logo_shovlogo_show2

სკოლას აქვს ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკაში აღწერილია და თემატიკის მიხედვით დალაგებულია ყველა წიგნი. გვაქვს: საბავშვო, მხატვრული, დარგობრივი, საცნობარო-ბიბლიოგრაფიული ლიტერატურა, პერიოდული გამოცემები, მეთოდური ლიტერატურა პედაგოგებისათვის, სახელმძღვანელოები სკოლის მოსწავლეებისათვის. ხდება მათი მოძრაობის აღწერა. სისტემატიურად მიმდინარეობს წიგნადი ფონდის შევსება-გამდიდრება.  ბიბლიოთეკით სარგებლობენ მასწავლებლები და მოსწავლეები.ბიბლიოთეკის დებულების თანახმად სრულდება ყველა ის სამუშაო, რაც აკისრია ბიბლიოთეკას.

მოქმედებს ელექტრონული ბიბლიოთეკა, სადაც წიგნები დალაგებულია თემატურად. უახლოეს მომავალში იგეგმება ბიბლიოთეკის განახლება.


ბიბლიოთეკით    სარგებლობის    წესები

  1. მკითხველს  უფლება  აქვს  ისარგებლოს ბიბლიოთეკის  წიგნადი  ფონდით  და   საცნობარო - ბიბლიოგრაფიული  აპარატით.
  2. მკითხველს  შეუძლია  სახლში  წასაღებად  მიიღოს  3-5  წიგნი  და  ჟურნალი  15
    დღით,  ჟურნალების  ახალი  ნომრები  გაიცემა  5  დღით.

იშვიათი  წიგნები,  ალბომები,  ენციკლობედიები  სახლში  წასაღებად  არ  გაიცემა.

  1. მკითხველი  ხელს  აწერს  ყოველ  მიღებულ  წიგნზე  მკითხველის  ფორმულარში.  წიგნის  დაბრუნების  დროს  ხელის  მოწერა  უნდა  წაიშალოს.

მკითხველი    ვალდებულია:

ა) მზრუნველობით  მოეპყრას  და  გაუფრთხილდეს  წიგნებს.

ბ) არ  დაკარგოს  და  არ  დააზიანოს  წიგნი,  შეამოწმოს  და  დაზიანების  აღმოჩენის

შემთხვევაში  აცნობოს  ბიბლიოთეკარს.

გ) თაროებზე  განლაგებული  წიგნები  არ  გადააადგილოს  და  არ  დაარღვიოს  წიგნების

განლაგების  წესი.

დ) დააბრუნოს  წიგნი  არაუგვიანეს  დადგენილი  ვადისა. ვადა  შეიძლება  გაგრძელდეს,

თუ  წიგნზე  არ  არის  სხვა  მკითხველთა  მხრივ  მოთხოვნა.

ე) წიგნის  დაკარგვის  ან  დაზიანების  შემთხვევაში  დაუბრუნოს  ბიბლიოთეკარს

ისეთივე  წიგნი,  ან  შეცვალოს  ის  სხვა  წიგნით,  რომელსაც  ბიბლიოთეკა  ცნობს

შინაარსისა  და  ღირებულებების  სწორფასოვნად.

ვ) მკითხველს  მოეთხოვება  არ  დაარღვიოს  ბიბლიოთეკით  სარგებლობის  წესები.

 

 


უკან
   ელექტრონული ჟურნალი
სახელი :
პაროლი :
lib_

gamocdebis

ganatlebisa

saqartvelos_
_buki