბლიოგრაფიული  მომსახურების  ფორმებისა  და  მეთოდების  გამოყენებით;

 

2.2.   ბიბლიოთეკა  ფლობს  სხვადასხვა  დარგის  სასწავლო,  სამეცნიერო-პოპულარულ, მხატვრული და მეთოდური შინაარსის პროფილური  საბიბლიოთეკო  დოკუმენტების  ფონდებს. მათი გამოყენება, სარგებლობის  წესები და  საბიბლიოთეკო  მომსახურების ფორმები  განისაზღვრება  ბიბლიოთეკის  შინაგანაწესით;

 

2.3.  თავისი  ამოცანების  შესასრულებლად  ბიბლიოთეკა:

―  იძენს, იცავს  და  ხელმისაწვდომს  ხდის საბიბლიოთეკო  დოკუმენტების  ფონდებს სკოლის სასწავლო, საგანმანათლებლო  და  აღმზრდელობითი  ამოცანების  გათვალისწინებით;

―  სისტემატურად  ანახლებს  საბიბლიოთეკო  დოკუმენტების  ფონდებს  მათში  ტრადიციული  და  ელექტრონული  ინფორმაციის  წყაროების  წარმოდგენით;

―  აწარმოებს  მოსწავლეთა, პედაგოგთა  და  სხვა  კატეგორიის  მკითხველთა  საბიბლიოთეკო  და  საინფორმაციო-ბიბლიოგრაფიულ  მომსახურებას;

― სწავლობს მოსწავლეთა საბიბლიოთეკო  კითხვაში  ჩაბმის  მდგომარეობას, აკეთებს  ანალიზს,  რეკომენდაციებს  წარუდგენს  სკოლის  დირექციას;

―  საბიბლიოთეკო  დოკუმენტების  შეძენის,  შეფასებისა  და  ჩამოწერის  საკითხებს  ათანხმებს  სკოლაში  მოქმედ  შესაბამის  კომისიასთან,  სკოლის  დირექციასთან;

―  ეწევა  კულტურულ-საგანმანათლებლო  და  საინფორმაციო   მუშაობას,  იყენებს  რა  ამ  მიმართულებით  მასობრივი  მუშაობის  ტრადიციულ  და  ინოვაციურ  მეთოდებს;

―  ნერგავს  ახალ საბიბლიოთეკო  ტექნოლოგიებს,  ხელს  უწყობს  სასწავლო  პროცესის  კომპიუტერიზაციას.  დროებითი  სარგებლობისათვის  იყენებს  ბიბლიოთეკის  ფონდებს;

― კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით მოსწავლეებს  გამოუმუშავებს  ინფორმაციის  დამოუკიდებელი  ძიების ჩვევებს;

―  აწარმოებს  საბიბლიოთეკო  დოკუმენტების  შინაარსის  ყოველმხრივ  გახსნას ტრადიციული და ელექტრონული საცნობარო აპარატის  გამოყენებით; ქმნის კატალოგებისა და კარტოთეკების სისტემას  თანამედროვე  სტანდარტების  მოთხოვნათა  შესაბამისად;

―  ქმნის  საბიბლიოთეკო  დოკუმენტების  დაცვისათვის  ხელსაყრელ  პირობებს;  აწარმოებს  ფონდების  ინვენტარიზაციას  დადგენილი  წესების  შესაბამისად;  ათავისუფლებს  ბიბლიოთეკას  სხვადასხვა  საფუძვლებით  მოძველებული  საბიბლიოთეკო  დოკუმენტებისაგან;

―  საბიბლიოთეკო  ფონდების  დარგობრივ  შემადგენლობასა  და  ეგზემპლართა  რაოდენობას  განსაზღვრავს  ბიბლიოთეკის  პროფილისა  და  სკოლის  კონტიგენტის  მიხედვით,  მხედველობაში  ღებულობს  რა  სპეციალისტთა  რჩევას  და კონსულტაციებს;

―  აღრიცხავს  საბიბლიოთეკო  დოკუმენტებს  დადგენილი  ფორმებისა  და  წესების შესაბამისად; აწარმოებს ფონდების სტრუქტურული  შემადგენლობის ანალიზს ხარვეზების გამოვლენისა და უარების  შემცირების  მიზნით;

―  მოსწავლეთა  და  პედაგოგთა  თემატური  დაკვეთების  საფუძველზე  ადგენს  წერილობით  ბიბლიოგრაფიულ  ფონდებს,  კომპიუტერულ  ტექნოლოგიებს;

― აწარმოებს ყოველდღიური  სამუშაო  პროცესების  აღრიცხვას  დადგენილი  ფორმით;  დირექციას  წარუდგენს  ბიბლიოთეკის  წლიურ  სამუშაო  გეგმებსა  და  ანგარიშებს;

 

 

 

3.    ბიბლიოთეკის  ორგანიზაცია  და  მართვა

 

1.1.      სკოლებში ბიბლიოთეკის გახსნისათვის აუცილებელია:  საბიბლიოთეკო  დოკუმენტების  მინიმალური   რაოდენობა  ( 300- 500  ეგზ.);   ფონდის  შევსება-განახლებისათვის  სტაბილური  დაფინანსების  წყარო,  შტატის  ბიბლიოთეკარი, საბიბლიოთეკო დოკუმენტების განახლებისა და  დაცვისათვის აუცილებელი ფართობი სანიტარულ-ჰიგიენური  პირობების  დაცვით;

1.2.    ბიბლიოთეკის მუშაობაზე კონტროლს ახორციელებს სკოლის  დირექტორი, რომელიც ამტკიცებს ბიბლიოთეკის ნორმატიულ  ტექნოლოგიურ დოკუმენტაციას. დირექტორი პასუხისმგებელია  ფონდების  დაკომპლექტებასა  და  დაცვაზე,  აგრეთვე  მკითხველთა  მომსახურებისათვის  სათანადო  პირობების  შექმნაზე;

1.3.     ბიბლიოთეკის  მუშაობის  ორგანიზაციაზე,  საბიბლიოთეკო  პროცესების  პროფესიულ  დონეზე  წარმართვაზე  და  ბიბლიოთეკის  მუშაობის  საბოლოო შედეგებზე პასუხს აგებს ბიბლიოთეკის გამგე ( ხელმძღვანელი),  რომელიც  არის  პედაგოგიური  კოლექტივის  წევრი  და  შედის  პედაგოგიური  საბჭოს  შემადგენლობაში;

1.4.     ბიბლიოთეკის  სამუშაო  განრიგი  დგება  სკოლის  სამუშაო  წესების  შესაბამისად.  თვეში  ერთხელ  ბიბლიოთეკა  ატარებს  სანიტარულ  დღეს;

1.5.     ბიბლიოთეკის  შტატი  და  ხელფასის  ოდენობა  განისაზღვრება  მოქმედი ნორმატიულ-სამართლებლივი დოკუმენტაციით,  შესასრულებელი სამუშაოების მოცულობისა და სირთულის  გათვალისწინებით;

1.6.     ბიბლიოთეკის თანამშრომელი (ხელმძღვანელი) ექვემდებარება  ატესტაციას მოქმედი  კანონმდებლობის  შესაბამისად;  იგი  ვალდებულია  დააკმაყოფილოს  თანამდებობრივ  ინსტრუქციაში,  აგრეთვე  სკოლის  და  ბიბლიოთეკის  დებულებებში  ჩამოყალიბებული  მოთხოვნები;

1.7.     სკოლის ბიბლიოთეკებზე სამეცნიერო-მეთოდურ და პრაქტიკულ  დახმარებას ახორციელებს  საქართველოს  პარლამენტის  ეროვნული  ბიბლიოთეკა;

 

4. ბიბლიოთეკის   უფლებები

4.1.     ბიბლიოთეკას   უფლება  აქვს:

―  დამოუკიდებლად   განსაზღვროს  მუშაობის  შინაარსი  და  ფორმები

წინამდებარე    დებულების  მოთხოვნათა  შესაბამისად;

 

― ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესაბამისად განსაზღვროს დაკარგული

საბიბლიოთეკო  დოკუმენტების  ანაზღაურების  ფორმები  და  ოდენობა;

 

― მონაწილეობა  მიიღოს  სკოლის  მართვა-გამგეობაში  მოქმედი  წესების  შესაბამისად,

აგრეთვე  სასწავლო  პროგრამებისა  და  გეგმების  შედგენაში;

 

― გაერთიანდეს  არასამთავრობო  პროფესიულ  ორგანიზაციებში,  მონაწილეობა მიიღოს

განათლების  დარგში  მოწყობილი  საერთაშორისო  სიმპოზიუმებისა  და

კონფერენციების  მუშაობაში;

 

― ბიბლიოთეკის თანამშრომელი (ხელმძღვანელი)  პასუხს  აგებს  შრომითი

ხელშეკრულების  შესრულებაზე,  საბიბლიოთეკო  ფონდების  დაცვასა  და

დებულებით  გათვალისწინებული  სამუშაოების  წარმართვაზე.


უკან
   ელექტრონული ჟურნალი
სახელი :
პაროლი :
lib_

gamocdebis

ganatlebisa

saqartvelos_
_buki